пятница, 27 мая 2022 г.

დიასპორა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             დიასპორა

                     ბერძნული დიასპორები ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით VI საუკუნეში
(ბერძ. διασπορά - „გაბნევა“) — დიასპორას იწვევს იძულებითი გადასახლება, გენოციდის საფრთხე, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ზემოქმედება. თავდაპირველად ტერმინ „დიასპორას“ იყენებდნენ პალესტინის გარეთ მცხოვრები ებრაელების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამშობლოდან განდევნეს ჯერ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ (ძვ.წ. VI ს.), შემდეგ რომაელებმა ახ.წ. I-II სს-ში. შემდგომში იგი გავრცელდა სხვა ეთნიკური (მაგ. სომხები, ირლანდიელები, ჩინელები) და რელიგიური (მაგ. პირველი ქრისტიანები) ერთობების მიმართაც.

თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში ცნება „დიასპორა“ აღნიშნავს ეთნიკური უმცირესობის ჯგუფს, რომელიც გადასახლდა, ცხოვრობს და მოღვაწეობს მიმღებ ქვეყანაში, ამასთან აქვს ძლიერი სენტიმენტალური და მატერიალური კავშირები წარმოშობის ქვეყანასთან. დიაპორის პრობლემა წარმოადგენს საშინაო პოლიტიკის ობიექტს და საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემაკავშირებული ძაფია.
ისტორიული დიასპორები
აკადემიურ კვლევებს დიასპორის საკითხზე საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის მე-2 ნახევარში, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა იმ დროისათვის ცნობილ ისტორიულ დიაპორებს. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა:

ებრაული დიასპორა: ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ მისი ტერიტორიის გარეთ დარჩენილი ებრაული მოსახლეობა.
აფრიკული დიასპორა: აფრიკის კონტინენტიდან გამოყვანილი მონების შთამომავალნი.
ირლანდიური დიაპორა: პოლიტიკური შევიწროების თუ ეკონომიკური პირობების გამო ირლანდიიდან მილიონობით დევნილი.
თანამედროვე დიასპორები
XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო ეთნიკურ დევნილთა მასობრივი ტალღები ომების, ეკონომიკური კრიზისების და მზარდი ნაციონალიზმისა და რასიზმის გამო. საუკუნის პირველ ნახევარში ასეთი მოძრაობები იყო ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. დევნილთა დიდმა ნაწილმა ამერიკის კონტინენტს შეაფარა თავი, რითაც სათავე დაუდო თანამედროვე დიასპორების წარმოქმნას. იმ ხალხებს შორის, რომელთაც ეს პროცესი ყველაზე მეტად შეეხო, აღსანიშნავია:

სომხები - 1880-1910 წლებში სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე ოსმალეთის იმპერიის მიერ გატარებული გენოციდის პოლიტიკის გამო;
ებრაელები და ბოშები - მეორე მსოფლიო ომის წლებში მათ წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის გამო;
რუსეთის იმპერიის ხალხები - რუსეთის რევოლუციების და სტალინის ეპოქის მასობრივი მიგრაციების გამო;
გერმანელები - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფილი გერმანიის იმპერიის განაპირა რეგიონებიდან მათი გადასახლების გამო;
პოლონელები - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კერზონის ხაზის ფარგლებში პოლონეთის სახელმწიფოს ფორმირების გამო;
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები - მეორე მსოფლიო ომისა და ვიეტნამის ომის შედეგად ამ რეგიონიდან განდევნილი მოსახლეობა.
პალესტინელები - 1948 წელს არაბულ-ებრაული ომის შედეგად განდევნილი მოსახლეობა.
ე.წ. ცივი ომის ეპოქაში გრძელდებოდა ხალხთა მასობრივი მიგრაციები კონფლიქტების ზონებიდან, განსაკუთრებით მესამე სამყაროდან, რომელიც მოიცავდა აფრიკას, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას, ახლო აღმოსავლეთს და სამხრეთ აზიას. კომუნისტური სისტემის რღვევამ და სსრ კავშირის დაშლამ, რასაც თან მოჰყვა სოციალურ-ეკონომიური პირობების საგრძნობი გაუარესება, გამოიწვია მიგრაციების ახალი ტალღა, რომელშიც ბევრი ხალხი მოჰყვა, მათ შორის ქართველებიც.
                                                 ქართული დიასპორა
 საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებულ ქართულ სათვისტომოთა საერთო სახელწოდება. დღეისათვის, ემიგრანტი ქართველების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში.


სარჩევი
1 ზოგიერთი ქართული წარმოშობის ცნობილი უცხოელი
2 სათვისტომოები
2.1 ევროპა
2.2 ჩრდილოეთ ამერიკა
2.3 აზია
3 იხილეთ აგრეთვე
ზოგიერთი ქართული წარმოშობის ცნობილი უცხოელი
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
ხორხე ბაგრატიონი
ჯორჯ ბალანჩინი
დავით ბარამიძე
დავით ჭავჭავაძე
მარიამ დ’აბო
ანა დოღონაძე
ვახტანგ ჯობაძე
მიხეილ გრიგორაშვილი
გიორგი ღონღაძე
ელისაბედ კნაპი
ციპი ხოტოველი
ალექსანდრე ქართველი
კოლა ქვარიანი
გიორგი ლაცაბიძე
გიორგი მაჩაბელი
ქეთი მელუა
გიორგი პაპაშვილი
ჯონ მალხაზ შალიკაშვილი
სტალინი
თამთა გოდუაძე
ომარ თეთრაძე
სათვისტომოები
ევროპა
ქართველები ბელარუსში
ქართველები ბელგიაში
ქართველები კვიპროსში
ქართველები დანიაში
ქართველები ესტონეთში
ქართველები საფრანგეთში
ქართველები გერმანიაში
ქართველები საბერძნეთში
ქართველები იტალიაში
ქართველები ლატვიაში
ქართველები ლიეტუვაში
ქართველები მოლდოვაში
ქართველები ნიდერლანდებში
ქართველები ნორვეგიაში
ქართველები პოლონეთში
ქართველები რუსეთში
ქართველები ესპანეთში
ქართველები უკრაინაში
ჩრდილოეთ ამერიკა
ქართველები კანადაში
ქართველები შეერთებულ შტატებში
აზია
ქართველები აზერბაიჯანში
ქართველები ირანში
ქართველები თურქეთში
ქართველები ისრაელში
იხ. ვიდეო - "ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის"


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...