ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სახელმწიფოს ღალატი
დენთის შეთქმულების ლიდერები ღალატში დამნაშავედ ცნეს
დანაშაული გამოხატული მონარქის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ გაცნობიერებულ ქმედებაში ჩადენილი ამ სახელმწიფოს მოქალაქის ან მისი ქვეშევრდომის მიერ. კერძოდ, სახელმწიფოს ღალატს განეკუთვნება: მტრის მხარეს გადასვლა ომის დროს, ომისა თუ მშვიდობის დროს უცხო ქვეყნისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემა, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ შპიონაჟი, ასევე, სეპარატისტული მოლაპარაკებები მოწინააღმდეგესთან ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ და სხვა.ცნების ისტორია
ცნება სახელმწიფოს ღალატი განვითარდა შუა საუკუნეების სამართალის ცნებიდან ფრანგ. „Lèse majesté“ — სუვერენის პირის შეურაცხყოფა. ამ უკანასკნელის წარმოშობა კი მიდის რომის სამართალში ცნება „crimen laesae majestatis“-სთან (უდიდებულესობის შეურაცხყოფა), რომელიც თავდაპირველად აერთიანებდა ყველა სახელმწიფო დანაშაულებებებს.
მთავარი განმასხვავებელი გარემოება მაშინდელ პოლიტიკურ ეპოქასა და გვიანდელს შორის იყო სამართალში ეროვნული სუვერენიტეტის ცნების არ არსებობა. ღალატი აღიქმებოდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც უმაღლესი სიუზერენის ღალატი.
ცნების განმარტება
საჭიროა განვასხვაოთ სახელმწიფოს ღალატი სამოკავშირეო ვალდებულებების დარღვევისგან, რადგან ღალატისას დამნაშავე წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფოს სამართლის სუბიექტს, ხოლო სამოკავშირეო ვალდებულებების დარღვევისას არ წარმოადგენს.
ტიუდორების ინგლისში სახელმწიფო ღალატთან (ინგლ. high treason) ხშირად თანაბრდებოდა მეფის განსაკუთრებული ბრძანების ნებისმიერი დარღვევა; ერთ-ერთ საქმეში სახელმწიფო ღალატის რანგში განიხილება მამათმავლობა.
სსსკ სახელმწიფოს ღალატის შესახებ
2007 წლამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა სასაქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩამდენი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესებისათვის მოსალოდნელი ზიანი.
„სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ. 308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ. 309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ. 310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ. 311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ. 312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ. 313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ. 318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა.“
("სსსკ მუხლი 307. სახელმწიფოს ღალატი")
საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 27 აპრილს მიღებული შესწორებით (დოკუმენტის ნომერი: №4698–Iს) სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი სახელმწიფო ღალატის შესახებ ამოღებულ იქნა. 2015 წლის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლთლის კოდექსი ითვალისწინებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისთვის გასამართლებას შემდეგი მუხლებით:
მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
მუხლი 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
მუხლი 311. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
მუხლი 313. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
მუხლი 314. ჯაშუშობა
მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა
მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ
მუხლი 318. საბოტაჟი
მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
მუხლი 320. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება
მუხლი 321. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა
იხ. ვიდეო - ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე და ჩემთვის ყველაფერი ცხადია - ირაკლი ღარიბაშვილი - ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე, რომელიც სავარაუდოდ ჩაიდინა მთავარმა მოღალატე სააკაშვილმა"- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დავით გარეჯის საქმეზე კომენტირებისას TV პირველთან განაცხადა.
"ეს არის უმძიმესი დანაშაულის საქმე დავი გარეჯისა და ჩვენი ხალხის წინაშე, ჩემთვის ყველაფერი ცხადი და დადასტურებულია" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий