среда, 25 мая 2022 г.

ფრეიზერ სტოდარტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  ფრეიზერ სტოდარტი

დაბ. ადგილი ედინბურგი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა აშშ, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა supramolecular chemistry
მუშაობის ადგილი ქვინსის უნივერსიტეტი (1967–70)
შეფილდის უნივერსიტეტი (1970–1990)
ბირმინგემის უნივერსიტეტი (1990–1997)
კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი) (1997–2008)
ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი (2008– )
ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი (2019– )
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და Stewart's Melville College
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები ალბერტ აინშტაინის მსოფლიო სამეცნიერო ჯილდო, King Faisal International Prize in Science, ნობელის პრემია ქიმიაში, დევის მედალი , სამეფო საზოგადოების წევრი, Fellow of the Royal Society of Chemistry, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, რაინდი-ბაკალავრი, Arthur C. Cope Award, ISNSCE Nanoscience Prize , ასწლეულის პრემია, ბირმინგემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Feynman Prize in Nanotechnology
(ინგლ. James Fraser Stoddart; დ. 24 მაისი, 1942) — შოტლანდიელი ქიმიკოსი. აშშ-ის ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის სტოდარტის მექანოსტერეოქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი. მეცნიერეის საკვლევი სფეროები მოიცავს სუპრამოლეკულურ ქიმიასა და ნანოტექნოლოგიას. სტოდარტმა განავითარა მექანიკურად შიდაჩაკეტილი მოლეკულური არქიტექტურების ეფექტიანი სინთეზი, როგორიცაა ბორომეოს მოლეკულური ბეჭდები, კატენანი და როტაქსანი, რომლებიც მოლეკულური ხელახლა შემეცნებისა და მოლეკულური თვითშეკრების პროცესებისთვის გამოიყნება. ეს სტრუქტურები სტოდარტის ჯგუფმა ნანოელექტრონული მოწყობილობებისა და ნანოელექტრომექანიკური სისტემების გამოყენებით შეიმუშავა. მეცნიერის მიღწევები არაერთი საერთაშორისო ჯილდოთია აღიარებული, მათ შორის მეფე ფეისალის საერთაშორისო პრიზით მეცნიერებაში (2007). 2016 წელს სტოდარტმა ბერნარდ ფერინგასთან და ჟან-პიერ სავაჟთან ერთად მოლეკულური მანქანების შექმნისა და სინთეზისთვის ნობელის პრემია მიიღო ქიმიის დარგში.
იხ. ვიდეო - Интервью с сэром Джеймсом Фрейзером Стоддартом — Нобелевским лауреатом по химии - Big Time
ფრეიზერ სტოდარტი 1942 წლის 24 მაისს ედინბურგში დაიბადა. ის ფერმერმა ედჯლოუ ფერმმა პატარა თემში აღზარდა, რომელიც 3 ოჯახისაგან შედგებოდა. დაწყებითი განათლება ადგილობრივ სოფლის სკოლაში, კერინგტონში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ედინბურგში, მელვილის კოლეჯში განაგრძო. 1964 წელს მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1967 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი - ედინბურგის უნივერსიტეტში.

კარიერა
1967 წელს სტოდარტი როგორც კვლევის ეროვნული საბჭოს წევრი კანადაში, ქვინსის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტ წევრად გაემგზავრა. 1978 წელს Imperial Chemical Industries-ის ლაბორატორიაში პირველად დაიწყო მექანიკურად შიდაჩაკეტილი მოლეკულების შესწავლა, რომლებიც საბოლოოდ მოლეკულურ მანქანებად აქცია. იმავე წელს როგორც სამეცნიერო კვლევების საბჭოს უფროსი წევრი, კალიფორნიის (ლოს-ანჯელესი) უნივერსიტეტს ეწვია. 1981 წელს სტოდარტი შეფილდში დაბრუნდა, სადაც 1982 წელს დააწინაურეს.

1980 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში მეცნიერების დოქტორის ხარისხი მოიპოვა მოლეკულების მიღმა სტერეოქიმიური კვლევებისთვის. 1993-1997 წლებში ის ბირმინგემის უნივერსიტეტის ქიმიის სკოლის ხელმძღვანელი იყო.

35 წლის მანძილზე სტოდარტმა 300-მდე ფილოსოფიის დოქტორსა და პოსტდოქტორანტ მკვლევარს უხელმძღვანელა.

პირადი ცხოვრება
სტოდარტი ამერიკისა და ბრიტანეთის მოქალაქეა. 1968 წელს იქორწინა ნორმა აგნეს სქოლანზე. მეუღლე 2004 წელს კიბოთი გარდაეცვალა.[19] ჰყავს ორი ქალიშვილი. ნორმა სტოდარტი ბიოქიმიის ფილოსოფიის დოქტორი იყო და ქმარს შეფილდის, ბირმინგემისა და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტებში კვლევებში ეხმარებოდა.

ფრეიზერ და ნორმა სტოდარტების პრიზი ფილოსოფიის დოქტორთათვის მათმა ალმა მატერმა, ედინბურგის უნივერსიტეტმა დააწესა. პრიზი პირველად 2013 წელს გაიცა.

ჯილდოები
2006 წელს სტოდარტი ელიზაბეთ II-მ რაინდ-ბაკალავრად დანიშნა. 2007 წელს სტოდარტი მეცნიერებაში ალბერტ აინშტაინის მსოფლიო ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფრეიზერ სტოდარტი უამრავი საერთაშორისო ჯილდოსა და პრიზის მფლობელია. 2004 წელს მან ნაგოიას ოქროს მედალი მოიპოვა ორგანულ ქიმიაში, 2007 წელს კი ტეტრაჰედრონის პრიზი გადაეცა. იმავე წელს შოტლანდიელი მეცნიერი მეცნიერებაში ალბერტ აინშტაინის მსოფლიო ჯილდოსა და ნანოტექნოლოგიაში ფეინმენის პრიზის მფლობელი გახდა. 2008 წელს ამერიკის ქიმიის საზოგადოებისგან არტურ კოუპის ჯილდო გადაეცა, ხოლო ლონდონის სამეფო საზოგადოებისგან დეივის მედალი. 2 წლის შემდეგ მეცნიერი ედინბურგის სამეფო საზოგადოების სამეფო მედლით დაჯილდოვდა.

წევრი
მეცნიერების ეროვნული აკადემია, აშშ, 2014
ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკის აკადემია, აშშ, 2012
ქიმიის სამეფო საზოგადოება, საპატიო წევრი, გაერთიანებული სამეფო, 2011
ედინბურგის სამეფო საზოგადოება, საპატიო წევრი, გაერთიანებული სამეფო, 2008
ნიდერლანდების ხელოვნებისა და მეცნიერების სამეფო აკადემიის სამეცნიერო განყოფილება, უცხოელი წევრი, ჰოლანდია, 2006
მეცნიერების წინსვლის ამერიკის ასოციაცია, აშშ, 2005
ლეოპოლდინას მეცნიერებათა აკადმია, გერმანია, 1999
ლონდონის სამეფო საზოგადოება, გაერთიანებული სამეფო, 1994
იხ. ვიდეო - Sir J. Fraser Stoddart: “It went far beyond the class room” - Nobel Prize in Chemistry 2016



  

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...