пятница, 6 мая 2022 г.

კარლოს ფუენტესი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      კარლოს ფუენტესი

 (ესპ. Carlos Fuentes Macías: დ. 11 ნოემბერი, 1928 — გ. 15 მაისი, 2012) — მექსიკელი მწერალი, ესეისტი, დიპლომატი, ჟურნალისტი, სცენარისტი.

დაიბადა ქალაქ პანამაში, სადაც იმ დროს მამამისი მუშაობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდნენ. საშუალო განათლება ვაშინგტონში მიიღო. 1944 წელს მექსიკაში ბებიასთან და პაპასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1965 წლამდე დარჩა. მან შეისწავლა მექსიკური კულტურა, ხელოვნება და ფოლკლორი. პატარაობიდანვე მწერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლების დაჟინებული მოთხოვნით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა ჯერ მეხიკოს ეროვნულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, შვეიცარიაში.

მამის მსგავსად, მუშაობა დაიწყო დიპლომატიურ კორპუსში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში, მოგვიანებით კი იყო დიპლომატი პარიზში, ლონდონში და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში. აშშ-ს უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს. თავისუფალ დროს კი წერდა.

სამწერლო კარიერაში მისი დებიუტი 1954 წელს შედგა წიგნით „შენიღბული დღეები“. ამ წიგნს მოყვა კიდევ რამოდენიმე ნაწარმოები, რის შემდეგაც კარლოსმა საკუთარი თავი მთლიანად წიგნების წერას მიუძღვნა. მისი უკანასკნელი წიგნი „ადამი ედემში“ 2009 წელს გამოიცა და მასში წამოჭრილია ნარკოტიკების პრობლემა მექსიკაში.

კარლოს ფუენტესს სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა იცოცხლა, დანარჩენი ორი ადრეულ ასაკში ჰემოფილიითა და ნარკოტიკების დიდი დოზით გარდაიცვალა.

თავად ფუენტესი 2012 წლის 12 მაისს შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა. დასაფლავებულია პარიზში, მონპარნას სასაფლაოზე.

იგი ავტორია ნაწარმოებებისა: „არტემიო კრუსის სიკვდილი“ (1962), „აურა“ (1962), „ბებერი გრინგო“ (1985), „უშობელი კრისტოფერი“ (1987) და სხვა. მისი გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში „The New York Times-მა“ ფუენტესი დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანო მწერალი ესპანურენოვან სამყაროში“ და აღნიშნა მისი მნიშვნელოვანი ღვაწლი „ლათინოამერიკული ლიტერატურის ბუმში“ 1960-70-იან წლებში. ხოლო „Guardian-მა“ მას „მექსიკის ყველაზე ცნობილი რომანისტი“ უწოდა. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის „მიგელ დე სერვანტესის პრემია“ და მექსიკის უმაღლესი პრიზი — „ბელისარიო დომინგეზის ღირსების ორდენი“. მას ხშირად ასახელებდნენ ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის, თუმცა იგი არასდროს მიუღია.
იხ. ვიდეო - Прочитанное || Карлос Фуэнтес "Спокойная совесть"
ნამუშევრები
რომანები, მოთხრობები, დრამები
Los dias enmascarados (1954)
La región más transparente - უღრუბლო სიცხადის ზღვარი (1959)
La muerte de Artemio Cruz - არტემიო კრუზის სიკვდილი (1962)
აურა - აურა (1962)
ზონა საგრადა (1967)
კანის შეცვლა / Cambio de piel (1967, ბრევის ბიბლიოთეკის პრიზი)
კუმპლეანოსი (1969)
Todos los gatos son pardos (1970 დრამა)
El tuerto es rey (1971 წლის დრამა)
Diana o la cazadora solitaria (1972)
Terra Nostra - Terra Nostra (ჩვენი მიწა) (1975)
La cabeza de la hidra - ჰიდრას თავი (1978)
Una familia lejana - შორეული ოჯახი (1980)
Agua quemada - "დამწვარი წყალი" (1981, რუსული თარგმანი 1985)
Orquideas a la luz de la luna (1982 წლის დრამა)
გრინგო ვიეჯო - ძველი გრინგო (1985, გადაღებულია 1989 წელს)
კრისტობალ ნონატო - კრისტოფერ დაუბადებელი (1987)
Ceremonias del alba - განთიადის ცერემონიები (1991, დრამა)
ელ ნარანჯო - ფორთოხლის ხე (1993)
La frontera de cristal (1995)
Los años con Laura Diaz (1999)
Instinto de Inez (2000)
Todas las Familias Felices (2006)
Adán en Edén - ადამი ედემში (2009)
ესე
La nueva novela hispanoamericana (1969)
Tiempo mexicano (1971)
სერვანტესი ლექციების კრიტიკა (1976)
გეოგრაფია დე ლა ნოველა (1993)
იხ. ვიდეო - Carlos Fuentes interview (2000) - Novelist Carlos Fuentes comments on Mexican and U.S. politics and his latest work, "The Years With Laura Diaz."





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...