пятница, 16 марта 2018 г.

2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57.4% ქალაქში ცხოვრობს
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების შორის (გარდა ევროგაერთიანების წევრებისა) საქართველო ხარისხობრივად ჩამორჩება თუნდაც ბელორუსიას (2-ჯერ), და მით უმეტეს რუსეთის ფედერაციას (3,5-ჯერ) - რაც განსაკუთრებით რუსეთს საქართველოდან მუშაძალის მიზიდვაში დიდად უწყობს ხელს.
საქართველოს მოსახლეობის მოძრაობის პროგნოზები 2050 წლამდე
ჯი-ეიჩ-ენ-ის მონაცემებით (2006 წლის 20 მარტი) გაეროს ექსპერტთა 20-წლიანი პროგნოზი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა. გაეროს სპეციალისთა გათვლები, რომლებსაც საქართველო 2 ათეული წლის განმავლობაში უნდა დაყრდნობოდა, უკვე ძალადაკარგულად გამოცხადდა. გაერომ თავის დროზე პროგნოზის სამი ვარიანტი შეიმუშავა, რომელთაგან ყველაზე პესიმისტურიც კი (ზემოთა სურათზე Low variant) იმაზე უკეთეს ვითარებას გვპირდებოდა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ სფეროშია შექმნილი.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოგრაფიული სამმართველოს ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.
გაეროს ყველაზე პესიმისტური გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობა წელსვე 4 მილიონ-ნახევრამდე შემცირდა. გაუარესებულია გაეროს მიერ პროგნოზირებული სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებიც. მოსახლეობის შემცირების წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა, ბუნებრივი მატება, რომელიც 3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია.
სტატისტიკური მასალა ცალსახად და დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასრტოფის ტენდენციები საქართველოში არა თუ არ მცირდება - არამედ სტაბილურად ზრდადია. არსებითი ცვლილება ამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ კარდინალურ და ეფექტურ სახელმწიფო პროგრამას - რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ძალზე დაბალია.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...