пятница, 6 мая 2022 г.

კონრად ადენაუერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      კონრად ადენაუერი

                                                         გერმანიის კანცლერი
 (გერმ. Konrad Hermann Joseph Adenauer; დ. 5 იანვარი, 1876, კელნი ― გ. 19 აპრილი, 1967, რენდორფი, ბონის მახლობლად) — გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, განათლებით იურისტი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაის პირველი ბუნდესკანცლერი.

1917-33 წლებში იყო კელნის ობერბურგომისტრი, 1920–1932 — პრუსიის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, კათოლიკური პარტია „ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი. 1933 წელს თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა ნაცისტური მთავრობის მიერ. შემდგომი პერიოდი გაატარა კათოლიკურ მონასტერში. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის პარტიის დამაარსებელი და მისი თავმჯდომარე 1950–1966 წლებში. აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ გერმანიის სახელმწიფოს (გფრ) ჩამოყალიბებასა და მისი კონსტიტუციის შემუშავებაში. ადენაუერი მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიისა და უცხოეთის მონოპოლიებთან. 1949–1963 იყო ბუნდესკანცლერი, ერთდროულად 1951–1955 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1955 ეწვია სსრ კავშირს. ამ ვიზიტს მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება სსრკ-სა და გფრ-ს შორის. ადენაუერის მთავრობამ ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას (1954). ამ მთავრობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო გფრ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღორძინებას. ადენაუერის ინიციატივით აიკრძალა გერმანიის კომუნისტური პარტიის (1956) საქმიანობა.
იხ. ვიდეო - კონრად ადენაუერი და დასავლეთ ბერლინელები " Koni, Koni !!!"
კენედის ბერლინში ვიზიტის დროს ქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. საზეიმო ტრიბუნაზე ვილი ბრანდტის გამოსვლის დროს, ადამიანებმა საკუთარი პატივისცემა გამოხატეს გფრ-ს მაშინდელი კანცლერის მიმართ, შეძახილებით: "კონი, კონი"



 ადენაუერის მთავრობა ესწრაფოდა II მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში დადგენილი საზღვრების გადასინჯვას, ერთიანი გერმანიის სახელმწიფოს აღდგენას 1937 საზღვრებში. აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან ერთად მომხრე იყო „ძალის პოლიტიკის“ გატარებისა სსრკ-სა და სოციალისტური ბლოკის სხვა სახელმწიფოების მიმართ. მისი თაოსნობით 1958 ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გფრ-ის მთავრობას ანიჭებს უფლებას აღჭურვოს ბუნდესვერი ატომური და რაკეტული იარაღით.
ის ნებაყოფლობით გადადგა კანცლერის თანამდებობიდან 1963 წელს, ასაკის გამო, იმყოფებოდა თავისი დიდების პიკზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტორი.

73 წლის ასაკში თანამდებობა რომ დაიკავა, მასზე 14 წელი დარჩა. ადენაუერი გარდაიცვალა 1967 წლის 19 აპრილს რონდორფში მდებარე ვილაში 91 წლის ასაკში.

იგი ითვლებოდა ავტორიტარული სტილის მტკიცე ნებისყოფის და ენერგიულ პოლიტიკოსად, მკაცრ სკეპტიკოსად და პრაგმატისტად.
იხ. ვიდეო - Аденауэр - Возрождение Германии | Те, кто сформировал ХХ век, Эп. 16


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...