суббота, 22 января 2022 г.

ედმუნდ ჰუსერლი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   გერმანელი ფილოსოფოსი

                         ედმუნდ ჰუსერლი

(გერმ. Edmund Husserl) (დ. 8 აპრილი1859პროსნიცი — გ. 26 აპრილი1938ფრაიბურგი) — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ტრანსცენდენტალური ფენომენოლიგიის ფუძემდებელი.

სწავლობდა ლაიფციგშიბერლინსა და ვენაში1883, ვარიაციათა აღრიცხვაში დისერტაციის დაცვის შემდეგ, კ. ვაიერშტრასის ასისტენტი იყო. ფ. ბრენტანოსა და კ. შტუმპფის გავლენით ცდილობდა მათემატიკა ფსიქოლოგისტურად დაეფუძნებინა („რიცხვის ცნების შესახებ“, 1887; „არითმეტიკის ფილოსოფია“, 1891). ფილოსოფიის პროფესორი ჰალეშიგეტინგენსა და ფრაიბურგში, საიდანაც ფაშისტებმა ებრაელობის გამო დაითხოვეს.

გ. ფრეგეს კრიტიკამ დააჩქარა ჰესერლის მიერ ფსიქოლოგიზმის უარყოფა. მეცნიერებათა ფილოსოფიის დაფუძნების ახალი პოზიცია ჰუსერლმა ჩამოაყალიბა „ლოგიკური გამოკვლევების“ 2 ტომში (1900-1901). I ტომის გამო იგი ანტიფსიქოლოგიზმის მედროშედ აღიარეს, II ტომის გამო კი ფსიქოლოგიზმის დაცვა დააბრალეს, რადგან დროსა და სივრცეში მოცემული ფაქტის ცვალებადობაში ინვარიანტული ზედროულის ძიების გზას დესკრიფციული ფაიქოლოგია უწოდა. ჰუსერლი ცოდნის ობიექტურობის საფუძვლებს სუბიექტურობაში — ობიექტების შესახებ ჩვენს ცოდნაში ეძიებდა, რასაც ხელი შეუწყო მისმა შეხვედრამ ვ. დილთაისთან ( 1905 ). განავითარა „ფილოსოფიის, როგორც მკაცრი მეცნიერების„ (1911) იდეა. ეს იდეა დაიცვა შრომაში „იდეები წმინდა ფენომენოლოგიისა და ფენომენოლოგიური ფილოსოფიისათვის“ (დაწერა 3 წიგნად, 1913 გამოიცა პირველი — „ზოგადი შესავალი ფენომენოლოგიაში“, სხვები კი ჰუსერლის სიკვდილის შემდეგ).

ჰუსერლი არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით, მუდამ ახალ დასაბუთებას ეძებდა თავისი ფენომენოლოგიისათვის. იგი თანდათან მეტ როლს ანიჭებდა წმინდა სუბიექტურობას, როგორც ჩვენი ცოდნის მაკონსტიტუირებელს. ამგვარი ტრანსცენდენტალური იდეალიზმით მას სურდა დაედგინა ბ. ბოლცანოს გავლენით გაზიარებული „თავისთავადი ჭეშმარიტების“ ბუნება. თუმცა არც ეს და არც „თავად საგნებისაკენ“ სწრაფვა არ ნიშნავდა ჰუსერლისთვის ცნობიერების ინტენსიურობას; ამიტომ მისი ფენომენოლოგია ტრანსცენდენტალური ეგოლოგიის (მოძღვრება აბსოლუტური „მეს“ შესახებ) სახეს იღებს: სუბიექტი ფენომენებს, როგორც ცნობიერების ნაკადს მყარ ელემენტების, არსების ჭვრეტით აყალიბებს. ჰუსერლი ამ მიზნით ითვისებს რ. დეკარტისი. კანტისა და სხვათა შეხედულებებს. სხვა შრომებში ჰუსერლი ცდილობს ახლებურად დაასაბუთოს ის შეხედულებანი, რომლებიც მოცემულია მის ძირითად ნაშრომში „იდეები...“ (1913). ეგზისტენციალიზმის აღმოცენების შემდეგ ჰუსერლი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საკუთარი მეთოდით გაგებულ ემპირიულ ადამიანს და სოციალურ გარემოს. ამის შედეგია ნაშრომი „ევროპული მეცნიერების კრიზისი და ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია“ (1936).

