среда, 25 мая 2022 г.

გმირთა ვარამი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          გმირთა ვარამი

(1958-1962) — ისტორიული რომანი, რომლის ავტორია ლევან გოთუა. წარმოადგენს ოთხნაწილიან ტეტრალოგიას.

რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა.

ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად, ნაწილ-ნაწილ იგზავნებოდა სამშობლოში.

თხზულების შინაარსი
„გმირთა ვარამში“ აღწერილია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფა, კერძოდ, კახეთის სამეფოს თავგადასავალი, რომელიც გამომწყვდეული იყო სამ დიდ იმპერიას — ოსმალეთის იმპერიას, ირანს და რუსეთის იმპერიას შორის. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. საქართველოს გაერთიანებას ებრძოდა მრავალი შიდა და გარე მტერი. შინააშლილობა, თავადების თავგასულობა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი შესანიშნავად აღწერა ლევან გოთუამ. თხზულება მეგობრობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. მასში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება და მისი როლი ქვეყნის ისტორიაში ძნელბედობის ჟამს.
იხ. ვიდეო - ლევან გოთუა;გმირთა ვარამის აუდიოვერსიიის პირველი ნაწილი;კითხულობს გოჩა ჭაბუკაიძე



                                                        

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...