ტელეპორტაცია
(ბერძნ.τήλε შორს და ლათ. portare გადსვლა) ჰიპოთეზური განზომილება კოორდინატების ობიექტების (გადაადგილება) რ-ის დროსაც ობიექტი არ შეიძლება იყოს არწერილი მათემატიკის უქყვეტი ფუნქციით დროში. თუმცა იყო რამდენიმე სახეობა ტელეპორტაციის(ფსი-ტელეპორტაცია, ჭიის ხვრელი, ხვრელური ტელეპორტაცია.) მაგრამ მსოფლიო აღიარება მაინც მოიპოვა კვანტური ტელეპორტაციამ.(სხვათაშორის ქართველი ფიზიკა-თეორიტიკოს გია დვალიც კარგად არწერს ტელეპორტაციის ბუნებას.
ტერმინი შეომოიღო 1931-წ-ს ამერიკელმა მწერლმა ჩარლს ფორტონიმ იმისათვის, რომ აღეწერა უცნაური გაქრობა და გაჩენა, პარალელური მოვლენები რ-საც მისი აზრით ჰქონდა რაღაც საერთო.
იხ. ვიდეო
იხ. ვიდეო
აკადემიურ პუბლიკაციებში ტერმინი ტელეპორტაცია ხშირად გამოიყენება კონტექსში კოპირებისას გამოდინარე ობიექტების. ასეთი ტრადიციები მოვიდა ადრეული სამეცნიერო ფანტასტიკისგან (ტრანსპორტის სხივი)
კვანტური ტელეპორტაცია არის მკაფიო მაგალითი ტერმინის გამოყენების ვიერო სამეცნიერო წრეში. სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაცია იქნება დადასტურებული.
2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერი შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა.
დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების დროს ტელეპორტაციის კონცეფცია ხუთ დასად დაჰყო:
- sf-ტელეპორტაცია (sf როგორც science-fiction (ინგ.) — სამეცნიერო ფანტასტიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით“. მოხსენებაში ფაქტობრივ მეტი არაფერია ნათქვამი sf-ტელეპორტაციის შესახებ და იგი გამოკვლევის მიღმაა დარჩენილი.
- VM-ტელეპორტაცია (VM როგორც metric of the vacuum (ინგ.) — ვაკუუმის მეტრიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში ვაკუუმის თვისებებისა თუ სივრცე-დროის მეტრიკის (გეომეტრიის) შეცვლის გზით“. ამ ტიპის ტელეპორტაციაში გამოყენებული ხერხები ისეთ თეორიულ ცნებებს ემყარებიან როგორიცაა ნულოვანი წერტილის ენერგიის გამოყენება, სივრცე-დროის სიმრუდის ადგილობრივი დეფორმაცია ჭიახვრელის შესაქმნელად და ვაკუუმის გამტარობისა და სინათლის სიჩქარის შეცვლა. მოხსენება მხარს უჭერს ამ მიმართულებით თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევების წარმართვასა და გაძლიერებას.
- Q-ტელეპორტაცია (Q როგორც quantum (ინგ.) — კვანტი) არის „ერთი კვანტური სისტემის მდგომარეობისა და მისი კორელაციების უსაგნო გადაადგილება სივრცეში მეორე სისტემისაკენ. სადაც სისტემა შეიძლება აღნიშნავდეს ნივთიერებისა თუ ენერგიის განმხოლოებულ ან დაჯგუფებულ ნებისმიერ ნაწილაკს, მაგ.: ბარიონებს (პროტონი, ნეიტრონი და სხვ.), ლეპტონებს (ელექტრონი, პოზიტრონი და სხვ.), ფოტონებს, ატომებს, იონებს და ა.შ. მოხსენების ეს ნაწილი აღწერს პროცედურას, რომელიც მოგვაგონებს სერიალ Star Trek-ში გამოყენებულ ტელეპორტაციის ხერხს : გადასაგზავნი ნივთისა თუ არსების შემადგენელი ყველა ნაწილაკის ზედმიწევნით ანალიზი, ნივთის (არსების) დემატერიალიზაცია, ნივთიერებისა და მასთან დაკავშირებული კვანტური ინფორმაციის გადაცემა და ნივთის (არსების) აღდგენა დანიშნულების წერტილში. ეს მეთოდი იყენებს კვანტურ ტელეპორტაციას კვანტური ინფორმაციის გადასაცემად კვანტური ჩახლართულობის გზით. მოხსენებსი დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მნიღვნელოვანი წარმატებებისა კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია განახორციელოს თუნდაც რთული ნივთების, გინდაც მარტივი უჯრედების, ტელეპორტაცია. მოხსენება აყენებს წინადადებას, რომ გაღრმავდეს ამ სფეროში ამჟამად წარმოებული სხვადასხვა გამოკვლევა.
