вторник, 3 мая 2022 г.

მარლენ დიტრიხი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     მარლენ დიტრიხი

 (გერმ. Marlene Dietrich; გერმანული წარმოთქმა: [maɐˈleːnə ˈdiːtʁɪç;] დ. 27 დეკემბერი 1901, შენებერგი, გერმანია — გ. 6 მაისი 1992, პარიზი, საფრანგეთი) — გერმანელი მსახიობი და მომღერალი. სწავლობდა მუსიკალურ აკადემიასა და მაქს რაინჰარდტის დრამატული ხელოვნების სკოლაში. 1922 წელს შედგა მისი დებიუტი თეატრსა და კინოში. 1923 წელს დიტრიხმა მიიპყრო რეჟისორ რუდოლფ ზიბერის ყურადღება, რომელიც პატარა როლებს აძლევდა ფილმებში. 1924 წელს ისინი დაქორწინდნენ. პირველი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ (1930, თომას მანის რომანის მიხედვით). 1930 წელს გადავიდა ჰოლივუდში. მონაწილეობდა ჯოზეფ ფონ შტერნბერგის ეგზოტიკურ ფილმებში: „მაროკო“ (1930), „შანხაის ექსპრესი“ (1932), „წითელი დედოფალი“ (1934), „ეშმაკი თვით ქალია“ (1935) და გახდა 30-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ეწეოდა აქტიურ ანტიფაშისტურ პროპაგანდას. სიმღერებით გამოდიოდა ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე. ფილმებში „ბრალდების მოწმე“ (1957), „ნიურნბერგის პროცესი“ (1962) და სხვა შექმნა ხანში შესულ გმირ-ქალთა სახეები. დიტრიხი, ცნობილი იყო აგრეთვე როგორც საესტრადო მომღერალი. ჰქონდა უხეში კონტრალტო გამომხატველობითი ტემბრით, რომელიც თაყვანისმცემლებს იპყრობდა. ლოლა-ლოლას როლმა ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ მოუტანა მას მსოფლიო აღიარება და შედეგად გააფორმა კონტრაქტი „Paramount Pictures“-სთან. თავის დროზე, დიტრიხი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა დიტრიხმა 1939 წელს მიიღო. მადემუაზელ ემი ჯოლის როლის შესრულებისთვის ფილმში „მაროკო“ (1930) ნომინირებული იყო თავის ერთადერთ ოსკარის პრემიაზე.

მარლენ დიტრიხს ერთადერთი შვილი ჰყავდა — მსახიობი მარია რივა. 1956 წელს დიტრიხის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „80 დღე დედამიწის გარშემო“, რომელმაც მოიპოვა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.

დიტრიხის მამა სამეფო პრუსიის პოლიციის ლეიტენანტი ლუი დიტრიხი გარდაიცვალა მაშინ როდესაც დიტრიხი პატარა იყო; დედამისი ხელმეორედ გათხოვდა სამხედრო კავალერიის ოფიცერზე ედუარდ ფონ ლოშზე. 12 წლის ასაკში დიტრიხმა შეისწავლა ფრანგული და ინგლისური ენები. პატარა ასაკში ვიოლინოს სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიაში მუშაობაზე მან უარი განაცხადა და შესაბამისად, მისი მონაწილეობით გამოსული ფილმების ჩვენება გერმანიაში გარკვეული დროით აკრძალული იყო. დიტრიხმა უარყო ნაციზმი, რის გამოც გერმანიის მოღალატედ გამოაცხადეს. 1960 წელს შედგა დიტრიხის ვიზიტი ბერლინში, სადაც ნაცისტების მხარდამჭერები მას აფურთხებდნენ, ხოლო ბანერებზე ეწერა: „წადი სახლში მარლენ“. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჰიტლერი იდიოტია...“
იხ. ვიდეო - Marlene Dietrich: The Wonderful Marlene Album - Marlene Dietrich: The Wonderful Marlene Album
მარია მაგდალენა დიტრიხი დაიბადა 1901 წლის 27 დეკემბერს ქალაქ შენებერგში, რომელიც 1920 წლიდან არის ქალაქ ბერლინის ნაწილი. დიტრიხის მამა პოლიციის ლეიტენანტი ლუი ერიხ ოტო დიტრიხი (1868-1908) და დედა ვილჰელმინა ელიზაბეთ იოზეფინა (ქალიშვილობის გვარი ფელზინგი, 1876-1945) დაქორწინდნენ 1898 წლის დეკემბერში. ვილჰელმინას საუკეთესო მეგობარი არისტოკრატი ედუარდ ფონ ლოში, გრენადერების პირველი ლეიტენანტი უვლიდა მას და 1916 წელს ისინი დაქორწინდნენ, თუმცა სულ მალე ფონ ლოში პირველ მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. ედუარდ ფონ ლოშმა დიტრიხის გოგონა არ იშვილა და შესაბამისად, დიტრიხის გვარი არასოდეს არ ყოფილა ფონ ლოში, ოჯახმა მას მეტსახელად დაარქვა „ლენა“ და „ლენე“. 11 წლის ასაკში მან შეამოკლა თავისი პირველი ორი სახელი რათა ფორმირებულიყო სახელი „მარლენი“.

