понедельник, 23 мая 2022 г.

ჰიპოფიზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ჰიპოფიზი

თავის ქალას საგიტალური მონაკვეთი, ჰიპოფიზის ჯირკვალი შეღებილია ვარდისფრად: მარცხნივ არის ადენოჰიპოფიზი, მარჯვნივ ნეიროჰიპოფიზი.
 (ბერძნ. hypophysis – მორჩი) — თავის ტვინის ქვედა დანამატი (hypophysis cerebri, glandula pituitaria), შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის სხეულია, რომლის სიგრძეა 8-10 მმ, სიგანე 12-15 მმ, მასა საშუალო 0,35-0,65 გ. შედგება წარმოშობით და ფუნქციით მკაფიოდ განსხვავებული 2 ნაწილისგან. წინა წილი (ადენოჰიპოფიზი) წარმოიქმნება ჩანასახოვანი პირისა და ხაზის ნაკეცისაგან. განვითარების ადრეულ საფეხურზე ჰიპოფიზი გარეგანი სეკრეციის ჯირკვლის როლს ასრულებს. ორგანიზმის მომწიფებასთან ერთად სადინარი იხურება და ჰიპოფიზის წინა წილი წმინდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლად ყალიბდება. უკანა წილი (ნეიროჰიპოფიზი) უფრო გვიან ჩნდება და ტვინის მესამე პარკუჭის კედლის გამონაზარდს წარმოადგენს, ანატომიურად ჰიპოთალამუსთანაა დაკავშირებული.
იხ. ვიდეო - ჰიპოფიზი

ჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს სომატოტროპულ ანუ ზრდის ჰორმონს, თირეოტროპულ ჰორმონს (ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამოყოფის სტიმულატორი), გონადოტროპულ ჰორმონებს-ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს, მალუტეინიზირებელ ჰორმონს და ლაქტოგენურ ჰორმონს (სასქესო ჯირკვლების შიდასეკრეციული ფუნქციის სტიმულატორები). ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს აგრეთვე ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ), რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქული წილის ჰორმონების (კორტიკოიდების) გამოყოფას ასტიმულირებს.

ჰიპოფიზის უკანა წილი
ჰიპოფიზის უკანა წილი მონაწილეობს ნეიროსეკრეციაში - ჰიპოთალამუსის მიერ განსაკუთრებული ჰორმონების - ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის გამომუშავებაში, რომლებიც ჰიპოთალამუსის ნეირონებში წარმოიქმნებიან არააქტიური სახით, გადადიან ჰიპოფიზში და განსაკუთრებული ნივთიერებების, ე.წ. რილიზინგ-ფაქტორების მეშვეობით გადაინაცვლებენ სისხლში. ვაზოპრესინი ანუ ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის დისტალური მილაკების მიერ წყლის უკუშეწოვას არეგულირებს, გარდა ამისა, მასტიმულირებელ გავლენას ახდენს გლუვ კუნთებზე. ჰორმოზი ოქსიტოცინი ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას საშვილოსნოს კედლის კუმშვის უნარზეც ახდენს, ამიტომ მისი გამოყოფა სისხლში ძლიერდება ორსულობის ბოლო პერიოდში და მშობიარობის დროს. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონებს ამჟამად სხვა ფუნქციებსაც მიაწერენ, კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ვაზოპრესინი და განსაკუთრებით ოქსიტოცინი ნერვულ მედიატორებს ან მოდულატორებს წარმოადგენენ.
იხ. ვიდეო - Что такое гипофиз и как он функционирует? - Гипофиз входит в состав гипоталамо-гипофизарной системы головного мозга. Это объединение является решающей в работе нервной и эндокринной системы человека.



ჰიპოფიზის შუა წილი
ნაკლებად არის ჩამოყალიბებული (განსაკუთრებით ადამიანში) ჰიპოფიზის შუა წილი; მასში გამომუშავდება მელანოფორული ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის სიბნელისადმი ადაპტაციაში.

ჰიპოფიზის შემადგენლობა
ჰიპოფიზის ყველა ჰორმონი ქიმიურად ცილა ან პეპტიდია. ზოგადად ჰიპოფიზის ჰორმონები ორგანიზმის სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების რეგულატორებს წარმოადგენენ. ეს რეგულაცია ორმხრივი უკუკავშირით ხორციელდება. მაგალითად, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაკლებისთანავე იწყება თირეოტროპული ჰორმონის უხვი გამოყოფა, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულ სეკრეციას და, პირიქით, უკანასკნელის გაძლიერებული სეკრეცია აკავებს ჰიპოფიზის მიერ თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას.

