суббота, 7 мая 2022 г.

ხორხე ლუის ბორხესი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   ხორხე ლუის ბორხესი     

 (ესპ. Jorge Luis Borges [ˈxorxe ˈlwis ˈβorxes]) (სრული სახელი ესპ. Jorge Francisco Isidoro Luis Borges Acevedo ფრანცისკო ისიდორო ლუის ბორხეს ასევედო), (დ. 24 აგვისტო, 1899, ბუენოს-აირესი, არგენტინა ― გ. 14 ივნისი, 1986, ჟენევა, შვეიცარია) — არგენტინელი მწერალი და პოეტი.

მამა, ხორხე გილიელმო ბორხესი, ადვოკატი და ფსიქოლოგიის პროფესორი, ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მაგრამ შვილისგან განსხვავებით, წარმატებას ვერ მიაღწია. დედა, ლეონორ ასევედო სუარესი ინგლისურიდან მთარგმნელად მუშაობდა. ბორხესების ოჯახი ორენოვანი იყო, ამიტომ მომავალი მწერალი ბავშვობიდან ერთ დონეზე ფლობდა ინგლისურ და ესპანურ ენასპირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბორხესი ჟენევაში სწავლობს, გარკვეულ დროს ატარებს იტალიასა და ესპანეთში. ამ პერიოდისთვის ხორხე ლუის ბორხესი ესპანეთში ულტრაისტული ავანგარდული მიმდინარეობის წევრია. ჟურნალში Grecia ქვეყნდება უოლტ უიტმანის სტილში დაწერილი მისი პირველი ლექსი, ჰიმნი ზღვას.

1921 წელს იგი ბუენოს-აირესში ბრუნდება და მრავალმხრივ კულტურულ მოღვაწეობას იწყებს: აარსებს ჟურნალს, თარგმნის კაფკასა და ფოლკნერს, აქვეყნებს ლექსებსა და ესეებს1930-იანი წლების ბოლოს იგი იწყებს მოთხრობებისა და ნოველების წერას და აქვეყნებს „მსოფლიო მზაკვრობის ისტორიას“, რომელიც სახელს გაუთქვამს როგორც პროზაიკოსს. ამ პერიოდში იგი თავზე ტრავმას იღებს, რაც მის ნაწილობრივ დაბრმავებას იწვევს, თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც განაგრძობს მუშაობას. ამაში მას ჯერ დედა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თანაშემწე და მოგვიანებით მეუღლე, მარია კოდამა ეხმარება. ამ პერიოდისთვის ბორხესი ძირითადად ცნობილია თავისი ნოველებით, თუმცა ამავე დროს წერს ლექსებსა და ლიტერატურულ კრიტიკას. იგი თანაავტორია ასევე პაროდიული დეტექტივებისა, რომლებიც ბუსტოს დომეკის ფსევდონიმით გამოდის, და ასტორ პიაცოლას მუსიკაზე შექმნილი სიმღერების. 1955 წელს ბორხესს ნიშნავენ ბუენოს-აირესის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. ამავე წელს ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლებას იწყებს.

იხ. ვიდეო - Почему стоит почитать Хорхе Луиса Борхеса



საერთაშორისო კრიტიკა ბორხესის შემოქმედებით მხოლოდ 1960-იანი წლებში ინტერესდება. 1961 წელს იგი სამუელ ბეკეტთან ერთად იღებს ფორმენტორის პრემიას1962 წელს მისი ნაწარმოებები პირველად ითარგმნება ინგლისურად, რასაც ავტორისთვის დიდი პოპულარობა მოაქვს. 1967 წელს ბორხესი ცოლად ირთავს დიდი ხნის მეგობარს, ელზა ასტეტ მილანს, რომელთან ქორწინებაც 3 წელი გრძელდება. 1973 წელს ხუან პერონის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბორხესი ტოვებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას. 1979 წელს მწერალს აჯილდოებენ სერვანტესის პრემიით1983 წელს კი საპატიო ლეგიონის ორდენს იღებს.

