четверг, 19 мая 2022 г.

საქართველოს კონსტიტუცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია
დეტალები
შექმნის თარიღი 2 ივლისი, 1995
რატიფიკაცია 24 აგვისტო, 1995
შენახვის ადგილი საქართველოს პარლამენტი
იურისდიქცია საქართველო
ავტორი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ხელისმომწერნი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრები.
 საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.
შინაარსი
პირვანდელი რედაქციით, საქართველოს კონსტიტუცია შედგებოდა პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 9 თავი და 109 მუხლი[71]. ამჟამად, კონსტიტუცია შედგება პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 11 თავი და 124 მუხლი. კონსტიტუციას ჩაემატა მეოთხე1 და მეშვიდე1 თავები, 341, 481, 511, 731, 801, 811, 812, 813, 814, 861, 1011, 1012, 1013, 1041, 1042, 1043 მუხლები, ამოღებულ იქნა 761 და 91-ე მუხლები.

პრეამბულა
ვიკიციტატა
„საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“
პრეამბულაში გამოთქმულია საქართველოს მოქალაქეთა ნება, რომ დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. პრეამბულას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ძირითადი ნაწილი
ძირითადი ნაწილი მოიცავს 10 თავს, რომელთაგან პირველი ეხება ზოგად დებულებებს, მეორე — საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანთა უფლებებს, მესამე — საქართვეთველოს პარლამენტს, მეოთხე — საქართველოს პრეზიდენტს, მეოთხე1 — საქართველოს მთავრობას, მეხუთე — სასამართლო ხელისუფლებას, მეექვსე — სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს, მეშვიდე — სახელმწიფო თავდაცვას, მეშვიდე1 — ადგილობრივ თვითმმართველობას, მერვე — კონსტიტუციის გადასინჯვას.

ზოგადი დებულებები
კონსტიტუციის პირველ თავში ჩამოყალიბებულია კონსტიტუციური წყობილების საფუძვლები. პირველი თავი აცხადებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა; ქვეყნის ტერიტორია განსაზღვრულია 1992 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით; სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი; სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით; საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფხაზური. ხაზგასმულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი და აქვე აღიარებულია რწმენის სრული თავისუფლება. საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებულია თბილისი.

საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი
მეორე თავში განმტკიცებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებები და მათი განხორციელების გარანტიები. მეორე თავი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და სიკვდილით დასჯა აკრძალულია; ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია; ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია; ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.; საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია; ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია; მასმედია თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია; აღიარებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება; ყველას აქვს საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება; უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება, შრომის თავისუფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

მეორე თავი აგრეთვე ადგენს, რომ კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის იმ უფლებებს, რომლებიც ტექსტში პირდაპირ არაა მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან. განსაზღვრულია ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. მეორე თავის თანახმად, შექმნილია საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას.

საქართველოს პარლამენტი
მესამე თავი არეგულირებს საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბების, მის უფლებამოსილებებსა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს, დეპუტატთა სამართლებრივ სტატუსსა და გარანტიებს, დეპუტატის იმუნიტეტს, ინდემნიტეტს. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და სხვ.

საქართველოს პრეზიდენტი
მეოთხე თავში მოცემულია საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, უფლებამოსილებები, მისი არჩევის, უფლებამონაცვლეობისა და იმპიჩმენტი
იხ. ვიდეო - კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუცია



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...