1907-1917 წლებში დიტრიხი სწავლობდა ოგიუსტ-ვიქტორიის გოგონათა სკოლაში. სწავლობდა ვიოლინოს და გატაცებული იყო თეატრითა და პოეზიით. ოცნება გამხდარიყო მევიოლინე არ აუსრულდა, რადგან მაჯა დაიზიანა, თუმცა 1922 წელს მიიღო თავისი პირველი სამუშაო, სადაც ვიოლინოზე უკრავდა ერთ-ერთ ორკესტრში, თუმცა ოთხი კვირის შემდეგ სამუშაოდან გაათავისუფლეს.

1920-იან წლებში დიტრიხი კაბარეში მღეროდა, ხოლო 1922 წელს პირველად ითამაშა გერმანულ მუნჯურ ფილმში „ნაპოლეონის უმცროსი ძმა“, სადაც პატარა როლი მიიღო. ფილმის პრემიერა გაიმართა 1923 წლის 29 ნოემბერს. 1920-იანი წლების განმავლობაში იგი აგრძელებდა მუშაობას ფილმებზე ბერლინსა და ვენაში. 1922 ქლის 7 სექტემბერს შედგა დიტრიხის თეატრალური დებიუტი ფრანკ ვედეკინდის პიესაში „პანდორას ყუთი“. 1923 წლის 17 მაისს დიტრიხი ცოლად გაჰყვა კინოწარმოების ადმინისტრატორს რუდოლფ ზიბერს, რომელთანაც იცხოვრა სულ რაღაც 5 წელი, თუმცა ოფიციალურად ქორწინებაში წყვილი რჩებოდა 1976 წლამდე, ესე იგი, ზიბერის გარდაცვალებამდე. 1924 წლის 13 დეკემბერს წყვილს ერთადერთი შვილი შეეძინა. 1920-იან წლებში დიტრიხს ჰქონდა შესრულებული მცირე როლები კინოში; 1929 წელს ბერლინის ერთ-ერთ კაბარეში დიტრიხი შენიშნა რეჟისორმა და პროდიუსერმა ჯოზეფ ფონ შტერნბერგმა, რომელთანაც ურთიერთობა დიტრიხისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

1930 წელს დიტრიხის მონაწილობით გამოვიდა ფილმი „ცისფერი ანგელოზი“, რომელსაც ხმაურიანი წარმატება ხვდა წილად, ხოლო დიტრიხი ჰოლივუდში გაემგზავრა კინოფილმ „მაროკო“-ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მისი ერთადერთი ოსკარის ნომინაცია გახდა. კინოს ისტორიაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფონ შტერნბერგის ფილმებში შესრულებული როლები იყო.
„ცისფერ ანგელოზში“ წარმატებულად შესრულებული როლის შემდეგ, დიტრიხმა 1930 წლის თებერვალში კონტრქტი გააფორმა ჰოლივუდის კომპანიასთან „Paramount Pictures“-თან და 1930 წლის 1 აპრილიდან „ცისფერი ანგელოზის“ პრემიერის დღეს დატოვა ბერლინი. ჰოლივუდში შტერნბერგის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ, მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. დიტრიხისა და შტერნბერგის უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარი იყო ფილმი „ქალი თვით ეშმაკია“. 1936 წელს იოზეფ გებელსმა დიტრიხს გერმანიაში გადაღებული თითოეული ფილმისთვის შესთავაზა 200 000 რაიხსმარკა, აგრეთვე შესთავაზა თემის თავისუფალი არჩევანი, რეჟისორისა თუ პროდიუსერისა. თუმცა მსახიობმა მინისტრს უარი უთხრა. 1937 წელს გერმანიაში ბოლო ვიზიტისას მან კვლავ უარყო ნაციონალ-სოციალისტების შემოთავაზება. 1939 წლის 9 ივნისს მარლენ დიტრიხმა მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.

