четверг, 24 марта 2022 г.

პირველი მსოფლიო ომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  პირველი მსოფლიო ომი

თარიღი 1914 წლის 28 ივლისი — 1918 წლის 11 ნოემბერი
სამშვიდობო ხელშეკრულებები[ჩვენება]
მდებარეობა ევროპა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, აზია, წყნარი ოკეანე, ოკეანია, წყარი ოკეანის კუნძულები, ატლანტის ოკეანე
Casus belli 1914 წ. 15ივნისს ავსტრიის ერცჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა
შედეგი
ცენტრალური ძალების გამარჯვება აღმოსავლეთ ფრონტზე
ანტანტის გამარჯვება დასავლეთ ფრონტზე
ევროპის ყველა კონტინენტური იმპერიის (გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და რუსეთის იმპერია) დაშლა
თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციები, რუსეთის იმპერიის დაშლა, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რუსეთის სამოქალაქო ომი, რესეთის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბება, სსრკ-ის ჩამოყალიბება
ფართომასშტაბიანი რევოლუციები და აჯანყებები ევროპასა და აზიაში
ერთა ლიგის შექმნა
მხარეები 
ანტანტის ძალები:
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბრიტანეთის იმპერიის დროშა ბრიტანეთის იმპერია

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
კანადის დროშა კანადა
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
Dominion of Newfoundland Red Ensign.svg ნიუფაუნდლენდი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა
Flag of Russia (1914-1917).svg რუსეთის იმპერია[ი]
(1917 წლამდე)
State Flag of Serbia (1882-1918).svg სერბეთის სამეფო
Flag of Montenegro (1905–1918).svg მონტენეგროს სამეფო
ბელგიის დროშა ბელგია
იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
Flag of Italy (1861-1946) crowned.svg იტალიის სამეფო (1915–1918)
აშშ-ის დროშა აშშ (1917–1918)
რუმინეთის დროშა რუმინეთი (1916–1918)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1916–1918)
Flag of Hejaz 1917.svg ჰეჯაზის სამეფო (1916–1918)
ჩინეთის დროშა ჩინეთის რესპუბლიკა (1917–1918)
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg საბერძნეთის სამეფო (1917–1918)
ტაილანდის დროშა ტაილანდი (1917–1918)
მეორე მხარე
ცენტრალური ძალები:
ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი
გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი (1915-1918)
და სხვა დამოკიდებული სახელმწიფოები
ძალები
საერთო ჯამში: 52 959 850 სამხედრო
 12 000 000 სამხედრო
დიდი ბრიტანეთის დროშა 8 841 541 სამხედრო
საფრანგეთის დროშა 8 660 000
Flag of Italy (1861-1946) crowned.svg 5 615 140 სამხედრო
აშშ-ის დროშა 4 743 826 სამხედრო
იაპონიის იმპერიის დროშა 800 000 სამხედრო
State Flag of Serbia (1882-1918).svg 707 343 სამხედრო
რუმინეთის დროშა 658 000 სამხედრო
ბელგიის დროშა 380 000 სამხედრო
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg 250 000 სამხედრო
პორტუგალიის დროშა 80 000 სამხედრო
Flag of Montenegro (1905–1918).svg 50 000 სამხედრო
საერთო ჯამში: 25 248 321 სამხედრო
გერმანიის იმპერიის დროშა 13 250 000 სამხედრო
ავსტრია-უნგრეთის დროშა 7 800 000 სამხედრო
ოსმალეთის დროშა 2 998 321 სამხედრო
ბულგარეთის დროშა 1 200 000 სამხედრო
დანაკარგები
გარდაცვლილი სამხედროები:5 525 000
დაჭრილი სამხედროები: 12 831 500
საერთო ჯამში: 18 356 500 გარდაცვლილი, დაჭრილი და დაკარგული
გადაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები: 4 000 000
დაღუპული სამხედროები ქვეყნების მიხედვით: 
{{{link alias-s}}} დროშა 1 811 000
საფრანგეთის დროშა 1 397 800
დიდი ბრიტანეთის დროშა 1 114 914
Flag of Italy (1861-1946) crowned.svg 651 000
რუმინეთის დროშა 250 000–335 000
State Flag of Serbia (1882-1918).svg 275 000
აშშ-ის დროშა 116 708
ბელგიის დროშა 58 637–87 500
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg 26 000
პორტუგალიის დროშა 7 222
Flag of Montenegro (1905–1918).svg 3 000
იაპონიის იმპერიის დროშა 415
სამხედრო გარდაცვალებები: 4 386 000
დაჭრილი სამხედროები: 8 388 000
საერთო ჯამში: 12 774 000 გარდაცვლილი, დაჭრილი და დაკარგული
გადაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები: 3 700 000
დაღუპული სამხედროები ქვეყნების მიხედვით:
გერმანიის იმპერიის დროშა 2 050 897
ავსტრია-უნგრეთის დროშა 1 200 000
ოსმალეთის დროშა 771 844
ბულგარეთის დროშა 87 500
ევროპის პოლიტიკური რუკა 1914 წელს

გრეთვე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი და დიდი ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 8.5 მილიონი მებრძოლის და 13 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, გამოწვეული გენოციდების და ომთან დაკავშირებული ესპანური გრიპის შედეგად კიდევ 17-100 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთისსაფრანგეთისრუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიისავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკიაპოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.

იხ. ვიდეო - პირველი მსოფლიო ომი: მონაწილე მხარეები, ომის შედეგები

XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელზას-ლოთარინგიას დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.

ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც მათი ამბიციები გაზარდა.

გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.

ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.

ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმათავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოება.

1914 წლის 28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა.

გერმანიის იმპერიის მიზნები
საფრანგეთს უნდა ჩამორთმეოდა ქალაქი ბრიე (ლოთრინგენის პროვინციაში), საფრანგეთი გახდებოდა ეკონომიკურად გერმანიის იმპერიაზე დამოკიდებული.
ბელგიის პოლიტიკურ–ეკონომიკური კონტროლი გერმანიის იმპერიის მიერ, ბელგიის ანექსია–ლუთიხის, ანტვერპენის დაპრყრობა, ფლანდრიის სანაპიროს დაქვემდებარება.
ლუქსემბურგი გახდებოდა გერმანიის ნაწილი.
კოლონიზაციის გაფართოება აფრიკაში.
ნიდერლანდებს ექნებოდა ახლო ურთიერთობა გერმანიის იმპერიასთან.
ავსტრია–უნგრეთის მიზნები
ავსტრია-უნგრეთი შეიერთებდა სერბეთს, მონტენეგროს, რუმინეთსა და პოლონეთის ნაწილს.
ავსტრია-უნგრეთი დიდ როლს ითამაშებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებში.
საფრანგეთის მიზნები
საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო,დაებრუნებინა ელზას-ლოთარინგია, რომლებიც გერმანიის იმპერიის ნაწილი იყო.
რევანში გერმანიაზე 1870–1871 წლებში პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო.
უნდა დამთავრებულიყო პრუსიის ჰეგემონია ცენტრალურ ევროპაში.
საფრანგეთს რაინის მიწების ანექსირება სურდა, ბელგია და ლუქსემბურგი შეუერთდებოდა საფრანგეთს.
ზაარლანდის ანექსირება.
გაიზრდებოდა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთის მიზნები
რუსეთი იაპონიასთან მარცხის შემდეგ, კონცენტრაციას ახდენდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სადაც მის ინტერესებს ავსტრია-უნგრეთი ეღობებოდა.
რუსეთი იმედოვნებდა კონსტანტინეპოლის აღებას, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.
რუსეთის გავლენა გაიზრდებოდა ეგეოსის ზღვასა და შავ ზღვაზე.
რუსეთი შეიერთებდა აღმოსავლეთ პრუსიას.
რუსეთი დაიპყრობდა მემელს, აღმოსავლეთ გალისიას, ასევე პოლონეთის სამეფოს დაუქვემდებარებდა პოზენის,შლეზიენის პროვინციებს და დასავლეთ გალისიას.
საფრანგეთს გადასცემოდა ელზას-ლოთრინგენი, რაინის მიწები და პფალცი, ბელგიას გადაეცემოდა ააჰენის მიდამოები,შლეზვიგ-ჰოლშტაინი დაუბრუნდებოდა დანიას, აღდგებოდა ჰანოვერის სამეფო.
ბოჰემია, უნგრეთი და ავსტრია იქნებოდა ერთიანი მონარქია.
სერბეთი მიიღებდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, დალმაციას, ჩრდილოეთ ალბანეთს. საბერძნეთი შეიერთებდა სამხრეთ ალბანეთს, ბულგარეთსა და მაკედონიის ნაწილს. გერმანიის იმპერიის კოლონიები გადანაწილდებოდა საფრანგეთზე, ინგლისსა და იაპონიაზე.
დიდი ბრიტანეთის მიზნები
დიდი ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო, დაესუსტებინა გერმანიის იმპერია ეკონომიკურად.
დამთავრებულიყო პრუსიის მილიტარიზაცია.
აღდგენილიყო ჰანოვერის სამეფო.
ახლო აღმოსავლეთს გაიყოფდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მესოპოტამიას მიიღებდა გაერთიანებული სამეფო.
გერმანიის იმპერიას ჩამოერთმეოდა კოლონიები აფრიკაში.
იტალიის მიზნები
იტალია მიიღებდა ტრენტინოს, სამხრეთ ტიროლს, გორცს, გრადისკას, მთლიან ისტრიენს, სხვადასხვა პატარა კუნძულებს ადრიატიკის ზღვაში, პროვინცია დალმაციას.
ოსმალეთის იმპერიის გაყოფისას იტალია მიისაკუთრებდა ანატოლიის სამხრეთ ნაწილს.
ოსმალეთის იმპერიის მიზნები
ოსმალეთის იმპერიას სურდა უპირველეს ყოვლისა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.
თურქებს უნდა მოეხდინათ ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოკუპაცია.
თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში, შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.
ომის გამოცხადება
ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისსს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.

გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და იმავე საღამოს პირველებმა გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.

ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება

                            ომის უკანასკნელი სტადია

1918 წლისთვის დასავლეთ ფრონტზე გერმანელებიც, ფრანგებიც და ინგლისელებიც დასუსტებულები იყვნენ სანგრებში სამწლიანი ჯდომის შემდეგ. რუსეთის ომიდან გასვლის შემდეგ გერმანელებმა აღმოსავლეთიდან ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლეს, რამაც ცოტა ხნის მანძილზე შეამსუბუქა მათი მდგომარეობა, მაგრამ მოკავშირეებს ხელთ უკეთესი კოზირი ჰქონდათ, გაზაფხულზე კონტინენტზე უკვე 300 000 ამერიკელი ჯარისკაცი იყო, მათი რაოდენობა კი თვეში 250 000-ით იზრდებოდა. ამერიკის ომში ჩართვა გამოფიტული ინგლისელებისთვის და ფრანგებისთვის გადამრჩენელი იყო. გერმანულ არმიაში სხვა ყველაფერთან ერთად საკვები პროდუქტის ნაკლებობაც იყო.

