საქართველო
დემოგრაფია
მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 წლის იანვარში და 2014 წელს.
პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი. 1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5 443 000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4 601 500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3 787 000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1 %-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3 661 000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8 % იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4 %-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,4 % ქალაქში ცხოვრობს.
იხ.ვიდეო
იხ.ვიდეო
- ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8 %, აზერბაიჯანელები — 6,5 %, სომხები — 5,7 %, რუსები — 1,5 %, ოსები — 0,9 %, იეზიდები — 0,4 %, ბერძნები — 0,3 %, ქისტები — 0,2 %, უკრაინელები — 0,2 %, აფხაზები — 0,1 %;
(საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 86,8 % , აზერბაიჯანელები — 6,3 % , სომხები — 4,5 % , რუსები — 0,7 % , ოსები — 0,4 % , იეზიდები — 0,3 % , უკრაინელები— 0,2 % , ქისტები — 0,2 % , ბერძნები — 0,1 % , ასირიელები — 0,1 %, სხვა 0,4 %;
- რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84,00 %, მუსლიმანები — 9,9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3,9 %, კათოლიკეები — 0,8 %, იეზიდები – 0,4 %, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0,1 % და სხვები.
(ძირითადად საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 83,4 % , მუსლიმანები — 10,7 % , სომეხი გრიგორიანელები — 2,9 % , კათოლიკეები — 0,5 % , იეჰოვას მოწმეები – 0,3 %, იეზიდები – 0,2 % , პროტესტანტები — 0,1 %, იუდეველები — 0,0 % , სხვა – 0,0 %, ათეისტები – 0,5 %.
- დიდი ქალაქები: თბილისი — 1 162 400, ქუთაისი — 194 700, რუსთავი — 120 800, ბათუმი — 180 000, სოხუმი — 43 000, გორი — 49 500 , ზუგდიდი — 84 000, ფოთი — 47 800, ცხინვალი — 7 000.
- იხ ვიდეო უბრალო რუსი ტურისტები თუ როგორ უყურებს საქართველოს მოგზაურობა......
Комментариев нет:
Отправить комментарий