ექსტრავაგანტური შემოთავაზების შედეგად, დიტრიხმა მონაწილეობა მიიღო „Selznick International Pictures“-ისა და „London Films“-ის პროექტებში. 1936 წელს რეჟისორმა რიჩარდ ბოლესლავსკიმ გადაიღო ფილმი „ალაჰის ბაღები“, რომლის პროდიუსერი იყო დევიდ სელზნიკი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის დიტრიხმა ანაზღაურების სახით მიიღო $200,000 დოლარი. ერთი წლის შემდეგ, ესე იგი 1937 წელს ალექსანდრე კორდას პროდიუსერობით გამოდის ბრიტანული ისტორიული დრამა სახელწოდებით „რაინდი აბჯრის გარეშე“, რისთვისაც დიტრიხმა გასამრჯელოს სახით მიიღო $450,000 დოლარი. თუმცა ორივე ფილმი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა.

შტერნბერგთან ერთობლივი სამუშაოს შეწყვეტის შემდეგ, დიტრიხი კვლავ აგრძელებდა თამაშს კინოში. 1943 წლის მარტში შეწყვიტა სამსახიობო კარიერა და 3 წლის განმავლობაში კონცერტებით გამოდიოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიასა და საფრანგეთში. მთლიანობაში ომის პერიოდში დიტრიხი 500-ზე მეტ წარმოდგენაში გამოჩნდა. 1947-1950 წლებში დიტრიხი დაჯილდოვდა თავისუფლების მედლით და საფრანგეთის საპატიო ლეგიონისა და საპატიო ლეგიონის ოფიცერის ორდენებით. 1946-1951 წლებში რეგულარულად თამაშობდა ფილმებში. გარდა ამისა, მიჰყავდა რადიოგადაცემები და წერდა სტატიებს გლამურულ ჟურნალებში. 1953 წელს ლას-ვეგასში დაიწყო თავისი ახალი წარმატებული მომღერლისა და კონფერანსიეს კარიერა. ეკრანებზე იშვიათად ჩნდებოდა, ამასთანავე თავადვე ირჩევდა როლებს და დიდი ჰონორარის სანაცვლოდ თამაშობდა პატარა სცენებში.

1960 წელს გასტროლებზე ჩამოვიდა გერმანიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ანტიგერმანული და არაპატრიოტული პოზიციის გამო ხალხმა ცივი შეხვედრა მოუწყო. 1963 წელს დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა კონცერტებმა მოსკოვსა და ლენინგრადში. დიტრიხმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის სსრკ-ში მოხვედრა იყო დიდი ხნის ოცნება, აგრეთვე გამოხატა დიდი სიყვარული რუსული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი კონსტანტინე პაუსტოვსკის მიმართ.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ დიტრიხი ერთ-ერთი პირველი ჰოლივუდელი იყო, რომელიც ომის საფონდო აქციების შეგროვების პროპაგანდას მოჰკიდა ხელი. დიტრიხი ცნობილი იყო მისი მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით და შესაბამისი პოლიტიკური გამჭრიახობით. ის შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო, გმობდა რა იმ დროინდელი გერმანიის ანტი-სემიტურ პოლიტიკას. ამ დროს ჩაწერა მან რამდენიმე ანტი-ნაცისტური სიმღერა გერმანულად ოსს-თვის, მათ შორის „ლილი მარლენი“, თვალსაჩინო ნიმუში სიმღერისა, რომლის მოტივი ომის ხაზგასმული სიძულვილია. ამავე დროს ის მონაწილეობს მიუზიკლებში ჯარისკაცების გასართობად.
უკანასკნელი წლები
1975 წელს სიდნეიში უბედური შემთხვევის შედეგად, დიტრიხმა თეძო მოიტეხა, რის გამოც დაასრულა თავისი კარიერა. ერთი წლის შემდეგ, კიბოთი გარდაიცვალა მისი მეუღლე რუდოლფ ზიბერი. უკანასკნელად დიტრიხი კინოეკრანებზე გამოჩნდა 1978 წელს ფილმში „მშვენიერი ჟიგოლო, ღარიბი ჟიგოლო“, სადაც მთავარი როლი დევიდ ბოუიმ შეასრულა. ამ ფილმისთვის დიტრიხმა აგრეთვე შეასრულა მთავარი მუსიკალური თემა და მიიღო მონაწილეობა საუნდტრეკის ჩაწერაში. 1979 წელს გერმანიაში გამოვიდა დიტრიხის წიგნი „Marlene Dietrich ABC“, რომელიც იმთავითვე იქნა თარგმნილი რამდენიმე ენაზე.