ფერდინან ფოში, ფრანგული ჯარების სარდალი დასავლეთ ფრონტზე

მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ომში 1917 წლის გაზაფხულზე ჩაერთო,ამერიკელებმა აქტიურად მონაწილეობა ბრძოლებში მხოლოდ 1918 წლის გაზაფხულზე მიიღეს, რადგან ამერიკული ჯარი სრულიად არ იყო მზად ისეთი ომისთვის როგორიც დასავლეთ ფრონტზე განვითარდა. ამერიკულ კორპუსს ჯონ პერშინგი ხელმძღვანელობდა. მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული არმია, რომელშიც 14 დივიზია შედიოდა. ახალი ამერიკული არმია საბრძოლველად პირველად 1918 წლის 24 ივლისს შამპანში გავიდა.

სხვა ფრონტებზეც ინიციატივა ანტანტის ქვეყნებისკენ გადავიდა. ოქტომბერში მოკავშირეებმა გადალახეს მდინარე პიავა და შეუტიეს ავსტრიელებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი იძულებულები იყვნენ სწრაფად დაეხიათ. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ავსტრიელებმა მოითხოვეს დაზავება. ისევე შეუტიეს ბულგარელებსაც სალონიკებში. 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.

ამის გარდა ახლო აღმოსავლეთშიც ინგლისელებმა მოიპოვეს მთელი რიგი გამარჯვებები. მათ აიღეს ბაღდადი, შემდეგ დაიკავეს ბაქო, 1917 წლის ბოლოს იერუსალიმი. ამავდროულად თურქების ზურგს უკან ბრიტანელი ოფიცერი თომას ლოურენსი აწარმოებდა პროპაგანდულ მუშაობას არაბებში და მიაღწია მათ აჯანყებას. თურქები მიხვდნენ რომ აჯანყებას ვერ ჩაახშობენ ომის მსვლელობისას და 30 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადეს.

გადამწყვეტი ბრძოლები კი დასავლეთ ფრონტზე ვითარდებოდა. ფრანგებმა შეუტიეს გერმანელებს შამპანში, შემდეგ ბრიტანელებმა, 8 აგვისტოს, ამენში. გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა ლუდენდორფმა ამ დღეს გერმანიის არმიის შავი დღე უწოდა. გერმანლებმა შეძლეს ამ შეტევის შეჩერება. სექტემბერში სენ-მიშელთან აკერიკელებმა შეუტიეს გერმანელებს. რის შემდეგაც ბრიტანელებმა და ბელგიელებმა შეუტიეს იპრთან, ამერიკელებმა და ფრანგებმა კი არგონზე. ბრძოლები ძალიან სასტიკი იყო. გერმანელები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მოკავშირეებს ყოველი მეტრი მიწისთვის რაც შეიძლება მეტი სისხლი დაეღვარათ.

ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანელებმა მოახერხეს ჰინდენბურგის ხაზის გარღვევა. სანგრებში ომი დასრულდა და ისევ მობილური ომი დაიწყო. გერმანული არმია კარგად იბრძოდა, მაგრამ გერმანიაში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. ბლოკადის გამო ქვეყანაში საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტი იყო. უფრო და უფრო ძლიერდებოდაპაციფისტური განწყობები. ფრონტის ხაზზეც კი ჯარისკაცებს საშინელი საკვები ჰქონდათ. ამის გარდა გერმანიაში ჯარისკაცთა კატასტროფული დეფიციტიც დაიწყო. ჯარში უკვე 16-17 წლის ბიჭებს იწევედნენ. ოქტომბრის ბოლოსთვის ცხადი იყო რომ გერმანია დამარცხების ზღვარზეა. ლუდენდორფმა გადაწყვიტა ჯარების გერმანიის დასავლეთ საზღვართან გადაყვანა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება

აღმოსავლეთის ფრონტი

აღმოსავლეთ ფრონტი

1914

როგორც დასავლეთის ფრონტზე, ასევე აღმოსავლეთზეც თავდაპირველი საომარი გეგმები ჩავარდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის რომ ავსტრია-უნგრეთის ჯარები ვერ გაუმკლავდნენ სერბებს. სერბებმა და ჩერნოგორელებმა არა მხოლოდ შეაჩერეს შეტევა, არამედ დეკემბერში უკან დუნაის მეორე მხარეს დაახევინეს.

მიუხედავად იმისა რომ სექტემბრის შუა რიცხვებში რუსებმა ნახევარი მილიონი დაკარგეს, ისინი მაინც არ დასუსტდნენ, ციმბირიდან და ურალიდან გაუთავებლად მოდიოდა ჯარისკაცთა ახალი ეშელონები. რუსებმა გადაწყვიტეს ავტრიელებისთვის სელეზიაში დარტყმა. გერმანელებმა იცოდნენ ამის შესახებ და იმასაც აცნობიერებდნენ, რომ ავსტრიელები დამოუკიდებლად ვერ აღუდგებოდნენ რუსებს, ამიტომ აღმოსავლეთ პრუსიიდან ჯარების ნაწილი გადაიყვანეს ავსტრიელთა დასახმარებლად. თავდაპირველად გერმანელებმა გადაწყვიტეს ვარშავის დაკავება, სადაც რუსებს ტყვია წამლის საწყობები ჰქონდათ, მაგრამ რუსების მხედართმავრისთვის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვისთვის, ცნობილი გახდა ეს ჩანაფიქრი. 9 ოქტომბერს გერმანელებმა გადაკვეთეს ვისლა და მიადგნენ ვარშავას. დაიწყო ბრძოლა, მაგრამ გერმანელებს შეეშინდათ რუსების ფლანგიდან შეტევის და დაიხიეს.