- E-ტელეპორტაცია (E როგორც exotic (ინგ.) — ეგზოტიკური) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცის სხვა განზომილებათა თუ პარალელურ სამყაროთა გამოყენების გზით“. მოხსენების ამ ნაწილში დოქტორი დეივისი მოკლედ მიმოიხილავს განსხვავებულ თეორიებს (მარვალობითი სამყარო, სიმთა თეორია და ბრანული კოსმოლოგია...), რომლებიც ვარაუდობენ ჩვენთვის ცნობილი 4 განზომილების გარდა სხვა განზომილებების ან ჩვენის სამყაროს პარალელური სამყაროების არსებობას. E-ტელეპორტაციის იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განზომილებები და სამყაროები გამოყენებულ იქნეს როგორც ერთგვარი მოკლეზე მიმავალი გზა, რომელიც მოგვცემდა ჩვენი ფიზიკური სამყაროს ორ უკიდურესად დაშორებულ წერტილს შორის სწრაფი მოგზაურობის საშუალებას. მოხსენება ასკვნის რომ ეს თეორიები მიუხედავად მათი მომხიბვლელობისა იმდენად ნედლი და უმწიფარია სადღეისოდ, რომ ძალიან ადრეა მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე ფიქრი.
- p-ტელეპორტაცია (p როგორც parapsychologic (ინგ.) — პარაფსიქოლოგიური) არის „ადამიანების ან უსულო საგნების გადაადგილება პარანორმალურ საშუალებათა გამოყენებით“. დეივისის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მოიუხედავად გასულ საუკუნეში ამ მოვლენის ირგვლივ დადასტურებული მრავალი თაღლითობისა, სამხედრო და სამოქალაქო მკვლევართა მიერ ბოლოს ხანებში მოპოვებულ იქნა დამაფიქრებელი შედეგები და რომ ამ სფეროში საჭიროა კვლევების განგრძობა.
იხ.ვიდეო ნადვილი ტელეპორტირებები ლაივში
ფანტასტიკური ნაწარმობსი გამოყენებული ტერმინი -
პორტალი - ხშირად იყენებენ ფენტეიზსი და ფენტეიზ-თამასებში, როგორც ერთერთი სწრაფი გადასაადგილებელი ელემენტი ადგილმდებარეობის. შესაძლებელი იყოს როგორც ბუნებრივი ასევე ხელოვნურად შექმნილი.
პარანორმალური ზემოქედება - მაგიის დახმარებით (ან პარანორმალური თვისებებით)
ნული - სივრცე - რაღაც სხვა სივრცე ან სამყარო, სადაც ყოველი წერტილი შეესაბამება ჩვენ სივრცეს, მაგრამ დაშორება შეკუმშულია ჩვენი სივცესთან შედარებით რადენჯერმე. ასეთი სახით, რამდენიმე ათეული სინათლი წელი დაფარვა ჩვენი სამყაროში ხდება გახვრეტა ნულ-სივრცედან, იქ დაფარული რამდენიმე მეტრი და ,, გაიიჭრება'' სივრცე და პირიქით უკან დაბრუნებითც.
ტრაპორტირებული სხივი - შესაძლებლობა ტელეპორტირება ობიექტის, როცა ხდებასკანირება მისი ატომების დონეზეც, შემდეგ ორიგინალი დემონსტრირება ხდება ორიგინალის, ხოლო ინფორმაცია გასდაეცემა ელექტრომაგნიტური გადამცემით ამ თუ იმ ფორმით, ჰიპოთეზური ან მოგონილი აპარატურით.
რეკლამა
იხ.ბმულზე ➴➴➴
Комментариев нет:
Отправить комментарий