სულ მალე მარლენ დიტრიხი ალკოჰოლიზმით დაავადდა და გახდა ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებული. იგი განარტოვდა ქალაქ პარიზში საკუთარ ბინაში ავენიუ მონტენზე, გარე სამყაროსთან კავშირს მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით ამყარებდა. თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 11 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული.
იხ. ვიდეო - "История жизни". Марлен Дитрих



1982 წელს დიტრიხმა თანხმობა მისცა მაქსიმილიან შელს შეექმნა დოკუმენტური ფილმი მასზე, თუმცა იმ პირობით, რომ თავად კადრში არ გამოჩნდებოდა. საბოლოოდ, 1984 წელს შელმა გადაიღო დოკუმენური ფილმი სახელწოდებით „მარლენი“, რომელიც წარმოადგენს მსახიობის აუდიო-ინტერვიუსა და აგრეთვე საკუთარ კომენტარებს მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ.

მარლენ დიტრიხი გარდაიცვალა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ პარიზში, საკუთარ ბინაში, გულისა და თირკმლების ფუნქციის მოშლის გამო. მსახიობთან გამომშვიდობება შედგა მადლენის ეკლესიაში, სადაც თავი მოიყარა დიტრიხის სამი ათასამდე თაყვანისმცემელმა. მისი საფლავი, რომელიც აშშ-ის დროშით იყო დაფარული გადაიტანეს ბერლინში, სადაც მსახიობი დაკრძალეს დედამისის გვერდით, შტადტიშერ ფრიდჰოფ III-ის სასაფლაოზე.

დიტრიხი სათუთად ინახავდა ყველაფერს, რაც კი მის ცხოვრებას უკავშირებოდა. მრავალრიცხოვან საგნებს, სურათებს, ინახავდა სპეციალურ კომპანიებში. დიტრიხის გარდაცვალების შემდეგ, ყველა ეს ნივთი ერთად შეკრიბეს, და მთლიანობაში 25 ათასი საგანი და 18 ათასი გამოსახულება გამოვიდა. დიდი ნაწილი გადაეცა ბერლინის კინო მუზეუმს, ნაწილი — გაიყიდა სოთბისის აუქციონზე.

პირადი ცხოვრება
პროფესიული წარმატების მიუხედავად, რომლის ყოველი ნაბიჯი გულდასმით იგეგმებოდა, დიტრიხის პირადი ცხოვრება საზოგადოების თვალის მიღმა რჩებოდა. მან ერთხელ იქორწინა კინოწარმოების ადმინისტრატორ რუდოლფ ზიბერზე. მისი ერთადერთი ქალიშვილი, მარია ზიბერი (გათხოვების შემდეგ — მარია რივა), 1924 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. როცა მარია რივას ვაჟი ეყოლა 1948 წელს, დიტრიხს „მსოფლიოს ყველაზე თვალისმომჭრელი ბებია“ შეარქვეს. დიტრიხს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მწერალ ერიხ მარია რემარკთან და მსახიობ ჟან გაბენთან. გარდა ამისა, მრავალწლიანი მიმოწერა ჰქონდა ამერიკელ მწერალთან ერნესტ ჰემინგუეისთან.
იხ. ვიდეო - Marlene Dietrich ♕ Transformation From 02 To 90 Years OLD



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...