რუსები ისევ შევიდნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, მიუხედავად იმისა რომ გერმანული თავდაცვა იქ შესუსტებული იყო, მათ მაინც მოახერხეს რუსების შეტევის შეჩერება. როდესაც გერმანელებმა ვარშავიდან დაიხიეს რუსებმა ავსტრიელებს შეუტიეს და სილეზიაში შეჭრისთვის მომზადებაც დაიწყეს. გერმანელებმა წინასწარ იცოდნენ რუსების გეგმების შესახებ და ლოძთან შეტაკების შედეგად ისინი ვარშავისკენ დახიეს. ამით რუსების შესატევი გეგმები ჩაიშალა.

1915

გერმანული არმია რუსულზე ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ რუსული ავსტრიულს მაინც ჯობდა, ამიტომ გერმანიის აქტიური მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე აუცილებელი იყო. გერმანელებმა გადაწყვიტეს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ პრუსიაში შეტევა და სამხრეთით კარპატებზე. იანვრის დასაწყისში დაიწყო კარპატებზე შეტევა, მაგრამ ღრმა თოვლის გამო შეტევა შეჩერდა. მარტში კი რუსებმა კონტრშეტევა განახორციალეს და დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები.

აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელებს საქმე უკეთესად წაუვიდათ. ძალიან ცუდად შეიარაღებულ მეათე არმიას ალყა შემოარტყეს და 90 000 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მაგრამ შემდეგ რუსებს კიდევ ერთი არმია დაემატათ და შეძლეს კონტრშეტევის განხორციალება და გერმანელების შეჩერება. ამის შემდეგ გერმანულმა გენშტაბმა პრიორიტეტულად სამხრეთით შეტევა მიიჩნია.

ამასობაში გერმანიის მხარეს ომში ჩაერთო თურქეთიც. მათ შეუტიეს რუსეთში შემავალ სომხეთს, მაგრამ რუსებმა მათ უკან დაახევინეს. მეტი წლის ბოლომდე ამ ფრონტზე არაფერი არ მომხდარა, რადგან შეტევისთვის არცერთ მხარეს არ ჰქონდა საკმარისი ძალა.

1915 წლის გაზაფხულზე რუსეთის თხოვნით დარდანელებზე დაიწყო ინგლისურ-ფრანგული ოპერაცია. მოკავშირეებმა გადმოსხეს დესანტი, მაგრამ თურქებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და ეს ოპერაციაც ჩიხური სიტუაციით დამთავრდა. მოკავშირეებმა 250 000 ჯარისკაცი დაკარგეს და 1916 წლის დასაწყისში მოახდინეს ჯარების ევაკუაცია.

მაისში ავსტრო-უნგრეთს ომი იტალიამ გამოუცხადა ტიროლის ანექსიის მიზნით. იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთით გაიმართა ბრძოლები, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო შემდეგი ორწლინახევრის მანძილზე უპირატესობის მიღწევა. იმავე თვეს გერმანელებმა და ავსტრიელებმა შეუტიეს რუსებს ვისლასთან ქალაქებს გორლიცასა და ტარნუვის შორის. რუსებმა დაკარგეს ლვოვი და ვარშავა, მაგრამ მეტი უკან აღარ დაიხიეს და რიგიდან ჩერნოვიცამდე (რუმინეთის საზღვარი) გამაგრდნენ.

ბალკანეთზე ოქტომბრამდე არაფერი არ ხდებოდა. ოქტომბერში კი გერმანიის და ავსტრო-უნგრეთის მხარეს ომში ბულგარეთი ჩაება და შეუტია სერბებს. სერბულ არმიას მოუწია ალბანეთში გაქცევა და იქიდან კუნძულ კორფაზე ევაკუაცია. ინგლისელებმა და ფრანგებმა ვერ მოასწრეს მათი დახმარება.

1916

წლის დასაწყისშივე ავსტრიელებმა დაამარცხეს ჩერნოგორია და ალბანეთი. ამრიგად აღმოსავლეთ ფრონტზე აშკარა უპირატესობას ფლობდნენ გერმანელები და ავსტრიელები. იანვარში რუსებმა თურქულ სომხეთს შეუტიეს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ აიღეს ერზრუმი და ტრაპიზონი. თურქებმა კონტრსეტევის განხორციელება ვერ შეძლეს.

4 ივნისს რუსებმა ალექსეი ბრუსილოვის ხელმძღვანელობით კარპატების ავსტრიელებს შეუტიეს. ავსტრიელები ვერ აჩერებდნენ რუსებს, გერმანელების ძირითადი ძალები კი დასავლეთ ფრონტზე იყო კონცენტრირებული, ამიტომ ძალიან გაუჭირდათ ძალების შეკრება და ავსტრიისთვის დახმარება. აგვისტოში კი ავსტრო-უნგრეთსა და გერმანიას ომი რუმინეთმა გამოუცხადა. რუსების წინსვლა კი რესურსების უკმარისობის გამო შეწყდა თან გერმანელებმა მას უკან დახევა აიძულეს. შემდეგ რუმინეთს შეუტიეს და წლის ბოლოს რუმინელებს მარტო ერთი პროვინცია -მოლდოვა დარჩათ.

