среда, 25 мая 2022 г.

ჰიპოთეზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -    ჩვენ ვიკლევთ სამყაროს ჰიპოთეზა სამყაროს შესახებ, -We explore the universe hypothesis about the universe, -  Исследуем вселенскую гипотезу о Вселенной, 

                         ჰიპოთეზა 

ანდრეას ცელარიუსის ჰიპოთეზა, პლანეტების მოძრაობა ექსცენტრულ და ეპიციკლურ ორბიტებზე
(ძველ ბერძ. ὑπόθεσις – ვარაუდი) — მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების ასახსნელად და მოითხოვს დამოწმებას.

ჰიპოთეზის საშუალებით, გარკვეული ფაქტების საფუძველზე, კეთდება დასკვნა ცალკეული ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზის შესახებ. ჰიპოთეზას ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ განსხვავებით აქსიომისა და პოსტულატისგან საჭიროა მისი შემოწმება და დასაბუთება. როგორც წესი, ჰიპოთეზა გამოითქმება მის დამადასტურებელ მთელი რიგი დაკვირვებების საფუძველზე. ჰიპოთეზას შემდგომში ან საბოლოოდ ამტკიცებენ და მას იღებენ როგორც დადგენილ ფაქტს (იხ. თეორემა, თეორია), ან უარყოფენ (მიუთითებენ კონტრმაგალითზე) გადაიქცევა რა მცდარ მტკიცებულებად.

დაუმტკიცებელ და არაუარყოფილ ჰიპოთეზას უწოდებენ ღია პრობლემას.

ჰიპოთეზა დიდ როლს ასრულებს მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა-ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

ჰიპოთეზებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემპირიულ მეცნიერებებში. ჰიპოთეზა არის ვარაუდი ფაქტების ორ ჯგუფს შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ.

სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა ერთ-ერთი მთავარი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის დაგეგმვას, კვლევის მეთოდების სწორ შერჩევას, მთელი პროცესის ორგანიზებას.

სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა წარმოადგენს დასაბუთებულ ვარაუდს შესასწავლი სოციალური ობიექტების, მათი სტრუქტურის, თავისებურებების, სოციალურ მოვლენებს შორის არსებული კავშირების არსისა და ხასიათის, ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ.
იხ. ვიდეო - გია მაჩაბელი და ანდრია როგავა - სამყაროთა მრავლობითობის ჰიპოთეზა, მულტივერსი -   გია მაჩაბლის ტელეგადაცემა „საუბრები სტუდიაში", 2020 წლის 11 ივნისი. სტუმარი - ანდრია როგავა. გადაცემის თემა: სამყაროთა მრავლობითობის ჰიპოთეზა, მულტივერსი. „საუბრები სტუდიაში" გადის მედია-კავშირ „ობიექტივის" ეთერში, ხუთშაბათობით, სამის ნახევარზე.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ჰიპოთეზები შემაკავშირებელი რგოლია თეორიულ კონცეფციასა და კვლევის ემპირიულ ბაზას შორის. არსებობს ჰიპოთეზათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: 1. კვლევის ამოცანათა მიხედვით – ძირითადი და არაძირითადი ჰიპოთეზები. 2. საგნობრივი სფეროს შესახებ ვარაუდების შინაარსის მიხედვით – აღწერითი და ახსნითი ჰიპოთეზები. 3. დამუშავებისა და დასაბუთებულობის ხარისხის მიხედვით – პირველადი და მეორადი ჰიპოთეზები. 4. ვარაუდების ერთიანობის ხარისხის მიხედვით, ჰიპოთეზები – საფუძვლები და ჰიპოთეზები – შედეგები (ანუ საფუძველჩამყრელი და გამომდინარეობითი ხასიათის ჰიპოთეზები).

