სიუხვის რქა
სიუხვის რქა — სიუხვისა და ხვავრიელების სიმბოლო ანტიკურ მითოლოგიაში. მითების თანახმად, იგი არის თხის, ამალთეას რქა. ამალთეას ქძით ნიმფები კვებავდნენ ყრმა ზევსს, როდესაც მას მალავდნენ კრონოსისგან. ამალთეას შემთხვევით მოუტეხია რქა, რომელიც მერე ზევსმა აჩუქა თავის აღმზრდელ ნიმფებს. სხვა სიუჟეტის თანახმად, ამალთეას რქის ფასად ღვთაება აქელოემ ჰერაკლესაგან დაიბრუნა საკუთარი რქა, რომელიც ორთაბრძოლაში მოტეხა ჰერაკლემ. ამალთეას რქა ჰერაკლემ აჩუქა ნაიდებს, რომელთაც იგი ყვავილებით და ნაყოფით აავსეს და ნაყოფიერების ძალებს შესწირეს.
პეტერ პაულ რუბენსის ნახატი
პეტერ პაულ რუბენსის ნახატი
სიუხვის რქის ანარეკლი გვხვდება საქართველოს მითოლოგიაშიც. აქ რქა აღნიშნავს ყოველგვარ წამონაზარდს, მცენარეულს თუ ცხოველურს (მაგალითად ვაზის რქა). სიუხვის რქის გამოსახულებები გვხვდება ქართულ არქეოლოგიურ ძეგლებზე. ვაზის ერთწლიანი, გახევებული ნაწილი. შედგება მუხლებისა და მუხლთშორისებისაგან. მუხლებზე ივითარებს ფოთოლს, კვირტსა და პწკალს. აქვს დამახასიათებელი ფერი, რომელიც ჯიშების მიხედვით იცვლება ღია მოყვითალო-ყავისფრიდან მუქ მოწითალო-ყავისფრამდე. გახევებული რქის გადაღუნვისას კანი ადვილად სკდება. ქართული წესით ვაზის სხვლის დროს 6-12 კვირტზე გასხლულ რქას ეწოდება სანაყოფე რქა, 2-3 კვირტზე გასხლულს - სამამულე.
სიუხვის რქა ბავშვის ყდა ფოლკორული ნაკრების ,,ჯადოქრული რქა ბიჭის''
სიუხვის რქა როგორ ჰერალდიკის სიბმოლო
სიუხვის რქა ბავშვის ყდა ფოლკორული ნაკრების ,,ჯადოქრული რქა ბიჭის''
სიუხვის რქა როგორ ჰერალდიკის სიბმოლო
ასევე გამოსახულია ნიუჯერსის დროშაზე
ასევე გამოსახული ხარკოვის დროშაზე
იხ. ვიდეო
ამალთეა (მითოლოგია)
(ბერძნ. Ἀμάλθεια) — თხა, (სხვა ვარიანტით ფერია), რომელიც კუნძულ კრეტაზე ძუძუს აწოვებდა პატარა ზევსს. ზევსმა ამალთეა შემდეგ ცაში წაიყვანა და ვარსკვლავად აქცია. მითის თანახმად ამალთეას რქას ჰქონდა ჯადოსნური ძალა, ყველაფერი სასურველი მიეცა მისი მფლობელისთვის
სკულპტურა ამალთეას თხა ბერლინი
Комментариев нет:
Отправить комментарий