ნორმანები
სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე ცხოვრობდნენ. „ნორმანი“ სკანდინავიურ ენაზე ჩრდილოეთის ადამიანს ნიშნავს. დასავლეთ ევროპაშიც სკანდინავიელებს ნორმანებს ეძახდნენ, აღმოსავლეთ სლავები კი ნორმანებს „ვარიაგებს“ უწოდებდნენ. თვით სკანდინავიაში ნორმანების ლაშქრობების მონაწილეებს ვიკინგებს უწოდებდნენ.
ნორმანები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულნი და მოქნილი სამხედრო სტრატეგიაც ჰქონდათ. შვედური ფოლადით ისინი ამზადებდნენ მაღალხარისხიან ცულებს და მსწრაფმავალ ხომალდებს, რომლებიც 20 - 40 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და 20 მეტრს აღწევდა. გარდა იალქნიანი ანძისა, ხომალდს ჰქონდა ნიჩბებიც. ამ ხომალდით ნორმანებმა მიაღწიეს კუნძულ ისლანდიას და გრენლანდიის სამხრეთ ნაწილს. 1003 წელს კი ჩრდილოეთ ამერიკას. მაგრამ ცივ კლიმატს მიჩვეულმა ნორმანებმა აქ ფეხი ვერ მოიკიდეს და XIII საუკუნეში ეს აღმოჩენა მიივიწყეს
ნორმანები წარმართები იყვნენ და თავიანთ ღმერთებს „ასებს“ უწოდებდნენ. ნორმანების წარმოდგენით ასები არ იყვნენ უკვდავები რადგან მათ მოელოდათ ურჩხულებთან ბრძოლა. ყველაზე საშინელი ურჩხული კი „მსოფლიოს მგელი“ იყო. ნორმანები თვლიდნენ, რომ ასების ბელადი იყო ცალთვალა ოდინი. გადმოცემის მიხედვით ოდინმა დაკარგა თვალი რათა დაწაფებოდა ცოდნის წყაროს. მას ჰყავდა ორი მოლაპარაკე ყვავი - აზრი და მეხსიერება, რომლებიც უამბობდნენ თუ რა ხდებოდა სამყაროში. ოდინს ჰაერში მორბენალი მერანი დაატარებდა, რომელსაც რვა ფეხი ჰქონდა. თუ ნორმანი ჩათვლიდა, რომ ესა თუ ის ასი მის მოთხოვნებს არ ასრულებდა და მას არ ეხმარებოდა, იგი წყვეტდა მასთან მეგობრობას და ძღვენის მირთმევას.
წეს-ჩვეულებები
ნორმანები ღმერთებზე წერდნენ სიმღერებს, რომლებშიც უმთავრესად აღწერილი იყო სისხლის აღების ამბები. თავისუფალი ადამიანის მოკვლა დიდ დანაშაულად ითვლებოდა. მის სანაცვლოდ მოკლულის ნათესავებს უნდა აეღოთ გამოსასყიდი ან მოეკლათ მკვლელი.
ყველა მეომარი აგროვებდა განძს, რადგან მიიჩნევდა, რომ კეთილშობილ ლითონებს - ოქროსა და ვერცხლს წარმატება და გამარჯვება მოაქვთ. თავისი ბედ-იღბალი რომ არ დაეკარგა, მეომარი განძს საგულდაგულოდ მალავდა მდინარეების ფსკერზე, ჭაობში ან მიწაში
Комментариев нет:
Отправить комментарий