среда, 14 марта 2018 г.

სოლომონ მეფე

                         სოლომონ მეფე 

                         
(ძვ. ებრ. შლომო) (ებრ.: שְׁלֹמֹה, ტიბერ. Šəlōmōh; არაბ.: سليمان, სულეიმანი; „მშვიდობა“) (გ. დაახლოებით ძვ. წ. 928) — ისრაელის სამეფოს მეფე ძვ. წ. 965 — ძვ. წ. 928დავითის ძე და თანამმართველი ძვ. წ. 967 — ძვ. წ. 965.
იყო ფიგურა აღწერილი ახლო აღმოსავლეთის მანუსკრიპტებში, როგორც იმპერიის ბრძენი მმართველი, რომელიც დაახ. ძვ. წ. 1000 წელს ცხოვრობდა. სახელები „შელომო“ და „სოლომონი“ მისი ცხოვრების ბიბლიურაღწერასთან არის დაკავშირებული.
ძველ აღთქმაში მას ასევე იედიდაჰს უწოდებენ და აღწერენ, როგორც ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე მეფეს, ჩრდილოეთ ისრაელის სამეფოდ და იუდეის სამხრეთ სამეფოდ გაყოფამდე. გაყოფის შემდეგ იუდეის მეფეები ჩამომავლობით სოლომონის გვარისანი იყვნენ.
                                                
სოლომონი და საბის დედოფალი ფრესკა პერო დელა ფრანჩესკა ბაზილიკიდან სანფრანცისკო
ლამაზი აბიშაგი დავითის ხარჭად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დავითს არანაირი კავშირი არ დაუმყარებია მასთან. მაშინდელი წესის თანახმად, ის მხოლოდ დავითის კანონიერი მემკვიდრის საკუთრება უნდა გამხდარიყო. დავითის ძმა ადონია შესაძლოა ფიქრობდა, რომ თუ აბიშაგს ცოლად შეირთავდა, მას კიდევ მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ ტახტი ჩაეგდო ხელში. სოლომონი მიხვდა, თუ რას ითხოვდა ადონია და რა გზით სურდა მეფობის მიღწევა, ამიტომ სოლომონმა მოკლა იგი.
                                                                  
                                                                        სოლომონის ვასრკლავი
მისი 40-წლიანი მეფობის განმავლობაში ისრაელში მშვიდობა არაფერს დაურღვევია. ბიბლიაში მისი მმართველობის წლები ასეა აღწერილი: „სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე“ (1 მეფ. 4:25).
სოლომონი იყო იერუსალიმის პირველი ტაძრის ამშენებელი, რომელსაც ასევე სოლომონის ტაძარსაც უწოდებენ. ის ცნობილი იყო განსაკუთრებული სიბრძნით, სიმდიდრითა და სიძლიერით, თუმცა მასვე ჰკიცხავდნენ გვიანდელ ასაკში შედარებითი პაციფიზმისთვის, უფლებას აძლევდა რა მის მოქცეულ ცოლებს სხვა ღმერთებიც ერწმუნათ. სოლომონი მრავალი გვიანდელი ლეგენდის გმირია.
სოლომონმა თავისი სიბრძნით გაითქვა სახელი. ერთხელ მასთან ორი ქალი მივიდა, რომლებიც ერთ ბავშვს ვერ იყოფდნენ. ორივე ამტკიცებდა, რომ ბავშვის დედა თვითონ იყო. სოლომონმა ბრძანა, ბავშვი შუაზე გაეჭრათ და ერთი ნახევარი ერთი ქალისთვის მიეცათ, მეორე ნახევარი კი — მეორესთვის. პირველი ქალი თანახმა იყო, მაგრამ ნამდვილი დედა მეფეს შეევედრა, ბავშვი არ მოეკლათ და პირველი ქალისთვის მიეცათ. სოლომონი მიხვდა, რომ ბავშვის დედა ის იყო, ვისაც გული დაეწვა და ჩვილი მას მისცა. მეფის განაჩენის შესახებ მთელმა ისრაელმა გაიგო.
იხ. ვიდეო

ტვიროსის მეფე ხირამმა სოლომონს ოთხი ტონა ოქრო გაუგზავნა, საბას დედოფალმაც ამდენივე ოქრო მიართვა, ოფირიდან კი სოლომონის ფლოტმა მისთვის 14 ტონაზე მეტი ოქრო ჩამოიტანა. ბიბლიაში წერია: „ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს“, რაც 22 ტონაზე მეტი ოქრო იყო.
მეფე სოლომონმა დიდი რაოდენობით სპილენძი გამოიყენა იერუსალიმის ტაძრის მოსაწყობად. სპილენძის დიდი ნაწილი მამამისმა, დავითმა, სირიიდან ნადავლად წამოიღო . სპილენძის ზღვა უშველებელი აუზი იყო, საიდანაც მღვდლები წყალს დასაბანად იღებდნენ. აუზის ტევადობა დაახლოებით 66 000 ლიტრი იყო, წონა კი შესაძლოა 30 ტონა (1 მეფეები 7:23—26, 44—46). ტაძრის შესასვლელთან ორი უზარმაზარი სპილენძის სვეტი იდგა. ისინი ღრუიანი იყო, მათი სისქე 7,5 სანტიმეტრი, დიამეტრი 1,7 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი იყო. ორივე სვეტს 2,2 მეტრი სიგრძის ბუღაური ედგა. მართლაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის სპილენძი გამოიყენეს აუზისა და სვეტების ჩამოსასხმელად.
                                    Salomons dom.jpg      
                        სოლომონის განაჩენის შესახებ   1617 პიტერ პოლ რუბენსის (1577–1640)

მეფე სოლომონს სხვა ქვეყნებიდან შემოჰყავდა ფარშევანგები ისეთ ძვირფას ნაწარმთან ერთად, როგორიცაა ოქროსვერცხლისა და სპილოს ძვლის ნაკეთობები. „შესაძლოა, სოლომონის მიერ შემოყვანილი ფარშევანგებით გაიცნეს პირველად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებმა ეს ფრინველი“, — ნათქვამია ერთ–ერთ წიგნში (The Natural History of the Bible).რამდენიმე საუკუნის შემდეგ ფარშევანგებმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ალექსანდრე მაკედონელზე, რომ თავის ჯარისკაცებს მათ 

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...