ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სტივ უოზნიაკი
სტივ უოზნიაკი 2005 წელს
(ინგლ. Steve Wozniak; ცნობილია როგორც „Woz“; დ. 11 აგვისტო, 1950) — ამერიკელი ელექტრო-ინჟინერი, რომელიც არის Apple Computer Inc. (ამჟამინდელი Apple Inc.) თანადამფუძნებელი, სტივ ჯობსთან და რონალდ ვეინთან ერთად. სტივ უოზნიაკმა დააპროექტა და ააწყო Apple I და Apple II კომპიუტერები (1970-იან წლებში), რომელმაც მოახდინა მიკროკომპიუტერების რევოლუცია.
სტივ უოზნიაკი ხშირად მოიხსენიებოდა მეტსახელით „Woz“ („wheels of zeus“-ის შებოკლებული ვერსია ანუ ზევსის თვლები). მან დააფუძნა კომპანია „wozniak“. 1970 წელს სტივი ცნობილი იყო როგორც „Berkeley Blue“.
სტეფან გარი უოზნიაკი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში. უოზნიაკი არის მარგარეტ ელაინისა და იაკობ ფრანცის „ჯერი“ უოზნიაკის შვილი. მამის მხრიდან ის არის პოლონური და გერმანული წარმოშობის, ხოლო დედის მხრიდან ასევე გერმანული, ინგლისური და ირლანდიური წარმოშობისაა.
2007 წელს ABC News-თან ინტერვიუში, უოზნიაკმა მოყვა თუ როგორ და სად შეხვდა პირველად სტივ ჯობსს:
„პირველად ჩვენ შევხვდით 1971 წელს, ჩემი კოლეჯის წლებში, სკოლის მეგობარმა მითხრა: შენ უნდა შეხვდე სტივ ჯობსს, მას უყვარს ელექტრონიკა და ერკვევა ამ სფეროში, ასე გაგვაცნო ჩვენ ერთმანეთი.“
1973 წლისთვის, ჯობსი მუშაობდა Atari inc.-ის არკადულ თამაშზე კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-გატოსში. ის იმიტომ დაინიშნა კომპანიაში, რომ შეექმნა ბეჭდური პლატა არკადული თამაშისთვის breakout. ატარის თანადამფუძნებელმა, ნოლან ბუშნელმა შესთავაზა $100 თითოეულ ლიკვიდირებულ ჩიპზე, მანქანაში. ჯობსს საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა ბეჭდური პლატის დიზაინზე, ამიტომ მან უოზნიაკს მოელაპარაკა, რომ თუ ის შეძლებდა დაეყვანა ჩიპებიის რაოდენობა მინიმუმამდე ისინი გაინაწილებდნენ გასამრჯელოს. უოზნიაკმა შეამცირა ჩიპების რაოდენობა 50-მდე, აგურისთვის განკუთვნილი ოპერატიული მეხსიერების მეშვეობით. სტივ ჯობსმა სტივ უოზნიაკს უთხრა, რომ ატარიმ მხოლოდ $700 გადაუხადა და შესაბამისად უოზნიაკს შეხვდა $350. სიმართლე თუ რამდენი გადაუხადა ატარიმ ჯობსს, უოზნიაკმა შეიტყო 10 წლის შემდეგ და თქვა, რომ ჯობსს რომ ეთქვა თუ როგორ სჭირდებოდა ფული მას მისცემდა თავის წილს.
1980 წელს, კალიფორნიაში, ვოზნიაკი მასონთა ორდენში შეიყვანეს.
იხ. ვიდეო - Why Steve Wozniak Left Apple - Steve Jobs receives a lot of credit for the incredible things he accomplished at Apple, and rightfully so. But not as many people give Steve Wozniak the credit he deserves for actually building the computers that made Apple a viable company to begin with. And that’s in large part due to his decision to give up his leadership position at Apple in 1985. So in this video, I’m going to explain why he left Apple, and the events that led to that decision.
1982 წელს მან წამოიწყო და დააფინანსა პირველი ტელეკონფერენცია სსრკ-სა და აშშ-ს შორის. 35 წლის შემდეგ, ცნობილმა ტელეხიდის წამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა თავის გადაცემაში სტივ ვოზნიაკს ინტერვიუ ჩაუყარა.
1982 და 1983 წლებში ვოზნიაკის ორგანიზაციამ Unuson (ინგლ. Unite Us in Song) მოაწყო ორი ამერიკული როკ ფესტივალი.
1990 წელს ვოზნიაკმა დაეხმარა Electronic Frontier Foundation-ის ჩამოყალიბებას ორგანიზაციის საწყის დაფინანსებაში მონაწილეობით და მსახურობდა ფონდის დამფუძნებელ დირექტორთა საბჭოში. Apple-ის დატოვების შემდეგ, ვოზნიაკმა განაგრძო ტექნიკური კურიკულუმის დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა ლოს გატოსში მის სასკოლო უბანში.
Apple-ში სტივ ჯობსში მისი მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალების შემდეგ სტივ ვოზნიაკი მთლიანად გადავიდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
2011 წლის ნოემბერში იგი ეწვია სომხეთს, სადაც დაჯილდოვდა "მსოფლიო ავტორიტეტი საინფორმაციო ტექნოლოგიებში", ეწვია სომხეთის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტს, ასევე სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონიკის დიზაინერს და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერს, კომპანია Synopsys Armenia-ს. 2013 წლის ოქტომბერში იგი ეწვია Apple-ის ტექნოლოგიის კერძო მუზეუმს მოსკოვში.
2010 წელს სტივ ვოზნიაკი გამოჩნდა სერიალის The Big Bang Theory მეოთხე სეზონის მეორე ეპიზოდში.
2017 წლის სექტემბერში იგი ეწვია კიევს და გამოვიდა სპორტის სასახლეში, ხოლო ოქტომბერში ეწვია მოსკოვს და გამოვიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წლის 4 აპრილს ვოზნიაკი კვლავ მოსკოვს ეწვია და ოლიმპიადაზე გამოვიდა
იხ. ვიდეო - Инженер: Стив Возняк. Документальный фильм
Комментариев нет:
Отправить комментарий