1916 წლის ბოლოს ომის შედეგები ძალიან მძიმედ აისახა რუსეთზე, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იყო. კომუნისტების გამოსვლები კიდევ უფრო ამწვავებდნენ სიტუაციას. ომის გარდა ქვეყანაში სერიოზული შინაგანი არეულობა დაიწყო. ამ მოვლენების შედეგად 1917 წლის 15 მარტს ნიკოლოზ II იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე.

ლენინი

გერმანელებმა კარგად იცოდნენ რუსეთში არსებული სიტუაციის შესახებ და როგორც კი შეეძლოთ ხელი შეუწყეს ბოლშევიკებს. დააბრუნეს რუსეთში მათი ლიდერი ლენინი, რომელმაც დააჩქარა ოქტომბრის რევოლუცია.

დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრი ალექსანდრე კერინსკი კი დემორალიზებულ არმიაში სიტუაციის მოგვარებას ცდილობდა. მან გალიციაში დიდი შეტევის გეგმა დაამუშავა, ბრუსილოვი კი მთავარსარდლად დანიშნა. შეტევა 1 ივლისს დაიწყო, რომელსაც ორდღიანი საარტილერიო მომზადება უძღვოდა წინ. რუსებმა მოახერხეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ ისევ და ისევ ცუდი მომარაგების გამო ვერ შეძლეს შეტევის გაგრძელება, ავსტრიელებმა კი მოკლე ხანში მოაგროვეს რეზერვები. 16 ივლისს რუსები ფრონტის მთელ ხაზზე შეაჩერეს, ხოლო 3 დღეში გერმანელებმა და ავსტრიელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. რუსულ არმიაში დაიწყო მასიური დეზერტირობა. რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გერმანელებმა ამით ისარგებლეს და სექტემბერში აიღეს რიგა.

ნოემბერში კი მოხდა რევოლუცია და რუსეთი პრაქტიკულასდ გამოეთიშა ომს. 1918 წლის 3 მარტს კი რუსებმა ბრესტ-ლიტოვსკში ზავს მოაწერეს ხელი, რომლითად დაკარგეს ბალტიისპირეთიფინეთი, ამიერკავკასიის სამხრეთი და უკრაინის დიდი ნაწილი. გერმანიამ კი მთელი ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლა.

აღმოსავლეთ ფრონტზე ომის შეწყვეტა უპირველეს ყოვლისა იტალიელებმა იგრძნეს. ოქტომბრიდან გერმანელებმა და ავსტრიელებმა ერთად შეუტიეს იტალიის ჩრდილო დასავლეთს და უკან დაახიეს იტალიელები. დახევა მხოლოდ მდინარე პიავესთან შეწყდა. ინგლისელები და ფრანგები იძულებულნი გახდნენ იტალიაში 11 დივიზია გადაესროლად სიტუაციის გამოსასწორებლად.

                                    ომი ზღვაზე

1914 წელს ზღვაზე ომი დაიწყო გერმანიის მიერ ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით. გერმანული ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ ღია მასშტაბურ ბრძოლებს. პირველი შეტაკება მოხდა გელგოლანდთან აგვისტოს ბოლოს, სადაც გერმანელებმა 3 მსუბუქი კრეისერი ერთი ნაღმოსანი გემი დაკარგეს.

4 აგვისტოს კრეისერებმა „გებენმა“ და „ბრესლაუმ“ ცეცხლი გაუხსნეს ალჟირს და წავიდნენ თურქეთის მიმართულებით. შემდეგ ეს გემები არაერთხელ ემუქრებოდნენ რუსეთის ფლოტს შავ ზღვაში, სანამ თვითონ არ აფეთქდნენ 1918 წელს.

აქტივობით გამოირჩეოდა გერმანიის შორი აღმოსავლეთის ფლოტი ადმირალი გრაფ ფონ შპეეს მეთაურობით, რომლებიც აფერხებდნენ ინგლისის ფლოტს ინდოეთის ოკეანეში.

სამხრეთ ატლანტის ოკეანეში 1914 წლის 1 ნოემბერს გერმანელებმა ჩილეს სანაპიროსთან დაამარცხეს ინგლისელები, რომლებმაც 8 დეკემბერს ფოლკლენდის კუნძულებთან აიღეს რევანში. შპეეს 4 გემი ჩაძირეს, ხოლო გადარჩენილი „დრეზდენი“ 1915 წელს იპოვეს და გაანადგურეს, ასე დასრულდა გერნმანული ფლოტის აქტივობა ოკეანეებში.

ჩრდილოეთ ზღვაში გერმანელებსა და ინგლისელებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა 1915 წლის იანვარში დოგერ-ბანკისთვან. ადმირალ დევიდ ბიტის მეთაურობით 5 კრეისერი შეებრძოლა გერმანულ გემებს. ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგები განიცადა და გერმანელებმა უკან დაიხიეს. ამ ბრძოლის შემდეგ გერმანელების პრიოტიტეტი წყალქვეშა გემები გახდა, ინგლისელებმა კი ყურადრება დარდანელებზე გადაიტანეს.

