რაინდობაკონრად ფონ ლიმპურგი, როგორც რაინდი, რომელიც შეიარაღებულია მისი ქალბატონის მიერ კოდექსის მანესში (მე-14 საუკუნის დასაწყისი)
რაინდი — წოდება, რომელიც XI საუკუნის დამდეგისათვის ევროპაში წარმოიშვა. რაინდი კეთილშობილ მეომართა საზოგადოებიდან მოდიოდა, რომლისთვისაც უპირველესი ღვთის სამსახური და ღირსების დაცვა უნდა ყოფილიყო.
რაინდობა გავრცელებული იყო დასავლეთ ევროპაში, ასევე ევროპის ზოგიერთ სხვა ნაწილში, ქრისტიანულ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში
კურთხევის წესი
რაინდად გახდომისათვის ბავშვობიდანვე ემზადებოდნენ. როდესაც კეთილშობილი ოჯახის ვაჟი 7 წლის გახდებოდა, მიჰყავდათ სენიორის სასახლეში „სასწავლებლად“, სადაც ასწავლიდნენ სიყვარულსა და პატივისცემას ღვთისადმი, სახელმოხვეჭისადმი და ქალისადმი; ასევე ნადირობასა ბრძოლის წესებს. 14 წლიდან იგი იღებდა საჭურველთმტვირთველის წოდებას და ხდებოდა თავისი რაინდის განუყრელი თანამგზავრი. 21 წლის საჭურველთმტვირთველს უკვე აკურთხებდნენ რაინდად.
არსებობდა კურთხევის განსაკუთრებული ცერემონიალი. კურთხევის წინ იგი უნდა განბანილიყო და თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილს ღამე ტაძარში გაეთია ლოცვით. მეორე დილით მას ეკლესიის საკურთხეველთან მიიყვანდა მამა ან ნათლია. მათ ხელში ეჭირათ თაფლის სანთელი მოძღვარი აზიარებდა მომავალ რაინდს და იღებდა მისგან საზეიმო ფიცს. შემდეგ იღებდა საკურთხევლიდან მახვილს და შემოარტყამდა წელზე. როდესაც ეს პროცესი დამთავრდებოდა, მას მიუახლოვდებოდა სენიორი, რომლის ციხე-კოშკშიც იზრდებოდა. ის სამჯერ დაადებდა მახვილს მხრებზე და თავზე შემდეგი სიტყვებით: „ღვთის, წმინდა გიორგისა და წმინდა მიხეილის სახელით გაკურთხებ შენ რაინდად!“.
სარაინდო ეპოსი
რაინდთა ბრძოლები, მათი სასიყვარულო და საგმირო თავგადასავალი აისახა შუა საუკუნეების ლიტერატურაში. რაინდები ხშირად თვითონ თხზავდნენ სიმღერებს, რომელიც წარსულ დროებასა და გმირობებს ასახავდა. ასეთი იყო ცნობილი რაინდი ვალტერ ფონ ფოგელვაიდე.
ამ სიმღერებიდან წარმოიშვა ისეთი მშვენიერი სარაინდო ეპოსები, როგორიცაა ნიბელუნგების სიმღერა, ისტორიები პარცეფალის, ლოენგრინისა და მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ. შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში რაინდთა სახეები მაღალმხატვრულადაა გადმოცემული მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანსა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.
Комментариев нет:
Отправить комментарий