суббота, 1 января 2022 г.

სიმონ ბოლივარი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები   -  გილოცავთ 2022 წლის დადგომას 

                   სიმონ ბოლივარი

(ესპ. Simón José Antonio de la Santísima Trinidad Bolívar Palacios Ponte y Blanco) (24 ივლისი1783კარაკასიახალი გრენადა – 17 დეკემბერი1830სანტა-მარტაკოლუმბია) — სახელმწიფო მოღვაწე, ვენესუელელი პატრიოტი, სარდალი, დამოუკიდებლობის რამდენიმე მოძრაობის ლიდერი სამხრეთ ამერიკაში, რომელთაც ზოგადად ბოლივარის ომებს უწოდებენ.

მას მიაწერენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინამძღოლობას ვენესუელაშიკოლუმბიაშიეკვადორშიპერუშიპანამაში და ბოლივიაში. მიუხედავად მის მიერ გამოყენებული ტერორის ტაქტიკისა, ის ეროვნულ გმირად არის აღიარებული ამ ქვეყნებში და კიდევ ლათინურ ამერიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაში . ბოლივარი ასევე ცნობილია როგორც "El Libertador" (განმათავისუფლებელი).

დაიბადა კარაკასში 1783 წლის 24 ივლისს კრეოლი არისტოკრატის ოჯახში. ჭაბუკობა გაატარა ევროპაში. მან ფიცი დადო, რომ მთელ სიცოცხლეს შესწირავდა სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას:


„მე ვფიცავ შენს წინაშე; მე ვფიცავ ჩემი მშობლების ღმერთის წინაშე; მე ვფიცავ ჩემს ღირსებას; და ვფიცავ ჩემს სამშობლოს; რომ არ დავყრი იარაღას, არ დავზოგავ ჩემს სულს, მანამ სანამ არ დავამსხვრევ ჩვენს მჩაგვრელ ჯაჭვებს რომლებიც ახორციელებენ ესპანეთის ძალაუფლებას.“

1807 წელს ბოლივარი დაბრუნდა ვენესუელაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო ესპანელთა უღლის დამხობაში, რასაც ვენესუელის პირველი რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა. ესპანელთა მიერ ვენესუელის რესპუბლიკის განადგურების შემდეგ ბოლივარი გამაგრდა ახალი გრანადის ცენტრალურ ნაწილში (თანამედროვე კოლუმბია), სადაც ესპანელებთან ბრძოლაში რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 1813 წელს ბოლივარმა აიღო კარაკასი და შექმნა ვენესუელის მეორე რესპუბლიკა. კარაკასის მუნიციპალიტეტმა მას მიანიჭა განმათავისუფლებლის წოდება. 1814 წელს ესპანეთის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში დამარცხდა და ემიგრაციაში წავიდა.

იხ. ვიდეო ბრძლოლა სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის - სიმონ ბოლივარო


1816 წელს დაბრუნდა ვენესუელაში და წარმატებით შეებრძოლა ესპანელებს. ბოლივარის არმიას წარმატებებში ისიც უწყობდა ხელს, რომ მან გააუქმა მონობა (1816) და გამოსცა დეკრეტი განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიწებით უზრუნველყოფის შესახებ. 1819 წელს ბოლივარის არმიამ დაამარცხა ესპანელთა ჯარები და დაიკავა ვენესუელას ტერიტორია. თუმცა ის ამით არ დაკმაყოფილდა და სრულიად ახალი გრანადის განთავისუფლება გადაწყვიტა ესპანელთა ბატონობისგან. იმავე წელს ბოლივარი ვენესუელიდან თოვლიანი ანდების ქედით გადავიდა ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში. ანდებზე გადასვლისას მებრძოლებს უნდა გაევლოთ უღრანი ტროპიკული ტყეები, თოვლიანი მთები და ნიანგებით სავსე მდინარეები. წვიმა და თოვლი მებრძოლებს სახეში სცემდა, ბევრი მათგანი უფსკრულში ცვიოდა, 4 ათასი მეტრის სიმაღლის თოვლიან უღელტეხილებზე ასვლის დროს ჰაერის უკმარისობის გამო მებრძოლები გონს კარგავდნენ. ბოლივარი წინ მიუძღოდა ლაშქარს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, უღელტეხილები დაძლეულ იქნა. ბოლივარის გაწამებული, ჩამოძონძილი, ფეხშიშველი მეომრები ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში გადავიდნენ. ბოგოტასთან ბრძოლაში ისინი გააფთრებით ეკვეთნენ ესპანელებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ბოლივარელებთან ხელჩართულ შერკინებას და დანებდნენ. ახალი გრანადის დასავლეთი ნაწილი (თანამედროვე კოლუმბიაპანამა და ეკვადორი) უკვე განთავისუფლებულ აღმოსავლეთ ნაწილთან (ვენესუელა გაერთიანდა და შეიქმნა დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა. ბოლივარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

ახალი გრანადის განთავისუფლების შემდეგ ბოლივარმა პერუში დაიწყო ბრძოლა. 1824 წლის 6 აგვისტოს სიმონ ბოლივარმა ესპანელები ხუნინთან დაამარცხა, ხოლო 9 დეკემბერს აიაკუჩოს დაბლობზე ესპნელები გაანადგურა კოლუმბიის არმიამ ანტონიო ხოსე სუკრეს მეთაურობით. 1825 წელს გამოცხადდა ზემო პერუს დამოუკიდებლობა და გამოცხადდა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბოლივარი. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის პატივსაცემად ბოლივია უწოდა.

