вторник, 31 мая 2022 г.

ჩერნიჰივის ალყა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ჩერნიჰივის ალყა

თარიღი 24 თებერვალი – 4 აპრილი, 2022 (1 თვე, 1 კვირა და 4 დღე)
მდებარეობა ჩერნიჰივი, უკრაინა
სტატუსი უკრაინის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
ძალები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
 რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები
მე-11 საგვარდიო ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბრიგადა
36-ე საერთო-საჯარისო არმია
41-ე საერთო-საჯარისო არმია
74-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადა
35-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადა
90-ე საგვარდიო სატანკო დივიზია
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
1-ელი სატანკო ბრიგადა
დანაკარგები
უკრაინის თანახმად:
30+ ტანკი
56 ბენზინმზიდი
უკრაინის თანახმად:
123 ჯარისკაცი და 5 პოლიციელი (15 მარტი)
უკრაინის თანახმად: დაახლ. 700 დაღუპული მშვიდობიანი
ჩერნიჰივისათვის ბრძოლა, რომელიც მოგვიანებით გადაიზარდა ჩერნიჰივის ალყაში — საბრძოლო მოქმედებების სერია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.

                                             ბრძოლა

შენობის ნანგრევები რუსული დაბომბვის შემდეგ.

2022 წლის 24 თებერვალს, 03:27 საათზე, რუსეთის მე-11 საგვარდიო სადესანტო-საიერიშო ბრიგადის კაპიტანი და ეფრეიტორი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩერნიჰივის (ჩერნიგოვის) მახლობლად ჩაბარდნენ. იმავე დღეს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის 74-ე მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ოცეული დანებდა.

08:34 საათზე უკრაინის არმიამ მოიგერია რუსული ჯარების თავდასხმა ჩერნიჰივზე და ხელში ჩაიგდო ტექნიკა და დოკუმენტები. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს ჩერნიჰივის აღება და ამის ნაცვლად კიევისკენ სხვა მარშრუტი აირჩიეს, ქალაქის გვერდის ავლით. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსები სედნივისა და სემენივკისკენ მიემართებოდნენ.

                                                  ალყა

14:25 საათზე (UTC+2რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არმია გარშემოერტყა ჩერნიჰივს და იწყებდა ალყას.

26 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაამარცხეს რუსული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქის აღებას. რამდენიმე რუსული ტანკი, სავარაუდოდ, უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელში. უკრაინის მთავრობის მტკიცებით, რუსული ბმ-21 „გრადის“ რაკეტები მოხვდა ჩერნიჰივის საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებს, თუმცა ეს ფაქტი დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან არ დადასტურებულა.

27 თებერვალს უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსულმა ძალებმა რაკეტებით დაბომბეს ჩერნიჰივის ცენტრის დიდი ნაწილი, მათ შორის დაანგრიეს ისტორიული კინოთეატრი. მოგვიანებით რუსებმა განაცხადეს, რომ მათ მთლიანად ბლოკადაში მოაქციეს ქალაქი. უკრაინული წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ 27 თებერვალს მათმა ძალებმა გაანადგურეს 56 რუსული ბენზინმზიდი.

უკრაინის ოფიციალური პირების 1 მარტი ცნობით,ბელარუსი რუსეთის შემოჭრას შეუერთდა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების კოლონას ბელორუსის ქალაქ გროდნოდან ჩერნიგოვისკენ აგზავნიდა. აშშ-ის ოფიციალური პირები არ დაეთანხმნენ ამ მტკიცებას და განაცხადეს, რომ არ არსებობდა „მინიშნება“ იმისა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრა. ჩერნიჰივის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, ქალაქის ყველა მისასვლელი ძლიერ დანაღმული იყო.

2 მარტს ჩერნიჰივის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ ვარაუდი გამოთქვა, რომ ქალაქში შესაძლოა ქუჩის ბრძოლები გამართულიყო. ჯანდაცვის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი პივოვარის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ორი რაკეტა მოხვდა ქალაქის საავადმყოფოს.

3 მარტის ავიადარტყმების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლები.

3 მარტს ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ 22 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა საცხოვრებელ კორპუსებსა და 2 სკოლაზე მიიტანეს ავიაიერიშები. მოგვიანებით დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.

5 მარტს ჩერნიჰივის მიმდებარედ ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. ორი პილოტი დაარტყვევეს.

უკრაინული მხარის მიერ 5 მარტს ჩამოგდებული რუსული მოიერიშე.

6 მარტის დილის მდგომარეობით, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ჩერნიჰივის ოლქის 141 დასახლებული პუნქტი. შეტევები გაგრძელდა, რუსეთის საჰაერო ძალები საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ისროდნენ მძიმე ბომბებს, რომლებიც საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვისაა განკუთვნილი. ქალაქში ჩავიდა ჰუმანიტარული დახმარება (პროდუქტები, წამლები და სხვ.). დაბომბვის საფრთხის გამო, სატვირთო მანქანები სწრაფად გადმოტვირთეს.

10 მარტს რუსული ჯარი ქალაქს მთლიანად გარს შემოერტყა, განაცხადა ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ. მან ასევე დასძინა, რომ ქალაქი მთლიანად იზოლირებული იყო და მისი 300 000 მცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ინფრასტრუქტურა არაერთგზის დაბომბვის გამო მწყობრიდან იყო გამოსული. ავიადარტყმების შედეგად დაზიანდა ჩერნიჰივის არენა.

11 მარტს რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად ძლიერ დაზიანდა ჩერნიჰივის სტადიონი და ბიბლიოთეკა. 12 მარტს დაინგრა „სასტუმრო უკრაინის“ შენობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გაანადგურეს სარაკეტო ნაწილი, რომელიც ქალაქის მიმართულებით ისროდა, რა დროსაც ჯარების ნაწილი დანებდა.