ჰიპოფიზი ადამიანისა
ადამიანის ჰიპოფიზი თხილის ფორმის, ზემოდან ქვემოთ შებრტყელებული ორგანოა, რომელიც მდებარეობს თურქული კეხის საგანგებო ფოსოში და ზემოდან დაფარულია ტვინის მაგარი გარსის წარმონაქმნით - თურქული კეხის შუასაძგიდით, რომელიც გაჭიმულია სოლისებრი ძვლის წინა და უკანა დახრილ მორჩებს შორის. მის ცენტრში არის მცირე ხვრელი, რომლის საშუალებითაც ერთვის თავის ტვინის რუხი ბორცვის ძაბრს წვრილი და ნაზი, ნერვული ქსოვილებისგან შემდგარი ფეხით. ორგანოს მასა 0,5 გრამს შეადგენს. ჰიპოფიზის წინა წილი - ადენოჰიპოფიზი ვითარდება ემბრიონული განვითარების მეოთხე კვირას პირის ღრუს ექტოდერმული ჩაღრმავების (რატკეს ჯიბე) მფარავი ეპითელიუმიდან, შუამდებარე წილი წარმოიქმნება იქ, სადაც რატკეს ჯიბის შიგნითა ფურცელი მეორეულად ამყარებს კონტაქტს ნეიროჰიპოფიზთან. წინა და შუამდებარე წილებს შორის რჩება ნაპრალი, ე.წ. ნარჩენი ღრუ (რატკეს ჯიბის პირველადი ღრუს ნაშთი). ადენოჰიპოფიზი ადრე იძენს ენდოკრინული ჯირკვლისათვის დამახასიათებელ თვისებებს. სეკრეტორული უჯრედების ირგვლივ ვითარდება სინუსოიდები. მოზრდილი ადამიანის ჰიპოფიზის წინა წილი ფერად მოწითალო-რუხია, უკანა წილს, პიგმენტის დაგროვების გამო, ბაცი მომწვანო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს; იგი ნერვული ქსოვილისაგან შედგება და უფრო რბილია. შუამდებარე წილი მოივავს კოლოიდური შიგთავსის მქონე ცისტებს. ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის ფაძლიერება - ჰიპერფუნქცია, თუ იგი ბავშვონის ასაკში დაიწყო, იწვევს გიგანტიზმს და ნაადრევ სქესობრივ განვითარებას. ზრდის დასრულების შემდეგ ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შედეგად ვითარდება აკრომელაგია. ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოფუნქცია, თუ ის ბავშვობის პერიოდში დაიწყო, იწვევს ნანიზმს - ქონდრისკაცობას. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის - ვაზოპრესინის ნაკლებობის დროს თირკმელი კარგავს შაქრის კონცენტრაციის უნარს და ვითარდება უშაქრო დიაბეტი.

აგებულება
ადენოჰიპოფიზი
ადენოჰიპოფიზიდან ექვსი მნიშვნელოვანი და რამდენიმე მეორეხარისხოვანი ჰორმონი გამოიყოფა.წინა წილის ჰორმონები ასრულებენ მთავარ როლს მთელი ორგანიზმის მეტაბოლური ფუნქციების კონტროლში:

ზრდის ჰორმონი განაპირობებს მთელი ორგანიზმის ზრდას ცილების წარმოქმნის, უჯრედების გამრავლებისა და დიფერენციაციის პროცესებზე მოქმედების გზით.
ადრენოკორტიკოტროპინი(კორტიკოტროპინი) აკონტროლებს ზოგიერთი ადრენოკორტიკული ჰორმონის სეკრეციას,რომლებიც,თავის მხრივ,გავლენას ახდენენ გლუკოზის,ცილების და ცხიმების მეტაბოლიზმზე.
თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (თიროტროპინი) აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლიდან თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის გამოყოფას,რომლებიც,თავის მხრივ,მოქმედებენ უჯრედშიდა ქიმიური რეაქციების სიჩქარეზე მთელ ორგანიზმში.
პროლაქტინი იწვევს სარძევე ჯირკვლების განვითარებასა და ლაქტაციას.
ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონები მოქმედებენ გონადების ზრდაზე და მათ ჰორმონულ და რეპროდუქციულ აქტივობაზე. 
ნეიროჰიპოფიზი
ჰიპოფიზის უკანა წილის მიერ გამოყოფილი ჰორმონებია:ანტიდიურეზული ჰორმონი(ვაზოპრესინი), რომელიც შარდით წყლის გამოყოფას აკონტროლებს და ამ გზით განსაზღვრავს წყლის კონცენტრაციას ორგანიზმის სითხეებში და ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს ძუძუს წოვის მომენტში სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუს თავებისაკენ რძის გადაადგილებას.
იხ. ვიდეო - How Does Pituitary Gland Work? Hormones of Hypophysis Functions & Disorders Animation -TSH FSH Video
 The pituitary gland is often referred to as the "master gland" of the body, since it regulates many activities of other endocrine glands. Located above the pituitary gland is the hypothalamus. The hypothalamus decides which hormones the pituitary should release by sending it either hormonal or electrical messages.
In response to hormonal messages from the hypothalamus, the pituitary gland releases the following hormones:
    GH (growth hormone) – increases size of muscle and bone
    TSH (thyroid stimulating hormone) – stimulates the thyroid gland to release T3 and T4 to stimulate metabolism in other cells throughout the body
    FSH (follicle stimulating hormone) – stimulates ovarian follicle production in women; stimulates sperm production in men
    LH (luteinizing hormone) – stimulates ovaries to produce estrogen in women; stimulates sperm production in men
    Prolactin – stimulates breast tissue in nursing mothers to produce milk
    ACTH (adrenocorticotropic hormone) - causes the adrenal glands to produce important substances that have properties similar to steroids 

