пятница, 9 марта 2018 г.

                                                                     ფერი
                     
                                                                       დაისი

 ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხობრივ სუბიექტური მახასიათებელია, რომელიც განისაზღვრება ფიზიოლოგიურმხედველობით შეგრძნების წარმოშობის საფუძველზე და დამოკიდებულია მთელი რიგ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ფერის აღქმა განისაზღვრება ადამიანის ინდივიდუალურობით, ასევე სპექტრული შემადგენლობით, ფერის და სიკაშკაშის კონტრასტზე მიმდებარე სინათლის წყაროსთან შედარებით, ასევე საგნებზე რომლებიც არ ანათებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეტამერია, განსაკუთრებულად ადამიანის თვალის დაფსიქიკის



მხედველობის მიერ სუბიექტურად აღქმული გამოსხივების ფერი დამოკიდებულია მის სპექტრზე, ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (გავლენა აქვს: ფონის შუქს/ფერს, მის ფერის ტემპერატურასმხედველობით ადაპტაციას), და ინდივიდუალური თვალის სპეციფიკურ თვისებებზე (დალტონიზმი). იხ. ასევე ფერის აღქმის ფსიქოლოგია.
განასხვავებენ აქრომატულ ფერებს (თეთრინაცრისფერიშავი) და ქრომატულ ფერებს, ასევე სპექტრული და არასპექტრული (მაგალითად, შინდისფერი ან ყავისფერი).
«ფერის» გაგებას აქვს 2 მნიშვნელობა: ის შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ფსიქოლოგიურ შეგრძნებას, გამოწვეულს შუქის არეკვლით რაიმე ობიექტიდან (ნარინჯისფერი ფორთოხალი), ასევე შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვან მახასიათებლად თვითონ შუქის წყაროსთვის (ნარინჯისფერი). ამიტომაც აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ გვინდა მივცეთ შუქის წყაროს ფერის დახასიათება, ზოგიერთის ფერის სახელწოდება უბრალოდ «არ არსებობს» — არაა ნაცრისფერიყავისფერი შუქი.
შუქის სხვადასხვაგვარ სპექტრალურ შემადგენლობას შეუძლია მოგვცეს ერთნაერი გამოსახულების ანარეკლი მხედველობის რეცეპტორებზე (ფერის მეტამერიის ეფექტი).
ფერის შეგრძნება წარმოიქმნება ტვინში, ადამიანის ან რომელიმე ცხოველის თვალის ბადურის რეცეპტორების ფერის მგრძნობიარე უჯრედების კოლბების აღზნებით ან დამუხრუჭებით. ითვლება (თუმცა დღეს არაა დამტკიცებული), რომ ადამიანებს და პრიმატებს სპექტრული მგრძნობიარობით აქვთ სამი სახის კოლბები — ρ (პირობითად «წითელი»), γ (პირობითად «მწვანე») და β (პირობითად «ლურჯი»), შესაბამისად. კოლბების შუქმგრძნობიარობა არაა მაღალი, ამიტომაც ფერის კარგი აღქმისათვის საჭიროა საკმარისი განათება ან სიკაშკაშე. ფერის რეცეპტორებით ყველაზე მდიდარია ბადურის ცენტრალური ნაწილი.
ყოველი ფერის შეგრძნება ადამიანში შეიძლება იყოს წარმოდგენილი ამ სამი ფერის ჯამის შეგრძნებით (ე. წ. «ფერის მხედველობის სამკომპონენტიანი თეორია»). დადგენილია, რომ ქვეწარმავლებსფრინველებს და ზოგ თევზებს აქვთ უფრო ფართო შეგრძნებითი ოპტიკური გამოსხივების არეალი. ისინი აღიქვამენ სპექტრის ახლო ულტრაიისფერს (300—380 ნმ), ლურჯს, მწვანეს და წითელ ნაწილს. ფერის აღქმისათვის საჭირო სიკაშკაშის მიღწევის დროს ბინდური მხედველობის ყველაზე მგრძნობიარე რეცეპტორები - ჩხირები — ავტომატურად გამოირთვებიან.
ფერის სუბიექტური აღქმა დამოკიდებულია ასევე მისი ცვლილების სიკაშკაშეზე და სიჩქარეზე (გაზრდასა და შემცირებაზე), თვალის ადაპტაციაზე ფონის შუქზე (იხ. შუქის ტემპერატურა), მეზობელი ობიექტების ფერებზე, დალტონიზმის არსებობაზე და სხვა ობიექტურრ ფაქტორებზე; ასევე თუ რომელ კულტურას მიეკუთვნება ეს ადამიანი (ფერის სახელწოდების გაცნობიერების უნარი); და სხვა, სიტუაციურ, ფსიქოლოგიურ მომენტზე.

CIE 1931-ის ფერების სივრცის დიაგრამა. გარე ხასზე, რომელიც ზღუდავს ფერების სვრცეს, ნაჩვენებია სპექტრული (მონოქრომატული) ფერების ტალღების სიგრძეები, ნმ.
                                                                 ფერებია ადიტური შერე


ფერიტალღის სიგრძის დიაპაზონი, ნმსიხშირის დიაპაზონი, ტჰცფოტონების ენერგიის დიაპაზონი, ევ
წითელი625—740480—4051,68—1,98
ნარინჯისფერი590—625510—4801,98—2,10
ყვითელი565—590530—5102,10—2,19
მწვანე500—565600—5302,19—2,48
ცისფერი485—500620—6002,48—2,56
ლურჯი440—485680—6202,56—2,82
იისფერი380—440790—6802,82—3,26

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...