вторник, 22 марта 2022 г.

გასტონ მასპერო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           გასტონ მასპერო

ფრანგ. Gaston Camille Charles Maspero; დ. 23 ივნისი1846 — გ. 30 ივნისი1916) — ფრანგი ეგვიპტოლოგი.

დაიბადა პარიზში იტალიური წარმოშობის ოჯახში. 14 წლიდან დაინტერესებული იყო ეგვიპტოლოგიით. 1867 წელს შეხვდა ცნობილ ფრანგ ეგვიპტოლოგს ოგიუსტ მარიეტს, რომელმაც მასპეროს შესთავაზა ორი რთული კომპლექსური იეროგლიფური ტექსტი. გასტონმა იგი ორ კვირაში გადათარგმნა. პუბლიკაციამ ამ თარგმანების შესახებ, გასპერი სამეცნიერო წრეებში ცნობილი გახადა. თუმცა ამის შემდეგ იგი პერუში გაემგზავრა, რათა დაედასტურებინა ინდიელებისა და ინდოევროპელების კავშირები.

1868 წელს გასტონ მასპერო დაბრუნდა საფრანგეთში და გახდა ეგვიპტური ენისა და არქეოლოგიის ლექტორი სორბონის უნივერსიტეტში1874 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის კოლჯის ეგვიპტოლოგიის კათედრას, რომელიც ჟან-ფრანსუა შამპოლიონის სახელობისა იყო. 1880 წელს მარიეტთან ერთდ ეგვიპტეში გაემგზავრა. აქ მან დააარსა აღმოსავლეთის არქეოლოგიის ფრანგული ინსტიტუტი. მისი ხელმძღვანელობით მომდევნო 6 წლის განმავლობაში ეგვიპტეში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ეგვიპტის ყველა პუნქტში, ეგვიპტოლოგია გამდიდრა მთელი რიგი ახალი აღმოჩენებით. მათ შორის, აღმოაჩინა მეფეთა მუმიები დეირ-ელ-ბაჰრში

იხ. ვიდეო - Sir Gaston Maspero i piramida Merenre I




  

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...