суббота, 17 марта 2018 г.

                                                    ახალი მიწა

 (რუს. Но́вая Земля́ნორვეგიული Gåselandet) — არქიპელაგი არქტიკულ ოკეანეში, ჩრდილოეთ რუსეთში. აქ მდებარეობს ევროპის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთი წერტილი, ჟელანიას კონცხი (ნახეთ ასევე ევროპის უკიდურესი წერტილები). არქიპელეგი შედის არხანგელსკის ოლქის შემადგენლობაში ახალი მიწის კუნძულების ტერიტორიის სტატუსით. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 2,716 ადამიანს (2002 აღწერით), აქედან 2,622 ცხოვრობს ბელუშა გუბაში, ეს ადგილი დაბაა და წარმოადგენს ახალი მიწის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა შეადგენს 100 ნანცს[1] რომელთა ძირითადი საქმიანობაა მეთევზეობა და ნადირობა, ისინი ნადირობენ თეთრი დათვვებზე და ზღვის ცხოველებზე.
ახალი მიწა შედგება ორი დიდი კუნძულისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მატაჩკინის სრუტით. ეს კუნძულებია სამხრეთი და ჩრდილოეთი კუნძულები. ახალი მიწის კუნძულებს დასავლეთიდან ესაზღვრება ბარენცის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან კარის ზღვა. არქიპელაგში შემავალი კუნძულების საერთო ფართობი შეადგენს 90,650 კმ².
ეს ტერიტორია იყო სერიოზული სამხედრო სივრცე მთელი ცივი ომის წლებში, საბჭოთა საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა აქ მალევე ააგეს აეროპორტი როგაჩიოვო რომელიც მთელი ამ კუნძულების მაკონტროლირებელი პუნქტი იყო.

ბირთვული იარაღის გამოცდები

ახალი მიწა. დიდი გამოცდების ადგილმდებარეობების საზღვრები
ვინაიდან ახალი მიწის ტერიტორიაზე მოსახლეობის მცირე რაოდენობა სახლობდა, აქ ხშირად ტარდებოდა ბირთვული იარაღის გამოცდები. ასეთი ცდები ჯერ კიდევ ცივი ომის დაწყების ადრეულ სტადიაში განხორციელდა. "ზონა A", ჩიორნეის ყურე (70.7° ჩ. გ. 54.6° ა. გ.), აფეთქებისთვის გამოყენებული იქნა 1955–1962 და 1972–1975 წლებში. "ზონა B", მატაჩკინის სრუტე (73.4° ჩ. გ. 54.9° ა. გ.), გამოყნებული იქნა 1964–1990 წლებში, აქ პერიოდულად იმართებოდა ბირთვული იარაღის გამოცდა. "ზონა C", შუკოის ნოუსი (73.7° ჩ. გ. 54.0° ა. გ.), გამოყენებული იქნა 1958–1961 და 1961 წელს, ამავე წელს აქ გამოსცადეს ბომბი ცარი, ამ გამოცდამ რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა, 50-მეგატონი ჰაერის ნაკადი ავიდა ატმოსფეროში.
მოგვიანებით ბირთვული იარაღის გამოცდა სამხრეთის კუნძულებზეც დაიწყო, აქ მცხოვრები მოსახლეობა სხვაგან გადაასახლეს. ასეთი ინტენსივობით ჩატარებული აფეთქებები, ბუნებაზე და გარემოზე კატასტროფულად საზიანოდ მოქმედებდა ამ ყველაფერმა გამოიწვია აქ მიწისძვრების გახშირება. 1973 წლის 12 სექტემბერს აქ რიხტერის შკალით 6.97 ბალი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ამ ყველაფერმა წარმოქმნა ზვავი 80 მილიონი ტონა ყინული მიწყდა მთების ფერდობებს. ამ კატასტროფას შედეგი იყო 2 კილომეტრი სიგრძის ტბის წარმოქმნა.
მთელი ისტორიის განმავლობაში ახალი მიწის ტერიტორიაზე გამოცდილი იქნა 224 ბირთვული ბომბი. ახალი მიწა, ყაზახეთის სემიპალატინთან ერთად საბჭოთა კავშირში, ბირთუვული იარაღის გამოცდის მთავარ პუნქტს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, აქ ყოველგვარი იარაღის გამოცდა შეწყდა. ამ გამოცდებმა კუნძულს და საერთოდ გარემოს უდიდესი ზიანი მიაყენა.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...