пятница, 21 января 2022 г.

მედეა ჩახავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                მედეა ჩახავა



 (დ. 15 მაისი1921სერგიეთი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 7 სექტემბერი2009თბილისი)[1] — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1960).

1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. აღსანიშნავია ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს „ღრმა ფესვები“), ნადია (გორკის „მტრები“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლიდა პლახა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ფეფელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის „ჰამლეტი“, „რიჩარდ III“), მარია (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ჭრიჭინა“ (ცქრიალა), „ბაში-აჩუკი“ (მელანო), „მანანა“ (მეეზოვე), „ნინო“ (ნინო), „გლახის ნაამბობი“ (თამრო), „მხიარული რომანი“ (სოფიო) და სხვ.

მედეა ჩახავას მინიჭებული ჰქონდა საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 2006 წელს კი რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კინო გლახის ნაამბობი მედეა ჩახავს მომნაწილებით



Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...