მეცნიერულ მეთოდოლოგიაში განასხვავებენ თეორიულ ჰიპოთეზებსა და ჰიპოთეზებს, როგორც ემპირიულ ვარაუდებს, რომლებიც ექვემდებარებიან ექსპერიმენტალურ შემოწმებას. აქედან პირველი შედის თეორიის სტრუქტურაში ძირითადი ნაწილის სახით.

თეორიული ჰიპოთეზების წამოყენება ხდება თეორიაში შინაგანი წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად ან თეორიისა და ექსპერიმენტალურ შედეგებს შორის სხვადასხვაობის დასაძლევად და წარმოადგენს თეორიული ცოდნის სრულყოფის ინსტრუმენტს.

სამეცნიერო ჰიპოთეზა უნდა აკმაყოფილებდეს ფალსიფიცირებისა (თუკი ცდას საფუძველზე მოხდა მისი უარყოფა) და დამოწმების (თუ ექსპერიმენტალურად მოხდა მისი დადასტურება) პრინციპებს.

ჰიპოთეზების მეორე ტიპი - ვარაუდები, რომლებიც წამოყენებულია ექსპერიმენტალური კვლევის მეთოდით პრობლემის გადასაწყვეტად, განეკუთნებიან ექსპერიმენტალურ ჰიპოთეზებს. არ არის აუცილებელი ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები ეფუძნებოდნენ თეორიას. წარმომავლობის მიხედვით ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები თავის მხრივ კიდევ შეიძლება დაიყოს სამი ტიპად:

პირველი - ჰიპოთეზები, რომლებიც ეფუძნება თეორიებს ან რეალობის მოდელებს და წარმოადგენენ ამ თეორიის ან მოდელების შედეგების პროგნოზებს (ე.წ თეორიულად დასაბუთებული ჰიპოთეზები). ისინი ემსახურებიან კონკრეტული თეორიის ან მოდელის შედეგების შემოწმებას.

მეორე - სამეცნიერო ექსპერიმენტალური ჰიპოთზები, რომლებიც ასევე წამოყენებულია ამა თუ იმ თეორიის, კანონების, ადრე აღმოჩენილი კანონზომიერებების ან მოვლენებს შორის მიზეზობრივი კავშირების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, მაგრამ რომლებიც არ ეფუძნებიან უკვე არსებულ თეორიებს, არამედ ფორმულირებულია ფეიერაბენდის პრინციპით „ყველაფერი ნებადართულია“ („anything goes“).

მესამე - ემპირიული ჰიპოთეზები, რომლებიც წამოყენებულია ყოველგვარი თეორიის ან მოდელის გარეშე, ანუ ფორმულირებულია მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის. ექსპერიმენტალური შემოწმების შემდეგ ასეთი ჰიპოთეზა გადაიქცევა ფაქტად, მაგრამ კვლავ მოცემული შემთხვევისათვის.

ამასთან ნებისმიერი ექსპერიმენტალური ჰიპოტეზის ძირითადი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ოპერაციონალიზირებადნი არიან. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ფორმულირებულია კონკრეტული ექსპერიმენტალური პროცედურის ტერმინებში. ყოველთვისაა შესაძლებელი ჩატარდეს ცდა მათ შესამოწმებლად.

ჰიპოთეზები შინაარსის მიხედვით შეიძლება დაიყოს ჰიპოთეზებად, რომლებიც შეიცავენ: ა) მოვლენას; ბ) მოვლენებს შორის კავშირებს; გ)მოვლენებს შორის მიზეზობრივ კავშირებს.

მკვლევარები განასხვავებენ სამეცნიერო და სტატისტიკურ ჰიპოთეზებს. სამეცნიერო ჰიპოთეზები ფორმულირებულია როგორც პრობლემის სავარაუდო გადაწყვეტა. სტატისტიკური ჰიპოთეზა - მტკიცებულება უცნობი პარამეტრის მიმართ, ფორმულირებულია მათემატიკური სტატისტიკის ენაზე.

