воскресенье, 20 марта 2022 г.

ხმელთაშუა ზღვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ხმელთაშუა ზღვა

ხმელთაშუა  ზღვის სატელიტური გამოსახულება - ფართობი - 2 500 000 км², მოცულობა - 3 839 000 км, სანაპირო ზოლის სიგრძე - 46 000 км, უდიდესი სიღრმე - 5121 მ , საშუალო სიღრმე - 1541მ, ნავსადგურები -მარსელი, ბარსენოლა, ვალენსია, ნეაპოლი, მალაგა, თელავივი, ათენი, ტრიპოლი

 ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.

უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.

ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, „შუა“ + terra, „მიწა, ხმელეთი“), ბერძნულში „mesogeios“.

ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ. ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც „დიდი ზღვა“ ან „დასავლეთის ზღვა“. თანამედროვე ებრაულში მას „ჰა-იამ ჰა-ტიხონ“ (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თურქულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად „ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ“ (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით „The Med-ს“ უწოდებენ.

ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები

ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი აქვს 21 (სუვერენულ) ქვეყანას, მათგან 11 ევროპულია, 5-5 კი აზიასა და აფრიკას ეკუთვნის.

იხ. ვიდეო - Когда и как появилось Средиземное море?
თანამედროვე ხმელთაშუა ზღვა არის ძველი ტეტისის ოკეანის რელიქტია, რომელიც გაცილებით ფართო იყო და აღმოსავლეთით შორს იყო გადაჭიმული. ტეტისის ოკეანის რელიქვიები ასევე არის არალის, კასპიის, შავი და მარმარილოს ზღვები, რაც შეესაბამება მის ღრმა დეპრესიებს.

6 მილიონი წლის წინ, გიბრალტარის სრუტის ჩამოყალიბებამდე, ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანეს უერთდებოდა უფრო მცირე სრუტით, რომლის ხეობა თანამედროვე მაროკოს ტერიტორიაზეა. გამყინვარების დროს მსოფლიო ოკეანის დონე 100-120 მ-ით დაეცა, რამაც განაპირობა ის, რომ ხმელთაშუა ზღვა არაერთხელ იქცა იზოლირებულ აუზად და თითქმის მთლიანად დაშრა (იხ. მესინის კრიზისი).

5 მილიონი წლის წინ, კოლოსალური მიწისძვრის გამო, ატლანტის ოკეანის წყლებმა გაიჭრა გიბრალტარის სრუტე და დატბორა ხმელთაშუა ზღვა.
იხ. ვიდეო - Interesting Facts about The Mediterranean Sea || Interesting Facts || The Mediterranean Sea



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...