воскресенье, 27 марта 2022 г.

სახამებელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              სახამებელი


მცენარის ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი, რომელიც წარმოიქმნება უჯრედის ორგანოიდებში (ქლოროპლასტებსა და ამილოპლასტებში) და გროვდება ძირითადად თესლში, ძირხვენებსა და ტუბერებში, აგრეთვე ფოთლებსა და ღეროებში. სახამებელი გროვდება მარცვლების სახით, რომელთაც ფენოვანი სტრუქტურა აქვთ და შეიცავენ მცირე რაოდენობით ცილებსა და ლიპიდებს. სახამებელის ზომა სხვდასხვაა. სახამებელი ორი პოლისაქარიდის — ხაზოვანის — ამილოზის და განტოტვილის — ამილოპექტინის ნაზავია; მათი საერთო ფორმულაა (C6H10O5)n; როგორც წესი, სახამებელი შეიცავს 10—30% ამილოზას, 70—90% ამილოპექტინს. სახამებელის პოლისაქარიდები აგებულია გლუკოზის ნაშთებისაგან, რომლებიც შეკავშირებული არიან ამილოზისა და ამილოპექტინის ხაზოვან ჯაჭვებში α-1,4-გლუკოზიდური ბმები, ხოლო განშტოების წერტილებში —α-1,6-გლუკოზიდური ბმებით.

                                                                

სახამებლის იოდის ხსნართან ურთიერთქმედების შედეგი 



სახამებელის ნაწილობრივი ჰიდროლიზი იძლევა დექსტრინებს, რომელსაც პოლიმერიზაცია ნაკლებად ახასიათებს, სრული ჰიდროლიზით კი გლუკოზებად იშლება. სახამებლის ფერმენტული ჰიდროლიზი შესაძლოა სხვადასხვა გზით. მცენარეული ფოსფორილაზე შლის α-1,4-ბმას და წარმოქმნის გლუკოზო-1-ფოსფატს, რომელიც აქტიური მეტაბოლიტია. α და β-ამილაზები შლიან აგრეთვე მხოლოდ α-1,4-ბმებს; β-ამილაზა შლის სახამებელს მალტოზამდე და გლუკოზამდე. α-1,6-ბმების დაშლა და თავისუფალი გლუკოზის წარმოქმნა ხდება ამილო-1,6-გლუკიზოდაზით. ობის სოკოების ფერმენტი გ ლ უ კ ო ა მ ი ლ ა ზ ა სახამებელს შლის გლუკოზამდე. სახამებლის ბიოსენთეზის პირველწყაროა საქაროზა. სახამებელი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების ძირითადი ნაწილია (ფქვილში 75—80%, კარტოფილში — 25%), კუჭ-ნაწლავში ადვილად შეიწოვება, აქვს მაღალი კალორიულობა — დაახლოებით 4 კკალ/გ.

სახამებელს და მის წარმოებულებს იყენებენ ქაღალდის, ქსოვილების, წებოს და სხვა წარმოებაში. როგორც სამკურნალო საშუალება, სახამებელი შედის სხვადასხვა ფხვნილში, მალამოსა და პასტაში. სახამებლის 1% ხსნარს იყენებენ როგორც ინდიკატორს, იოდის აღმოსაჩენად.

                                                           
სახამებელი, როგორც ფოტოსინთეზის ერთ-ერთი პროდუქტი, ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. მცენარეებისთვის ის არის საკვები ნივთიერებების მარაგი და ძირითადად გვხვდება ხილში, თესლში და ტუბერებში. მარცვლეულის მარცვლები ყველაზე მდიდარია სახამებლით: ბრინჯი (86%-მდე), ხორბალი (75%-მდე), სიმინდი (72%-მდე), ასევე კარტოფილის ტუბერები (24%-მდე).

ადამიანის ორგანიზმისთვის სახამებელი, საქაროზასთან ერთად, ნახშირწყლების მთავარი მიმწოდებელია - საკვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ადამიანის ფერმენტების მოქმედებით, სახამებელი ჰიდროლიზდება გლუკოზამდე, რომელიც უჯრედებში იჟანგება ნახშირორჟანგამდე და წყალში, ათავისუფლებს ენერგიას, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.

წყალში სახამებლის ხსნარი არის არანიუტონის სითხე. 
იხ.  ვიდეო 


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...