ნებისმიერი სამეცნიერო ჰიპოთეზა საჭიროებს სტატისტიკის ენაზე გადაყვანას. ცდას ორგანიზებისას ჰიპოთეზების რაოდენობას შემოსაზღვრავენ ორამდე: ძირითადი და ალტერნატიული, რისი ხორცშესხმა ხდება სწორედ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების პროცედურისას. ეს პროცედურა დაიყვანება მსგავსება და განსხვავების შეფასებამდე. სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმებისას გამოიყენება მხოლოდ ორი ცნება: H1 (ჰიპოთეზა განსხვავებაზე) და H0 (ჰიპოთეზა მსგავსებაზე).

ამრიგად, ექსპერიმენტალური ჰიპოთეზა ემსახურება ცდას ორგანიზირებას, ხოლო სტატისტიკური - რეგისტრირებადი პარამეტრების შედარების პროცედურის ორგანიზირებას. ანუ სტატისტიკური ჰიპოთეზა აუცილებელია ექსპერიმენტალური კვლევების მონაცემების მათემატიკური ინტერპრეტაციის ეტაპზე.

ჰიპოთეზები, რომლებიც არ იქნენ უარყოფილნი ექსპერიმენტალურად, გადაიქცევიან რეალობის შესახებ თეორიული ცოდნის კომპონენტებში: ფაქტები, კანონზომიერებები, კანონები.

ამრიგად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თეორიის უშუალო შემოწმება ექსპერიმენტში არ შეიძლება. თეორიული გამონათქვამები წარმოადგენენ უნივერსალურს; მათგან გამომდინარეობენ კერძო დასკვნები, რომლებსაც უწოდენენ სწორედ ჰიპოთეზებს. ისინი უნდა იყოს შინაარსიანი, ოპერაციონალური (პოტენციურად უარყოფადი) და ფორმულირებული ორი ალტერნატივის სახით. თეორიის უარყოფა ხდება მაშინ, როდესაც მისგან გამომდინარე კერძო დასკვნები არ დასტურდება ექსპერიმენტში.

დასკვნები, რომლის გაკეთების საშუალებას ცდა იძლევა ასიმეტრიულია: ჰიპოთეზა შეიძლება უარყოფილი იქნას, მაგრამ უარყოფილი ჰიპოთეზა არასოდეს შეიძლება მიღებული იქნას საბოლოოდ. ნებისმიერი ჰიპოთეზა ღიაა შემდგომი შემოწმებისთვის.
იხ. ვიდეო - Непознанная реальность Самые шокирующие гипотезы 28 02 2022
როდესაც გამოკვლეულია შესაძლო კორელაცია ან მსგავსი კავშირი ფენომენებს შორის, მაგალითად, ეფექტურია თუ არა შემოთავაზებული საშუალება დაავადების სამკურნალოდ, ჰიპოთეზა, რომ კავშირი არსებობს, არ შეიძლება განიხილებოდეს ისე, როგორც შეიძლება შეისწავლოს შემოთავაზებული ბუნების კანონი. ასეთ გამოკვლევაში, თუ ტესტირებადი საშუალება არ აჩვენებს ეფექტს რამდენიმე შემთხვევაში, ეს აუცილებლად არ აყალბებს ჰიპოთეზას. ამის ნაცვლად, სტატისტიკური ტესტები გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ მთლიანი ეფექტი შეინიშნება, თუ ჰიპოთეზირებული კავშირი არ არსებობს. თუ ეს ალბათობა საკმარისად მცირეა (მაგ., 1%-ზე ნაკლები), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კავშირის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაფიქსირებული ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს შემთხვევითობით.