ჰუსერლის გავლენას განიცდიდნენ კ. იასპერსიმ. ჰაიდეგერინ. ჰარტმანიმ. შელერიჟ. პ. სარტრი, მ. მერლო-პონტი და სხვები. ოციანი წლების დასაწყისში ჰუსერლის სემინარების აქტიური მონაწილე იყო პროფ. კ. ბაქრაძე. ჰუსერლის კვლევის ცენტრი მრავალ ქვეყანაშია, არქივი და გამომცემლობა — ლუვენში.

იხ. ვიდეო ედმუნდ ჰუსერლი დროის თეორია - ფენოლოგია О темпоральности нашего сознания, о сознании как источнике времени, о ретенции и протенции. И немного об искусстве!

აზროვნების დომინანტები ჰუსერლის ფილოსოფიურმა ევოლუციამ, მიუხედავად მისი მგზნებარე ერთგულებისა ერთი იდეისადმი (და შესაძლოა სწორედ ამის გამო), განიცადა მრავალი მეტამორფოზა. თუმცა, შემდეგი ვალდებულებები უცვლელი დარჩა: მკაცრი მეცნიერების იდეალი; ფილოსოფიის გათავისუფლება შემთხვევითი გარემოდან; ფილოსოფოსის რადიკალური ავტონომია და პასუხისმგებლობა; სუბიექტურობის "სასწაული". ჰუსერლი მიმართავს ფილოსოფიას, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია აღადგინოს დაკარგული კავშირი ადამიანთა ღრმა საზრუნავებთან. ის არ არის კმაყოფილი ლოგიკური და დედუქციური მეცნიერებების სიმკაცრით და მეცნიერების, ისევე როგორც ევროპული კაცობრიობის კრიზისის მთავარ მიზეზს ხედავს თანამედროვე მეცნიერების უუნარობასა და უქონლობაში, გადაჭრას ღირებულებისა და მნიშვნელობის პრობლემები. აქ ნაგულისხმევი რადიკალური სიმკაცრე არის მცდელობა მიაღწიოს ყოველგვარი ცოდნის „ძირებს“ ან „საწყისებს“, თავიდან აიცილოს ყველაფერი საეჭვო და თავისთავად მიღებული. მათ, ვინც გადაწყვიტა ამის გაკეთება, ღრმად უნდა გაეგო თავისი პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა არ შეიძლება ვინმეს გადაეცეს. ამით იგი მოითხოვდა მკვლევარის სრულ მეცნიერულ და მორალურ ავტონომიას. როგორც ჰუსერლი წერდა, „ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არ შეიძლება იყოს თავისუფალი: ფილოსოფიის არსებითი ბუნება მდგომარეობს მის უკიდურესად რადიკალურ ავტონომიაში“. აქედან გამომდინარეობს ყურადღება სუბიექტურობაზე, ცნობიერების შეუქცევად და ფუნდამენტურ სამყაროზე, რომელსაც ესმის საკუთარი და სხვათა არსებობა. ჰუსერლის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა სრულად შეესაბამებოდა ინდივიდუალური ავტონომიის, აზროვნების კრიტიკისა და ეპოქის წინაშე პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს. ამ ძლიერმა თვისებებმა შთაბეჭდილება მოახდინა ბევრ სტუდენტზე, რომელთა ნაყოფიერი თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ფენომენოლოგიური მოძრაობა. ყველა სტუდენტი ინარჩუნებდა უცვლელ პატივისცემას იმის მიმართ, ვისაც ევალებოდათ აზროვნების დასაწყისი, თუმცა არც ერთი მათგანი არ გაჰყვა ჰუსერლს დიდი ხნის განმავლობაში

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...