                                                        

ბოლივარის ბიუსტი გრან-კანარიაში
ბოლივარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა განმტკიცებას ცდილობდა. იგი გამოდიოდა ამ რესპუბლიკათა გაერთიანების მოთხოვნით. ამ მიზნით 1826 წელს მან პანამაში კონგრესიც კი მოიწვია, მაგრამ თავისი გეგმების განხორციელებას ვერ მიაღწია. სეპარატისტულმა მოძრაობებმა გამოიწვია მისი ძალაუფლების დამხობა პერუსა და ბოლივიაში, ხოლო დიდ კოლუმბიას გამოეყო ვენესუელა და ეკვადორი1830 წელს ბოლივარი თადარიგში გავიდა და ჩამოსცილდა სახელმწიფო საქმიანობას. ამის შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა.
ბოლივარის მასონობაში - ცნობილია, რომ მასონური ბოლივარის ინიციაცია ესპანეთში, კადიზში მოხდა. 1807 წლიდან იყო შოტლანდიური რიტუალის წევრი. 1824 წელს პერუში ბოლივარმა დააარსა ორდენისა და თავისუფლების ლოჟა No2
იხ. ვიდეო Симон Боливар - Освободитель Южной Америки (биография). - Симон Боливар - национальный герой сразу нескольких стран: Венесуэлы, Перу и, собственно, Боливии, обязанной ему своим именем. Забавно, что при этом героем в странах латинской Америки он оставался при любых режимах - и правые, и левые с удовольствием продолжали развивать культ легендарного Освободителя Южной Америки от гнета Испании. При этом Боливар отнюдь не сразу стал почитаться, будто икона - при его жизни в начале 19-го века он вызывал самые разные реакции, как у собственно американцев - индейцев, чернокожих рабов, креолов, мулатов и метисов - так и у испанцев, против которых он всю жизнь боролся. Его часто сравнивают с Наполеоном Бонапартом - тут тебе и борьба за свободу, граничащая с переходом к тирании, и воинские подвиги, включая даже свой собственный рискованный горный переход, разве что в этот раз пересекали не Альпы, а Анды. Однако, за героическим обликом и за историей становления и падения Великой Колумбии, за историей освобождения Южной Америки от испанского владычества и становлением вчерашних испанских колоний в качестве независимых стран, за всем этим забывают непосредственно судьбу и жизнь Симона Боливара - трагичную и драматичную, а местами - и забавную, как и всякая жизнь. Сегодня на канале Редрум мы это исправляем, надеемся, что вам будет интересно послушать про главного революционера и одного из величайших полководцев Латинской Америки - Симона Боливара. Приятного просмотра!
სიმონ ბოლივარი ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ეროვნული გმირია: ვენესუელა, პერუს და, ფაქტობრივად, ბოლივია, რომელიც მას ეკუთვნის. სასაცილოა, რომ ამავე დროს ის გმირად რჩებოდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ნებისმიერი რეჟიმის პირობებში - მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც სიამოვნებით განაგრძობდნენ სამხრეთ ამერიკის ლეგენდარული განმათავისუფლებლის კულტის განვითარებას ესპანეთის ჩაგვრისგან. ამავდროულად, ბოლივარმა მაშინვე არ დაიწყო პატივისცემა, თითქოს ხატი - მე -19 საუკუნის დასაწყისში მისი ცხოვრების განმავლობაში, მან გამოიწვია სხვადასხვა რეაქცია, როგორც თავად ამერიკელებს შორის - ინდიელებს, შავკანიან მონებს, კრეოლებს, მულატოები და მესტიზოები - და ესპანელებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება იბრძოდა.
მას ხშირად ადარებენ ნაპოლეონ ბონაპარტს - აქ თქვენ გაქვთ როგორც ბრძოლა თავისუფლებისთვის, ესაზღვრება ტირანიაზე გადასვლას, ასევე სამხედრო ექსპლუატაციები, მათ შორის თქვენი სარისკო მთის ლაშქრობაც კი, გარდა იმისა, რომ ამჯერად თქვენ არ გადალახეთ ალპები, არამედ ანდები. . თუმცა, დიდი კოლუმბიის ჩამოყალიბებისა და დაცემის გმირული გარეგნობისა და ისტორიის მიღმა, ესპანეთის მმართველობისგან სამხრეთ ამერიკის განთავისუფლების ისტორია და გუშინდელი ესპანეთის კოლონიების დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბება, სიმონ ბოლივარის ბედი და ცხოვრება - ტრაგიკული და დრამატული და ზოგან - და სასაცილო, როგორც ნებისმიერი ცხოვრება. დღეს Redrum არხზე ჩვენ ვასწორებთ ამას, ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება ლათინური ამერიკის მთავარი რევოლუციონერის და ერთ-ერთი უდიდესი მეთაურის - სიმონ ბოლივარის შესახებ მოსმენა. ბედნიერი ყურება!






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...