სტატისტიკური ჰიპოთეზის ტესტირებისას შედარებულია ორი ჰიპოთეზა. მათ ეწოდება ნულოვანი ჰიპოთეზა და ალტერნატიული ჰიპოთეზა. ნულოვანი ჰიპოთეზა არის ჰიპოთეზა, რომელიც ამტკიცებს, რომ არ არსებობს კავშირი იმ ფენომენებს შორის, რომელთა მიმართებაც გამოძიების პროცესშია, ან ყოველ შემთხვევაში არ არსებობს ალტერნატიული ჰიპოთეზის მიერ მოცემული ფორმის მიმართ. ალტერნატიული ჰიპოთეზა, როგორც სახელწოდება გვთავაზობს, არის ნულოვანი ჰიპოთეზის ალტერნატივა: ის აცხადებს, რომ არსებობს რაიმე სახის მიმართება. ალტერნატიულ ჰიპოთეზას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ფორმა, რაც დამოკიდებულია ჰიპოთეზირებული ურთიერთობის ბუნებაზე; კერძოდ, ის შეიძლება იყოს ორმხრივი (მაგალითად: არის რაიმე ეფექტი, ჯერ კიდევ უცნობი მიმართულებით) ან ცალმხრივი (ჰიპოთეზირებული მიმართების მიმართულება, დადებითი თუ უარყოფითი, წინასწარ არის დაფიქსირებული).

ჰიპოთეზების შესამოწმებლად ჩვეულებრივი მნიშვნელობის დონეები (ჭეშმარიტი ნულოვანი ჰიპოთეზის არასწორად უარყოფის მისაღები ალბათობა) არის .10, .05 და .01. მნიშვნელოვნების დონე იმის გადასაწყვეტად, უარყოფილია თუ არა ნულოვანი ჰიპოთეზა და მიიღება თუ არა ალტერნატიული ჰიპოთეზა, წინასწარ უნდა განისაზღვროს დაკვირვების შეგროვებამდე ან შემოწმებამდე. თუ ეს კრიტერიუმები მოგვიანებით დადგინდება, როცა შესამოწმებელი მონაცემები უკვე ცნობილია, ტესტი არასწორია.

ზემოაღნიშნული პროცედურა რეალურად დამოკიდებულია იმ მონაწილეთა რაოდენობაზე (ერთეულები ან ნიმუშის ზომა), რომლებიც ჩართულია კვლევაში. მაგალითად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნიმუშის ზომა ძალიან მცირე, რათა უარვყოთ ნულოვანი ჰიპოთეზა, რეკომენდებულია, რომ თავიდანვე მიუთითოთ ნიმუშის საკმარისი ზომა. მიზანშეწონილია განისაზღვროს მცირე, საშუალო და დიდი ეფექტის ზომა თითოეული რიგი მნიშვნელოვანი სტატისტიკური ტესტისთვის, რომლებიც გამოიყენება ჰიპოთეზების შესამოწმებლად.
იხ. ვიდეო - The Multiverse Hypothesis Explained by Brian Cox - The multiverse hypothesis has been gaining ground over the recent years in public discourse. Some even regard the multiverse concept as a valid scientific theory rather than a hypothesis. Brian Cox explains that the multiverse does not only belong in the realm of science fiction. However the lack of physical evidence for the multiverse has accumulated much criticism and some worry it could damage trust of physical sciences in public opinion. 

Brian Cox also explains inflationary theory and how it could provide indication that the multiverse exists.
Some scientists are now suggesting that the Big Bang is just one moment in an eternal cycle of cosmic creation and dissolution. Scientists are working on different theories to try and explain how the universe could have come into existence.

The multiverse idea has arisen in many versions, primarily in cosmology, quantum mechanics, and philosophy, and often asserts the actual physical existence of different potential configurations or histories of the known observable universe. 

Many modern physicists think about a multiverse in the context of the “many worlds” theory of quantum mechanics. According to this theory, when a particle is measured, it can result in either just one outcome or multiple outcomes. The universe splits into different universes in one of the outcomes. Each being a separate reality. According to Brian Cox, the theory could also answer the question as to why our universe seem to be fine tuned for life.

Multiverse theories have been widely criticized as speculation or philosophy rather than science, which again, is indeed a legitimate concern. Multiverse defenders however, contend that a description of the observable universe as one part of a multiverse can be much simpler than a description of the observable universe as the only universe at all.







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...