ცხოვრების ბოლო წლებს ბორხესი თავის თანაშემწესთან, მარია კოდამასთან ატარებს. 1984 წელს ისინი აქვეყნებენ ნაწყვეტებს თავიანთი დღიურიდან, სახელწოდებით ატალა, სადაც ბორხესის ტექსტები და კოდომას ფოტოებია. ისინი 1986 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ქორწინდებიან. ბორხესი გარდაიცვლება კიბოთი, ჟენევაში1986 წელს. მას მეფეთა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბორხესს ზოგიერთი მაგიური რეალიზმის ლათინო ამერიკული სკოლის ფუძემდებლად მიიჩნევს და გაბრიელ გარსია მარკესთან ერთად XX საუკუნის სამხრეთ ამერიკული ფიქციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად ასახელებს. სხვები კი მასში უნივერსალურ მწერალს ხედავენ. მის ნაწარმოებებში ხშირია სიმბოლოების, სარკეების, ლაბირინთების, რეალობისა და პიროვნების თემა. ფიქციის გარდა ბორხესის შემოქმედება მოიცავს ფილმებისა და წიგნების კრიტიკას, დეტექტიურ რომანს. ბორხესი დეტექტიურ რომანს მიიჩნევს კლასიკური ლიტერატურის ღირსეულ მემკვიდრედ, რადგან მას გააჩნია ნათლად განსაზღვრული გეგმა, შესავალი, ინტრიგა და დასასრული. ბორხესს ეკუთვნის ასევე მოკლე ბიოგრაფიები და გრძელი ფილოსოფიური ესეები მეტყველების, დიალოგის, აზროვნებისა და მათი ურთიერთმიმართების შესახებ. ისეთ სტატიებში, როგორიცაა, მაგალითად, „ტანგოს ისტორია“ და „ათას ერთი ღამის მთარგნელები“, ავტორი ნათლად მიანიშნებს იმ ელემენტებზე რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მის ცხოვრებაში.

ნაწარმოებები

  • ანფასის მთვარე, 1925
  • ინკვიზიციები, 1925
  • დისკუსია, 1932
  • გაიძვერობის უნივერსალური ისტორია, 1935
  • მარადიულობის ისტორია, 1936
  • ფიქციები (ნოველების კრებული), 1944
  • ალეფი, 1949
  • გამოძიებები, 1952
  • ავტორი, 1960
  • სხვა, იგივე, 1964
  • ექვსი სიმისთვის, 1964
  • ავტობიოგრაფიული ესე, 1970
  • ვეფხვების ოქრო, 1972
  • წინასიტყვაობების წიგნი, 1975
  • ქვიშის წიგნი, 1975
  • ღრმა ვარდი, 1975
  • რკინის მონეტა, 1976
  • რა არის ბუდიზმი, 1976
  • ღამის ისტორია, 1977
  • შვიდი ღამე, 1980
  • ციფრი, 1981
  • ექვსი ესე დანტეს შესახებ, 1982
  • ატლასი, 1984
იხ. ვიდეო - ხორხე ლუის ბორხესი -"კატოს საღამოები"- რადიო იმედი, Radio imedi
ბორხესი არის ახალი ლათინური ამერიკის ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებელი და კლასიკოსი. ბორხესის შემოქმედება მეტაფიზიკურია, ის აერთიანებს ფანტასტიკასა და პოეტურ მეთოდებს. ბორხესი ჭეშმარიტების ძიებას არაპერსპექტიულად მიიჩნევს, მისი შემოქმედების თემებს შორისაა სამყაროს შეუსაბამობა, დრო, მარტოობა, ადამიანის ბედი, სიკვდილი. მის მხატვრულ ენას ახასიათებს მაღალი და მასობრივი კულტურის ტექნიკის ნაზავი, აბსტრაქტული მეტაფიზიკური უნივერსალებისა და თანამედროვე არგენტინული კულტურის რეალობის ერთობლიობა (მაგალითად, მაჩოს კულტი). მისი პროზაული ფანტაზიები, რომლებიც ხშირად იღებენ სათავგადასავლო ან დეტექტიურ ისტორიებს, ნიღბავს სერიოზული ფილოსოფიური და სამეცნიერო პრობლემების განხილვას; მისი ადრეული ნაწარმოებებიდან ავტორი ბრწყინავდა ერუდიციით და მრავალი ენის ცოდნით. მის შემოქმედებას ახასიათებს სიმართლისა და მხატვრული ლიტერატურის ზღვარზე თამაში, ხშირი ხუმრობა: ცნობები და ციტატები არარსებული ნაწარმოებებიდან, გამოგონილი ბიოგრაფიები და თუნდაც კულტურები. ბორხესი, მარსელ პრუსტთან ერთად, ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ პირველ მწერლად, რომელიც შეეხო ადამიანის მეხსიერების საკითხს.

ბორხესმა დიდი გავლენა მოახდინა ლიტერატურის მრავალ ჟანრზე – აბსურდის რომანიდან სამეცნიერო ფანტასტიკურ მხატვრულ ლიტერატურამდე; მის გავლენის შესახებ ისაუბრეს ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან კურტ ვონეგუტი, ფილიპ დიკი და სტანისლავ ლემი


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...