დარდანელებზე თავდასხმა რუსეთის თხოვნით უნდა განხორციალებულიყო, რათა თურქეთის ყურადღება კავკასუიიდან სხვა რეგიონში გადასულიყო. უინსტონ ჩერჩილმა შეიმუშავა დარდანელებზე თურქული ფორტების შეტევის გეგმა. ამოცანის წარმატებას ხელი ცუდმა ამინდმა და მინებმა შეუშალა. ინგლისელებმა ვერაფრით ვერ შეაღწიეს შავ ზღვაში და დესანტი ხმელთაშუა ზღვიდან გადმოსხეს.

1915 წლის მაისიდან იტალიის ომში ჩართვის შემდეგ მოკავშირეებმა ავსტრიის ფლოტი აღმოჩნდა ჩრდილო ადრიატიკის ზღვაში ჩაკეტილი პორტ პულუში. მიუხედავად ამისა ავსტრიელები გერმანელები ახერხებდნენ ამ ბარიერების გადალახვას. 1916 წელს გერმანულ ფლოტს სათავეში ადმირალი რაიხარდ ფონ შეერი ჩაუდგა. მან განაახლა ბრიტანეთის ნაპირების შეტევები. გერმანელებმა განიძრახეს ბრიტანული ფლოტის ნაწილის ალყა და განადგურება, ოპერაცია 31 მაისს იყო დანიშნული. ბრიტანელებმა წინასწარ შეიტყვეს გერმანელთა გეგმის შესახებ და გაცილებით მეტი გემი გაგზავნეს ნორვეგიის ნაპირებთან, სადაც უნდა შემდგარიყო ეს ოპერაცია.

ბიტი პირველი შეებრძოლა გერმანული ფლოტის კრეისერებს. გერმანელებმა ორი ინგლისური კრეისერი ჩაძირეს. გერმანელებს უკვე ეგონათ რომ თავისი მძლავრი არტილერიით დაამარცხეს ბიტის ფლოტი, მაგრამ, დღის მეორე ნახევარში ინგლისელთა ფლოტის მეორე ნაწილი გამოჩნდა. ინგლისელებმა ჩაძირეს გერმანელთა ორი კრეისერი და ლინკორი, რითაც დამთავრდა ბრძოლა.

იუტლანდიის საზღვაო ბრძოლის შემდეგ გერმანულ ფლოტს ჩრდილოეთის ზღვაში აღარ განუხორციალებია საომარი ოპერაციები.

                                         წყალქვეშა ომი

პირველი მსოფლიო ომის საზღვაო ბრძოლებში აქტიურად გამოიყენებოდა წყალქვეშა გემები. იგივი ომის დასაწყისშივე გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო გემების ჩასაძირად, დასაზვერად და ნაღმების დასამონტაჟებლად. ასე ბრიტანელებმა ომის დასაწყისშივე მოახდინეს გერმანული სავაჭრო ფლოტის პარალიზება, რამაც მოგვიანებით გამოიწვია გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი. გერმანელებმა ვერ შეძლეს ბრიტანეთის საპასუხო ბლოკადის მოწყობა, რადგან ამ პერიოდში მათ მხოლოდ 28 წყალქვეშა გემი ჰყავდათ, მიუხედავად ამისა, გერმანული სუბმარინები აქტიურად ძირავდნენ ინგლისურ გემებს ბრიტანეთის ნაპირებთან. 1915 წლის ბოლოსკენ სუბმარინების სიმცირის გამო წყალქვეშა ომმა დაკარგა აქტუალურობა.

1916 წლის 24 მარტს გერმანელებმა ჩაძირეს ინგლისური გემი „სასექსი“, რომელზეც ამერიკის ბევრი მოქალაქი იყო. ამ ამბავმა ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გერმანელებმა შეაჩერეს წყალქვეშა ოპერაციები, იმის შიშით, რომ ამერიკაც არ ჩართულიყო ომში. ამის შემდეგ გერმანელული წყალქვეშა ფლოტის აქტივობამ ხმელთაშუა ზღვაში გადაინაცვლა.

1916 წლის ბოლოს დასავლეთ ფრონტზე სიტუაცია გერმანელებისთვის არც ისე კარგად ვითარდებოდა, უფრო სწორად საერთოდ არანაირად არ ვითარდებოდა. ამიტომ სარდლობას იმედი ჰქონდა რომ ძლიერი წყალქვეშა შეტევით გამოეწვიათ ბრიტანულ სავაჭრო ფლოტში ისეთი დანაკარგები, რომ ინგლისელებს თვითონ ეთხოვათ მშვიდობა. დეკემბერში კი გერმანელებმა დაიწყეს ტოტალური წყალქვეშა ომი, ისინი ნეოტრალურ გემებსაც აღარ ინდობდნენ.

ინგლისელები სხვადასხვა ტიპის მინებით ებრძოდნენ გერმანულ წყალქვეშა გემებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისად ეფექტიანი. გერმანული სუბმარინები 1917 წლის დასაწყისში უკვე სერიოზულად დაემუქრნენ ინგლისურ ეკონომიკას. მოკავშირეები გადაარჩინა ომში ამერიკის ჩართვამ. ზაფხულიდან კი ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მიმართეს სავაჭრო გემების ექსკორტირებას სამხედრო გემებით, რამაც საგრძნობლად შეამცირა ბრიტანელთა დანაკარგები, ხოლო გერმანელების გაზარდა. ამას მოყვა გერმანიის ეკონომიკის სრული პარალიზება, რამაც გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და პაციფისტური განწყობის ზრდა.