In response to electrical messages from the hypothalamus, the pituitary gland releases the following hormones:
    ADH (antidiuretic hormone) - stimulates the kidneys to reabsorb fluid and produce less urine
    Oxytocin – initiates labor, uterine contractions and milk ejection in mothers
The pituitary gland, or hypophysis, is an endocrine gland about the size of a pea and weighing 0.5 grams (0.018 oz) in humans. It is a protrusion off the bottom of the hypothalamus at the base of the brain. The hypophysis rests upon the hypophysial fossa of the sphenoid bone in the center of the middle cranial fossa and is surrounded by a small bony cavity (sella turcica) covered by a dural fold (diaphragma sellae). The anterior pituitary (or adenohypophysis) is a lobe of the gland that regulates several physiological processes (including stress, growth, reproduction, and lactation). The intermediate lobe synthesizes and secretes melanocyte-stimulating hormone. The posterior pituitary (or neurohypophysis) is a lobe of the gland that is functionally connected to the hypothalamus by the median eminence via a small tube called the pituitary stalk 
Hormones secreted from the pituitary gland help control the following body processes:
    Growth
    Blood pressure
    Some aspects of pregnancy and childbirth including stimulation of uterine contractions during childbirth
    Breast milk production
    Sex organ functions in both males and females
    Thyroid gland function
    The conversion of food into energy (metabolism)
    Water and osmolarity regulation in the body
    Water balance via the control of reabsorption of water by the kidneys
    Temperature regulation
    Pain relief
    Sleeping patterns (pineal gland)
Some of the diseases involving the pituitary gland are:

    Central diabetes insipidus caused by a deficiency of vasopressin.
    Gigantism and acromegaly caused by an excess of growth hormone in childhood and adult respectively.
    Hypothyroidism caused by a deficiency of thyroid-stimulating hormone.
    Hyperpituitarism, the increased (hyper) secretion of one or more of the hormones normally produced by the pituitary gland.
    Hypopituitarism, the decreased (hypo) secretion of one or more of the hormones normally produced by the pituitary gland.
    Panhypopituitarism a decreased secretion of most of the pituitary hormones.
    Pituitary tumours.
    Pituitary adenomas, noncancerous tumors that occur in the pituitary gland.

Somatotrophins: Human growth hormone (HGH), also referred to as 'growth hormone' (GH), and also as somatotropin, is released under the influence of hypothalamic growth hormone-releasing hormone (GHRH), and is inhibited by hypothalamic somatostatin

Thyrotrophins: Thyroid-stimulating hormone (TSH), is released under the influence of hypothalamic thyrotropin-releasing hormone (TRH) and is inhibited by somatostatin. Corticotropins: Adrenocorticotropic hormone (ACTH), and Beta-endorphin are released under the influence of hypothalamic corticotropin-releasing hormone (CRH). Lactotrophins: Prolactin (PRL), also known as 'Luteotropic' hormone (LTH), 
Gonadotropins: Luteinizing hormone (also referred to as 'Lutropin' or 'LH').
    Follicle-stimulating hormone (FSH), both released under influence of Gonadotropin-Releasing Hormone (GnRH)
The intermediate lobe synthesizes and secretes the following important endocrine hormone: Melanocyte–stimulating hormone (MSH). This is also produced in the anterior lobe. When produced in the intermediate lobe, MSHs are sometimes called "intermedins".

Posterior: Magnocellular Neurons: Antidiuretic hormone (ADH, also known as vasopressin and arginine vasopressin AVP), the majority of which is released from the supraoptic nucleus in the hypothalamus.
    Oxytocin, most of which is released from the paraventricular nucleus in the hypothalamus.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...