среда, 30 марта 2022 г.

ჟან ბატისტ ლამარკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ჟან ბატისტ ლამარკი

 (ფრანგ. Jean-Baptiste de Lamarck; დ. 1 აგვისტო 1744ბაზანტენიპიკარდია — გ. 18 დეკემბერი 1829პარიზი) — ფრანგი ბუნებისმეტყველი, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1783).
წავლობდა კათოლიკურ სკოლაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო (1768-მდე). სწავლობდა პარიზის უმაღლეს სამედიცინო სკოლაში (1789-დან), მუშაობდა სამეფო ბოტანიკურ ბაღში (1772-1776 წწ.), რომელიც შემდეგ (1793) პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმად გადაკეთდა; აქ 24 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა უხერხემლო ცხოველთა („მწერებისა“ და „ჭიების“) კათედრას.

ლამარკი ემხრობოდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას. ცხოვრობდა ხელმოკლედ, სიბერეში დაბრმავდა (1820 წ.). გარდაიცვალა სიღარიბეში.

ლამარკის ბოტანიკური გამოკვლევათაგან აღსანიშნავია 3-ტომიანი „საფრანგეთის ფლორა“ (1788 წ.), რომელშიც პირველად იყო გამოყენებული მცენარეთა რკვევა დიქოტომიური პრინციპით. თავის კაპიტალურ ზოოლოგიურ ნაშრომებში („უხერხემლო ცხოველთა სისტემა“, 1801; „უხერხემლო ცხოველთა ბუნებრივი ისტორია“, ტ. 1-7, 1815-1822 და სხვ.). ლამარკმა აღწერა მრავალი თანამედროვე და ამომწყდარი ცხოველი, განიხილა ზოოფსიქოლოგიური საკითხები, შემოიღო ცხოველების დაყოფა უხერხემლოებად და ხერხემლიანებად. დააჯგუფა ისინი 14 კლასად. შექმნა ცხოველთა ორიგინალური სისტემა.

ლამარკის ევოლუციური სისტემა მოცემულია მის „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“ (1809 წ.). ამ თეორიის თანახმად, ორგანიზმები იცვლებიან და ვითარდებიან უმარტივესიდან ურთულესისაკენ ორგანიზაციის ამაღლების („გრადაციის“) გზით და ქმნიან ეგრეთ წოდებულ „არსთა კიბეს“.

ევოლუციურ მამოძრავებელ ძალად ლამარკს მიაჩნდა თვით ორგანიზმებში არსებული „სწრაფვა სრულყოფისაკენ“, ხოლო განვითარების პროცესში მათი გარდაქმნის მიზეზად — გარემოს პირობების უშუალო ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებები, რომლებიც შთამომავლობას გადაეცემა. ამრიგად, ლამარკის თეორია სწორად ასახავს ევოლუციური პროცესის რეალურად არსებობას, მაგრამ ვერ იძლევა მისი მიზეზების მატერიალისტურ ახსნას (ლამარკიზმი).

აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“ პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად, იხმარეს ლამარკმა და გ. რ. ტრევირანუსმა (1802 წ.).

ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც იგი ეყრდნობა განვითარების იდეებს ისტორიზმის პრინციპს.
იხ. ვიდეო - ჟან ბატისტ ლამარკი. - ჟან ბატისტ ლამარკი (1744 -1829) — ფრანგი ბუნებისმეტყველი, პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“ პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად, იხმარეს ლამარკმა და გ. რ. ტრევირანუსმა (1802 წ.).
ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც იგი ეყრდნობა განვითარების იდეებს ისტორიზმის პრინციპს.
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...