                                    ომი ჰაერში

1917 ფრანგული ნიუპორი

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც დაზვერვისთვის ასევე დასაბომბად. ომის დასაწყოსში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები, ისინი რეგულარულად უტევდნენ დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს. მხოლოდ 1916 წლის ივლისში ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა „ნიუპორ ბეიბიმ“ გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები ტექნიკურად უკეთესები იყვნენ ვიდრე გერმანული „აინდეკერები“. გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით, 14 თვითმფრინავით.

1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს „სისხლიანი აპრილი“ შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები „სპადი“ და „ნიუპორ-17“. ინგლისელებმა კი „სოპვიჩ პაპი“ და „სოპვიჩი“ გამოუშვეს.

ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საჰაერო ბრძოლები დასავლეთ ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის თვითმფრინავები - „DH-4“ და „DH-9“, გერმანელებმა „AEG“, ფრანგებმა კი „ბრეგე“. ესენი იყო მბომბავი თვითმფრინავები.

ბომბავდნენ იარაღის საწყობებს და შტაბებს. ისინი ასევე ბომბავდნენ და ტყვიათმფრქვევებით ცხრილავდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს, ამრიგად შეტევისას ეხმარებოდნენ თავის ჯარებს და იძლეოდნენ ბრძოლის მიმდინარეობაზე ინფორმაციას. 1917 წლის ნოემბრიდან, კამბრეს ბრძოლის შემდეგ თვითმფრინავები და ტანკები ერთად ახორციალებდნენ შეტევებს.

დასავლეთ ფრონტზე ჩატარებული ბრძოლის მოდელი განმეორებული იყო აღმოსავლეთ ფრონტზეც საბერძნეთშიც და ახლო აღმოსავლეთშიც.

ამის გარდა ავიაცია გამოიყენებოდა ზღვაზე დასაზვერად. თვითფრინავებს ძალიან მცირე რადიოსზე შეეძლოთ ფრენა, ამიტომ დაზვერვისთვის დირიჟაბლებსაც იყენებდნენ. დაიწყო ჰიდრო თვითმფრინავების მშენებლობა, რომლებსაც წყლიდან აფრენა უნდა შეძლებოდათ. ჰიდროთვითმფრინავების წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ იმ მიზეზის გამო რომ მათაც მცირე რადიოით შეეძლოთ ფრენა, ეს გეგმა არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამერიკელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის ჰიდროთვითმფრინავები - „მფრინავი ნავები“ რომლებსაც დაბომბვაც შეეძლოთ და ჰაერში 6 საათამდე ჩერდებოდნენ. გერმანელებმა საპასუხოდ თავისი მოდელები გამოუშვეს ჩრდილოეთ ზღვაზე საპატრულოდ. აქაც ხშირად იმართებოდა საჰაერო ბრძოლები.

იგივე მიზნებისთვის გამოიყენებოდა დირიჟაბლებიც. დირიჟაბლს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მას 48 საათი შეეძლო ჰაერში ყოფნა, ნაკლი კი იყო, რომ მარტო კარგ ამინდში შეეძლო მოქმედება. 1917 წელს სამხედრო გემების გემბანებიდან სოპვიჩ-პაპები ფრინდებოდნენ და ჯდებოდნენ. ავიამზიდები ჯერ არ იყო, ამიტომ ასეთი მანევრებისთვის მფრინავს დიდი შრომა სჭირდებოდა. უბედური შემთხვევებიც ხდებოდა. ამიტომ გამოუშვეს გემი რომელსაც ასაფრები და დასაჯდომი გემბანები ჰქონდა.

პირველ მსოფლიო ომში ავიაციამ თავი იჩინა ქალაქების დაბომბვაში, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. 1914 წლის 30 აგვისტოს გერმანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ბომბი პარიზში, რის შედეგათაც დაიღუპა ერთი ქალი. 1915 წლის 31 მაისს დაიბომბა ლონდონი, დაიღუპა 7 ადამიანი.

ამრიგად ეს პირველი მასშტაბური ომი იყო რომელშიც ფართოდ იქნა გამოყენებული ავიაცია და განსაზღვრა სამხედრო ავიაციის განვითარება.

                         სამშვიდობო მოლაპარაკებები

ამშვიდობო მოლაპარაკებებს საფუძვლად ვილსონის 14 პუნქტი ედო, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის იანვარში იყო შემუშავებული. ამ დოკუმენტის თავახმად გერმანიას და ავსტრო-უნგრეთს ომის მსვლელობისას დაპყრობილი ტერიტორიები უნდა დაეთმოთ, ავსტრო-უნგრეთის და ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს ეძლეოდათ საკუთარი ეთნიკური სახელმწიფოების ჩამოყალიბების საშუალება, ხოლო გერმანიას უნდა დაებრუნებინა საფრანგეთისთვის ელზასი და ლოტარინგიაპოლონეთმა დამოუკიდებლობა მიიღო.

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, თუმცა დასავლეთ ფრონტზე ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ვილსონის 14 პუნქტი გერმანიისთვის მისაღები იყო, მაგრამ მოკავშირეთა სამხედრო მეთაურები არ თანხმდებოდნენ ამაზე, მათ სურდათ გერმანიისგან სრული კაპიტულაცია. არეულობები დაიწყო გერმანულ ფლოტზეც და რეზერვულ ჯარებში, რომლებიც ჯარისკაცთა დებუტატებს ირჩევდნენ, ბოლშევიკური მოდელით.

ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ გერმანია იზოლაციაში აღმოჩნდა. ქვეყანაში არეულობა სუფევდა და მძლავრობდა რევოლუციური მოძრაობა. მემარცხენებმა მოითხოვეს ომის სასწრაფოდ შეწყვეტა და ბერლინში საყოველთაო გაფიცვა მოაწყვეს.

7 ნოემბერს გერმანელებმა ფოშთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად ხალხი. ფოშმა დაუყენა პირობა, რომ გერმანელებს უნდა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორიები და გადფაეცათ მთელი ტექნიკა მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაიკავებდნენ რეინის დასავლეთ ნაპირს. გერმანელები იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ.

9 ნოემბერს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ მოაწყო გადატრიაალება კაიზერის ვილჰელმ II-ს წინააღმდეგ, რომელსაც აიძულეს ტახტზე უარის თქმა და გერმანიის დატოვება.

ნიუ-იორკ თაიმსის 1918 წლის 11 ნოემბრის გამოშვება ომის დამთავრების ცნობით

11 ნოემბერს დილის 5 საათზე, როდესაც დასავლეთ ფრონტზე არტილერია ბობოქრობდა, კომპიენის ტყეში რკინიგზის ვაგონში ხელი მოეწერა ზავს. მიუხედავად ამისა კიდევ 6 საათის მანძილზე ფრონტზე იღუპებოდნენ ჯარისკაცები. ცეცხლი მხოლოს დილის 11 საათზე შეწყდა. უკანასკნელ დაღუპულ ჯარისკაცად მიიჩნევა ჯორჯ ლოურენს პრაისი, კანადელი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა 10:58-ზე სნაიპერის ტყვიისგან. 11 საათზე კი საფრანგეთში და ფლანდრიაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, როგორიც აქ არ იყო ოთხ წელიწადზე მეტი.

ომის დასრულების შესახებ ცნობამ ნიუ-იორკშიპარიზში, ლონდონში და სხვა ქალაქებში ხლხი ქუჩებში გამოიყვანა სიხარულმა. ზეიმმა მთელი ღამე გასტანა. ამ ომს 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

                                          

 ომის შედეგები

ომში დაღუპულთა სასაფლაო, საფრანგეთი

პირველ მსოფლიო ომმა კორექტივები შეიტანა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო რუკაზე.

გერმანიამ დაკარგა აფრიკის და აზიის კოლონიები, ასევე ელზასი და ლოტარინგია.პოლონეთს გადაეცა პოზნანი, ჩრდილოეთ შლეზვიგი შეიერთა დანიამ. გერმანიის სასაზღვრო რეგიონებში ჩატარდა არჩევნები, სადაც მოსახლეობა წყვეტდა სურდა თუ არა გერმანიის შემადგენლობაში დარჩენა. იგივე უფლება არ მიენიჭა გერმანელებს,რომლებიც სილეზიასა და ჩრდილოეთ ბოჰემიაში უმრავლესობას შეადგენდნენ. მიუხედავად ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებისა, შეერთდებოდა ავსტრია გერმანიას, ამის წინააღმდეგი აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ. ასეთი ორმაგი სტანდარტების გამოყენება ძვირად დაუჯდა ევროპას, როცა ჰიტლერმა სუდეტი, რომლის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გერმანელი იყო, ჩამოართვა ჩეხოსლოვაკიას,რისი წინაპირობაც სწორედ ანტანტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები იყო (ამა თუ იმ მიწის მოსახლეობას თვითონ უნდა გადაეწყვეტა, რომელ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდოდა). მძლავრ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური, ღატაკი ვაიმარის რესპუბლიკა, რომელმაც 1933 წლამდე იარსება. გერმანიის მოსახლეობა დაიტანჯა შიმშილით და სიღატაკის, ომის შემდეგ კი მოხდა ეკონომიკის სრული კრახი რასაც 20-ანი წლების დასაწყისში ჰიპერინფილაცია მოყვა. კომუნისტები ყველა ხერხით ცდილობდნენ სახელმწიფოს სათავეში მოსვლას. მათ კი დაუპირისპირდნენ ნაციონალ-სოციალისტები, რომლებმაც საბოლოო ჯამში მოიპოვეს გამარჯვება.

დაიშალა ავსტრო-უნგრეთი. წარმოიქმნა დამოუკიდებელი ავსტრიის, უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკები. უნგრეთში კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. იგივე ბედი ეწია ოტომანთა იმპერიასაც. არაბებმა თავისი ფსევდო დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნეს, რომლებიც ინგლისის და საფრანგეთის კონტროლის სფეროებად იქცნენ.

იტალიაშიც პოლიტიკური არასტაბილურობა სუფევდა, სანამ ხელისუფლებაში დიქტატორი ბენიტო მუსოლინი არ მოვიდა. დიდ ბრიტანეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი სუფევდა, არ წყდებოდა მუშათა და ჯარისკაცთა გამოსვლები. გამარჯვებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საფრანგეთი იყო. ოთხი წლის ნამძილზე სწორედ მის ტერიტორიაზე გადიოდა ფრონტის ხაზი. ეკონომიკა დანგრეული იყო, ფრანგი მამაკაცების 27% კი ომში დაიღუპა.

რუსეთის იმპერია დაემხო და 20-ანი წლების დასაწყისში ქვეყანაში საშინელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1922 წელს გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და დეკემბერში ახალი სახელმწიფო სსრკ ჩამოაყალიბეს.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...