понедельник, 14 марта 2022 г.

ვილჰელმ ვუნდტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - გერმანელი ფიზიოლოგი, ფიზიკოსი, ფსიქოლოგი  

                      ვილჰელმ ვუნდტი

გერმ. Wilhelm Maximilian Wundt

 
(დაიბადა 1832 წელს 16 აგვისტოს, გერმანიაში, ქალაქ ნეკარაუში . გარდაიცვალა 31 აგვისტოს 1920 წელს) იყო გერმანელი ფიზიოლოგიფიზიკოსი,ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, რომელიც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამად არის წოდებული. მედიცინას სწავლობდა ტიუბინჰემისა და ჰაიდელბერგის უნოვრსიტეტებში. გადიოდა წვრთნას ბერლინში ფიზიოლოგიის მამად წოდებულ იოჰანეს მიულერთან

ფიზიოლოგიის მეცნიერად გახდომის შემდეგ, 1855 წლიდან იწყებს მოღვაწეობას ჰაიდელბერგში. ასევე მუშაობს ჰერმან ჰელმჰოლცის ასისტენტად. ენიჭება ექსრაორდინალური პროფესორის წოდება. მის ლექციებს თანდათან ფსიქოლოგიით დაინტერესება ეტყობა და უკვე 1873-1874 წწ გამოდის ''ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები''

1875 წლიდან იწყება ლაიფციგის პერიოდი, სადაც ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობდა და ერთ ხანს, ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორიც იყო. 1879 წელს აარსებს პირველ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიას. 80-ანი წლები მისი ფილოსოფიური მოღვაწეობის პერიოდია. მისი ნაშრომები იბეჭდება ,1881 წელს მის მიერვე დაარსებულ, ჟურნალში ''ფსიქოლოგიური კვლევები''.

ვუნდტი გამოყოფს ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას(_ ერთიანდება მარტივი ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ექსპერიმენტულ კვლევას ექვემდებარება) და ხალხთა ფსიქოლოგია(_ერთიანდება მაღალი ფსიქიკური პროცესები, რომელთა გაგება ენის, კულტურის, ტრადიციების შესწავლით არის შესაძლებელი).

ვუნდტი მიიჩნევდა, რომ ფსიქოლოგია დამოუკიდებელი მეცნიერებაა, უშუალო გამოცდილების შესახებ, რომელმაც უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები

იხ. ვიდეო - Фундаментальная психология. № 10. Вильгельм Вундт. Психология без души



რა ელემენტებისგან შედგება ყოველი ფსიქიკური მოვლენა

რთული ფსიქიკური მოვლენა, თვითდაკვირვების მეთოდით, შეიძლება დაიყოს შეგრძნებებად და მარტივ გრძნობებად. შეგრძნებებს ახასიათებთ ინტენსივობა და დისპარატულობა.გამოყოფს შეგრძნებათა 8 სახეს: სინათლის, ბგერის, სუნის, გემოს, დაწოლვის,ტემპერატურის, ტკივილის და ორგანული შეგრძნებები. მარტივ გრძნობებში გამოყოფს: აღგზნება-დამშვიდებას,სიამოვნება-უსიამოვნებას და დაძაბვა-შეკავებას, რომლებიც ემოციათა სამგანზომილებიან სივრცეს ქმნიან.

რა კავშირია ელემენტებს შორის

ფსიქიკის ელემენტები გარკვეულ შენაერთებს ქმნიან.თუ ამ შენაერთში შეგრძნებები სჭარბობს ეს წარმოდგენაა, სადაც ელემენტები პასიურად კი არ ერთიანდებიან, არამედ ახალ თვისებებსაც იძენენ. მარტივ გრძნობათა გაერთიანებით კი მიიღება სრულიად ახალი ემოცია, სადაც გრძნობათა გამოდიფერენცირება შეუძლებელია.ამას ვუნდტი ემოციურ მდგომარეობათა ერთიანობას უწოდებს. ელემენთტა შორის კავშირი მყარდება ასოციაციის და აპერცეფციის საშუალებით.

ასოციაცია

ასოციაციის დროს ელემენტთა შორის კავშირის დამყარება გაუცნობიერებლად ხდება. გამოიყოფა სამი ფორმა: შერწყმა_ერთი მოდალობის ელემენტების გაერთიანება, ასიმილაცია_ძველი და ახალი შთაბეჭდილებების შერევა, კომპლიკაცია_სხვადასხვა მოდალობის გრძნობათა გაერთიანება ერთი საგნის აღქმაში(მგ. ვაშლი-ფერის, ზომის, ფორმის... გაერთიანებით)

აპერცეფცია

ცნობიერებაში შინაარსები გვხვდება პერცეფციის ან აპერცეფციის სახით. ეს უკანასკნელი ცნობიერების შინაარსებისადმი ყურადღების მიპყრობას და ისეთი ოპერაციების მიმდინარეობას გულისხმობს, როგორიცაა ანალიზისინთეზიმსჯელობა.

კანონები,რომლებიც ცნობიერების ფენომენებს შორის კავშირის უზრუნველყოფს

ვუნდტი უარყოფს ფსიქიკის სუბსტანციურობას და ამ კონტექსტში აყალიბებს სულის აქტუალობის პრინციპს,რომლის თანახმადაც სული მუდმივად ცვალებადი აქტიობაა, ის აქ და ამჟამად განიცდება და პასიურობის და სტატიკურობის ოპოზიციაა. ვუნდტი გამოყოფს ფსიქიკური კაუზალობის 3 კანონს: ფსიქიკური რეზულტანტობის კანონი(_ცალკეულის შეერთებით თვისობრივად ახალი კოვლენა იქმნება, ფსიქიკურ მიმართებათა კანონი(_ყოველი კერძო ფსიქიკური მოვლენა მნიშვნელობას იძენს იმის მიხადვით თუ რა მიმართებაში იმყოფება სხვა მოვლენებთან) და კონტრასტის კანონი(_გარკვეულ პირობებში ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები აძლიერებენ ერთმანეთს)

იხ. ვიდეო. - Psychology and Wilhelm Wundt (An Introduction to Psychology)



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...