среда, 14 марта 2018 г.

ტამპლიერები

                       ტამპლიერები


ტამპლიერები
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები
Pauperes commilitones Christi Templique Salomonici Hierosolymitanis
Cross of the Knights Templar.svgSeal of Templars.jpg
ზემოთ:ტამპლიერების ჯვარი
ქვემოთ:ტამპლიერების ბეჭედი
აქტიურიდაახ.1119–1312
ქვეყანაიერუსალიმის სამეფო
ტიპიკათოლიკური
სამხედრო ორდენი
როლიქრისტიან მომლოცველთა დაცვა, ბრძოლა მუსულმანების წინააღმდეგ
რაოდენობა15,000–20,000 უმაღლეს პიკში, რომელთაგან 10 % იყო რაინდი 
ალიანსირომის პაპი
შტაბ-ბინატაძრის მთაიერუსალიმიიერუსალიმის სამეფო
მეტსახელიმეტაძრეები
მფარველიბერნარ კლერვოელი
დევიზი„არა ჩვენ, უფალო, არა ჩვენ, არამედ შენ სახელს მოჰფინე დიდება“
(ლათ. Non nobis Domine, non nobis, sed nomini tuo da gloriam)
ფერებითეთრი და წითელი
თილისმაერთ ცხენზე მჯდარი ორი კაცი
სამოსითეთრი მანტია წითელი ჯვრით
ბრძოლებიჯვაროსნული ლაშქრობები
მეთაურები
პირველი დიდი მაგისტრიჰიუგ დე პეინი
უკანსაკნელი დიდი მაგისტრიჟაკ დე მოლი
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), აგრეთვე ცნობილი როგორც ტამპლიერები (ფრანგ. Templiers — მეტაძრეები) ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის. ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).
კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მიმავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდიდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზშიფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IVლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.
იხ. ვიდეო
წმინდა გრაალი და ტამლიერი - შემოკლებულად კათერები (ბერძნ. katharos — სპეტაკი, სუფთა) — ქრისტიანულ–ბიურგერული მწვალებლების მიმდევრები XI—XIII საუკუნეებში სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, ფლანდრიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. გამოხატავდნენ ქალაქის ღარიბი ფენების (უმთავრესად ხელოსნების) და გლეხობის ნაწილის პროტესტს ფეოდალური ჩაგვრის წინააღმდეგ. კათარების დოგმატიკას საფუძვლად ედო მანიქეისტურ-დუალისტური მოძღვრება სამყაროს ორსაწყისიანობის შესახებ. ყოველივე მიწიერისა და ხორციელის დაგმობას კათარები მიჰყავდა უკიდურესი ასკეტიზმისაკენ. ისინი უარყოფდნენ ქორწინებას, საეკლესიო საიდუმლოებებს, წმინდათა თაყვანისცემას, ინდულგენციებს. არ ჭამდნენ ხორცს. ამხელდნენ კათოლიკურ სამღვდელოების მანკიერებას (რომის პაპს თვლიდნენ სატანის მოადგილედ), მოითხოვდნენ საეკლესიო მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას, უარს ამბობდნენ საეკლესიო მეათედის გადახდაზე, დასაშვებად მიაჩნდათ თვითმკვლელობა. მათ რელიგიურ ორგანიზაციებს სათავეში ედგნენ დამრიგლებლები „სრულყოფილნი“ (perfecti), რომლებიც ვალდებული იყვნენ ასკეტურად ეცხოვრათ. ეკლესია და საერო ხელისუფლება უმოწყალოდ დევნიდნენ კათარებს. ამის შედეგად XIII საუკუნის დამლევსა და XIV საუკუნის I ნახევარში ისინი თითქმის მთლიანად განადგურდნენ. კათარის ერთ-ერთ შტოს წარმოადგენდნენ ალბიგოელები.

                               ჟაკ დე მოლი

                                            
(ფრანგ. Jacques de Molay; დ. 16 მარტი (?), 1243 (1244 ან 1249), მოლი, საფრანგეთის სამეფო — გ. 18 მარტი (19 მარტი), 1314 (1310[1]) — ტამპლიერთა უკანასკნელი (23-ე) დიდი მაგისტრი 1292 წლის 27 აპრილიდან 1314 წლის 18 (ან 19) მარტამდე. მისი მაგისტრად გახდომის დროს, ჯვაროსნებს (და მათ შორის ტამპლიერებს) წმინდა მიწაზე უკვე ყველა დასაყრდენი დაკარგული ჰქონდათ და თავს კვიპროსს აფარებდნენ. ჟაკი და სხვა ჯვაროსნები ცდილობდნენ პოზიციების აღდგენას და ლაშქრობებსაც აწყობდნენ სირია-პალესტინის სანაპიროს მიმართულებით. 1306 ან 1307 წელს ჟაკ დე მოლი ევროპაში გაემგზავრა. XIV საუკუნის დასაწყისში ფილიპე IV -მ დაიწყო ტამპლიერთა ორდენის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ ბრალი დასდეს მწვალებლობაში, მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1314 (ან 1310) წელს ჟაკ დე მოლი და სხვა ტამპლიერები კოცონზე დაწვეს


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...