среда, 14 марта 2018 г.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

                               პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
 განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპისსახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
1099jerusalem.jpg
იერუსალიმის აღებით დასრულდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.
თარიღი1096 - 1099
მდებარეობალევანტი და ანატოლია
შედეგიჯვაროსნების გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ჩამოყალიბდა იერუსალიმის სამეფოანტიოქიის სამთავროედესისა და ტრიპოლის საგრაფოები
მხარეები
Arms of the Kings of France (France Ancien).svg
Holy Roman Empire Arms-single head.svg
სელჩუკთა სახელმწიფო
მეთაურები
გოდფრუა ბუიონელი
კილიჩ-არსლან I
ძალები
35,000
  • 30,000 ქვეითი
  • 5,000 კავალერია
1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ თურქ-სელჩუკთა იმპერია ძალიან გაძლიერდა. მუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან, ბიზანტიის დედაქალაქთან. თურქები ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, ანატოლიას (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა ევროპაში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისთვის იქ უმარავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისთვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის 

ჯვაროსნები და საქართველო

ჯვაროსნების მიერ ანტიოქია-იერუსალიმის აღებისთანავე ქართველებმა გაააქტიურეს თავისი საგარეო პოლიტიკა. ამ დროიდან დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. ქართველები და ჯვაროსნები ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები გახდნენ თურქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მოწმობს, რომ დავით IV-ის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა იერუსალიმში. ასეთ თანამშრომლობას ადასტურებს ის, რომ დავით IV-ს პოლიტიკური კონტაქტები ჰქონდა იერუსალიმის მეფე ბალდუინ I-თან. დიდგორის ბრძოლაში კი საქართველოს მხედრობის გვერდით ჯვაროსნების რაზმიც იბრძოდა. დავით IV-ს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯვაროსანთა შორის, რომლებიც მას თავის მოკავშირედ აღიარებდნენ.
ურთიერთობა ჯვაროსნებთან შემდეგაც გრძელდებოდა. ქართველთა და ჯვაროსანთა განსაკუთრებით ხშირი შეხვედრის ადგილი იყო იერუსალიმის სამეფო. ამას მოწმობს ტამპლიერთა და სხვა ჯვაროსანთა მოსახსენებლები ჯვრის მონასტრის 1155 წელს გადაწერილ სვინაქსარსა და სხვა ხელნაწერებში. იერუსალიმის ჯვაროსან მეფეებს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან გიორგი III-ის დროს. ქართველთა და ჯვაროსნების ურთიერთობის ფონზე გასაგები ხდება საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას ცდა თავისი ერთ-ერთი ძისათვის ცოლად შეერთო თამარი. როგორც ჩანს, დამოყვრების ამ ცდას საფუძვლად ედო გერმანელი შტაუფენებისა და ქართველი ბაგრატიონების ანტიბიზანტიური განწყობილება კონსტანტინოპოლში ანგელოსების დინასტიის გაბატონების დროიდან. ცნობილია, რომ თამარ მეფეს ჰქონდა კავშირები ჯვაროსანთა მოწინააღმდეგე სალადინთან.
ქართველები ენერგიულად ემზადებოდნენ მეხუთე ლაშქრობაში მონაწილეობისათვის, მაგრამ ეს განზრახვა ჩაიშალა საქართველოში მონღოლთა შემოსევის გამო.
აქტიურ ძალად მიაჩნდათ ქართველები დასავლეთ ევროპაში გვიანდელი ჯვაროსნული ლაშქრობის ინიციატორებსაც, რომლებიც ოსმალების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახავდნენ (გიორგი ბრწყინვალის წერილი საფრანგეთის მეფის ფილიპ VI-სადმი 1332-1333 წლები; ლუდოვიკო ბოლონიელის ელჩობა)ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების . იხ ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...