13 მარტს 05:46 საათზე რუსული ავიადარტყმები განხორციელდა საერთო საცხოვრებელზე. თავდაპირველი მონაცემებით ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. 16 მარტს ნანგრევებში იპოვეს 5 ცხედარი, მ.შ. 3 ბავშვისა. 13 მარტს, მოგვიანებით, უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქის დაბომბვისას ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი.

ვიაჩესლავ ჩაუსის თანახმად, 14 მარტს ავიადარტყმების შედეგად განადგურდა ჩერნიჰივის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქალაქში გახსნილ ცეცხლს 10 მოქალაქე ემსხვერპლა.

25 მარტს უკრაინის ხეისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა მდინარე დესნაზე ხიდი გაანადგურეს, რის შედეგადაც ჩერნიჰივის ჩრდილოეთი ნაწილი დანარჩენ ქალაქს მოწყდა. ამავე დროს, ოკუპანტების მცდელობა — გარშემორტყმოდნენ ქალაქს — წარუმატებელი აღმოჩნდა.

30 მარტს დაიბომბა ჩერნიჰივის საოლქო უნივერსალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა და ქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარი. ცეცხლის სამიზნე გახდა სპორტული კომპლექსი „ხიმიკიც“.

31 მარტს უკრაინულმა არმიამ დაიბრუნა გზატკეცილი М01, რომელიც კიევსა და ჩერნიჰივს აკავშირებს. ამით ალყა დასრულდა. ქალაქის მერმა ომის დაწყებიდან პირველი მშვიდი ღამის შესახებ ისაუბრა.

1 აპრილს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ნაწილები ჩერნიჰივის ოლქიდან გადიოდნენ.

ცნობების თანახმად, 2 აპრილს გაათავისუფლეს სოფელი ჩესტოვიცია, მანამდე კი სოფელი სლობოდა.

4 აპრილს დაიბრუნეს სოფლები კოლიჩივკა, იაჰიდნე და ივანივკა. გუბერნატორ ჩაუსის მიხედვით, მოწინააღმდეგემ დატოვა ჩერნიჰივის ოლქის ტერიტორია, თუმცა მრავალ ადგილას ნაღმები დატოვეს.

5 აპრილს რუსეთმა ჩერნიჰივის ოლქიდან ჯარების გაყვანა მთლიანად დაასრულა, რითაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

იხ. ვიდეო - Наступлени РФ на Черниговском направлении отбито! -   Главнокомандующий ВСУ Валерий Залужный в Фейсбуке сообщил, что утром 25 февраля украинской армии удалось отбить наступление ВС России на Чернигов. Враг отброшен.



                                                          დანაკარგები

2 მარტს „The Kyiv Independent“-მა WhatsApp-ის აუდიომესიჯზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ჩაწერილი ალეისკელი (რუსეთი) ქალის მიერ. იგი ამბობდა, რომ 35-ე საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის ალეისკში ბაზირებული თითქმის მთელი „სატანკო ბრიგადა“ განადგურდა ჩერნიჰივის მახლობლად გამართულ ბრძოლაში; 150-დან მხოლოდ 18 ჯარისკაცმა შეძლო გადარჩენა. ქალი დაღუპულ ჯარისკაცებს „ძირითადად ძალიან ახალგაზრდა ბიჭებად“ მოიხსენიებდა. ასევე იუწყებოდა, რომ ამ შეტყობინების დღეს 45 კუბო უნდა ჩამოსულიყო ქალაქში.

3 მარტს საცხოვრებელი სახლებისა და სკოლების დაბომბვის შედეგად დაიღუპა 47 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 18.

ჩერნიჰივის საოლქო პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტის მდგომარეობით, დაღუპული იყო 123 უკრაინელი სამხედრო და 105 მშვიდობიანი მოქალაქე, მ.შ. პოლიციის თანამშრომლები.

უკრაინისა და ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, 16 მარტს პურის რიგში მდგარი მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფის მიმართულებით ქალაქში ცეხლი გახსნეს რუსულმა ძალებმა. დაიღუპა 10 ადამიანი. ჩერნიჰივის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ ჩაუსი 17 მარტს იტყობინებოდა, რომ მხოლოდ წინა დღეს დაღუპულთა რაოდენობამ 53 შეადგინა.

ალყის დასრულების მომენტისთვის ქალაქი დატოვებული ჰქონდა მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა უცნობიაა. ქალაქის მერის ვლადისლავ ატროშენკოს პირადი შეფასებით, დაღუპული იყო 350–400 მოქალაქე, დღეში კრძალავდნენ 100-მდე ადამიანს. ჰუმანიტარული მისიის მუშაკებიც ამავე რაოდენობის გარდაცვლილზე საუბრობდნენ, მაგრამ ისინი ძირითადად რუსი და უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მოსალოდნელ დაბრუნებამდე სწრაფად ქმნიდნენ უსაფრთხო საევაკუაციო დერეფნებს. მიმდებარე სოფელ ლუკაშივკას მცხოვრებთა განცხადებით, რუსული ძალები სცემდნენ და სიკვდილით სჯიდნენ მოსახლეობას, ჩამოართვეს მათ ტელეფონები, პასპორტები, საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა ხალიჩები და ბალიშები, კლავდნენ შინაურ ცხოველებს, რათა შეეწუხებინათ ადგილობრივები. ეს ყველაფერი 1 აპრილს დასრულდა, როდესაც უკრაინულმა ძალებმა შეძლეს მათი უკუგდება.

იხ. ვიდეო - Battle Of Chernihiv



Комментариев нет:

დუოდენტიტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                          დუოდენტიტი თორმეტგოჯა ნაწლავი. განყოფილებაში ნაჩვენებია ვატერი...