არამეული ენები
(არამეულად ܐܪܡܝܐ Ārāmāyâ) — სემიტური ენების ქვეჯგუფი. წარსულში არამეული ენა ასრულებდა Lingua franca-ს (სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სალაპრაკო ენა) როლს ახლო აღმოსავლეთისტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის პალესტინაში იესო ქრისტეს დროს.
წარსულში არამეელებს უწოდებდნენ დასავლეთის სემიტურ ტომებს, რომლებიც მომთაბარეობდნენ დაახლოებით დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე. მათი ენა (უფრო სწორედ კი, მათი მონათესავე დიალექტები) ძალიან ახლოსაა ხანაანეისტურ ენებთან, კერძოდ, ივრითთან. არამეელებს არასოდეს შეუქმნიათ ერთიანი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა მათი ენა ექსპანსიური იყო და შეუჩერებლად განაგრძობდა სხვა ტერიტორიებზე გავრცელებას.
არამეული ასრულებდა Lingua franca-ს როლს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ასურეთსა და ბაბილონის სამეფოში მან ხმარებიდან ამოაგდო აქადური ენა. ისრაელსა და იუდეაში ელჩები და ვაჭრები არამეულად საუბრობდნენ. არამეული ენა განსაკუთრებით გაძლიერდა ახემენიდების (ძველი სპარსეთის მმართველების დინასტია) მმართველობის პერიოდში (ძვ.წ. VII-IV სს). ამ დროს ის ხდება იმპერიის ოფიციალური ენა.
ელინისტურ ეპოქაში, არაბულ დაპყრობებამდე (VII ს.) არამეული წარმატებულად უწევდა კონკურენციას ბერძნულს, რომლის მნიშვნელობაც ისე ჩამოიტოვა, როგორც სხვა ადგილობრივი სემიტური დიალექტების.
არამეული ენის ყველა ვარიანტი შეიძლება გაიყოს ორ დიდ ჯგუფად: სამხრეთარამეული (ისრაელის მიწები, გალილეა, დამასკო) და აღმოსავლეთარამეული (ცენტრალური სირია და ბაბილონი). ორივე დიალექტის დამწერლობის ძეგლები შემონახულია ივრითულ წყაროებში: თარგუმი, იერუსალიმის თალმუდი (დასავლური დიალექტი), ბაბილონის თალმუდი (აღმოსავლური დიალექტი). გარდა ამ დიდი ტექსტებისა, ასევე გვხვდება უფრო პატარა, განსხვავებული ჟანრების დოკუმენტები.
Комментариев нет:
Отправить комментарий