пятница, 27 мая 2022 г.

ჯონ უილიამ სტრეტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ჯონ უილიამ სტრეტი

დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1842
დაბ. ადგილი Maldon
გარდ. თარიღი 30 ივნისი, 1919 (76 წლის)
გარდ. ადგილი Terling Place
დასაფლავებულია Terling (All Saints) Churchyard
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკა
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰეროუს სკოლა , ტრინიტის კოლეჯი , იტონის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ჯოზეფ ჯონ თომსონი და Jagadish Chandra Bose
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი და ხელოვნების მაგისტრი
მეუღლე Evelyn Strutt, Baroness Rayleigh of Terling Place
მამა John Strutt, 2nd Baron Rayleigh of Terling Place
დედა Clara Vicars
შვილ(ებ)ი Robert Strutt, 4th Baron Rayleigh , Arthur Strutt, Julian Balfour Strutt და William Maitland Strutt
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში, სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი, ფარადეის ლექციის პრიზი, ლეკონტეს პრემია, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო მედალი, ელიოტ კრესონის მედალი, დე მორგანის მედალი, რუმფორდის მედალი, მატეუჩის მედალი , ალბერტის მედალი, ბეიკერის სახელობის ლექცია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Bressa Prize , ღირსების ორდენი , სმითის პრემია და Fellow of Trinity College
ხელმოწერა Autograph of Rayleigh.png
 რელეის მესამე გრაფი (ინგლ. John Strutt, 3rd Baron Rayleigh; დ. 12 ნოემბერი, 1842, ლონდონი — გ. 30 ივნისი, 1919, ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი და მექანიკოსი. უილიამ რამზაისთან ერთად აღმოაჩინა არგონის გაზი. რისთვისაც 1904 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში. 1873 წლიდან იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი და მისი პრეზიდენტი 1905-1908 წლებში.
იხ. ვიდეო - Простые истории. Физик Джон Уильям Стретт
ბიოგრაფია
ინგლისელი ფიზიკოსი, სამეფო საზოგადოების წევრი ჯონ უილიამ სტრეტი დაიბადა 1842 წლის 12 ოქტომბერს ლონდონში. ჯონ უილიამის გვარი თავდაპირველად სტრეტი იყო და ამ გვარით იხსენიებოდა 32 წლამდე. 1873 წელს კი მან ლორდ სტრეტის ტიტული მისცეს და ამ დროიდან როგორც სტრეტი ფიზიკის ისტორიაში აღარ იხსენიება. დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1879 წელს შეცვალა ჯ. მაქსველი და დაინიშნა ამავე უნივერსიტეტის ქავენდიშის ლაბორატორიის დირექტორად. 1887 წელს სტრეტი აირჩიეს ინგლისის სამეფო ინსტიტუტის პროფესორად.

ჯონ სტრეტის შრომები
ჯონ სტრეტის შრომები ფიზიკის თითქმის ყველა დარგს მისწვდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მან აკუსტიკაში, ოპტიკაში, და ელექტრობაში შექმნა. აკუსტიკაში მან გამოიკვლია დრეკად სხეულთა რხევები (სიმების, ღეროების, ფირფიტებისა და სხვ.) ჩამოყალიბებული ზოგადი თეორემის საშუალებით მან მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა მერხევი სისტემების საკუთარ სიხშირეთა შესახებ; ამის საფუძველზე სტრეტიმ დაამუშავა მერხევი სისტემის საკუთარ სიხშირეთა ცვლილებების გაანგარიშების მეთოდი იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ცნობილია ამოსავალი სისტემის საკუთარი სიხშირეები და როდესაც საკვლევი სისტემა მისგან მცირედ არის გადახრილი. იმ შემთხვევაში, როდესაც მექანიკური სისტემები არამილევად რხევებს ასრულებს სტრეტიმ პირველმა მიაქცია ყურადღება ამ რხევების განსაკუთრებულ ხასიათს, ასეთი რხევების წარმომშობი სისტემების თავისებურებას. სტრეტის შრომების ნაწილი ეხება მექანიკური ტალღების გამოსხივების წნევას, ხოლო დრეკადი ტალღების თეორიაში - ტალღათა დიფრაქციის, გაბნევისა დაშთანთქმის საკითხებს, სასრული ამპლიტუდის ტალღებს, ზედაპირული ტალღების ტიპს, ე. წ. სტრეტის ტალღებს და სხვ.

1911 წელს სტრეტიმ შექმნა კანონი, რომელსაც აბსოლუტურად შავი სხეულის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრში ენერგიის განაწილება გამოხატა ტემპერატურაზე დამოკიდებულებით ე. წ. გამოსხივების სტრეტი - ჯინსის კანონი. სტრეტის უმთავრესი შრომები რხევათა თეორიასა და აკუსტიკაში მოცემულია მის ორტომეულში ბგერის თეორია 1877-1878 წწ. რაც რხევათა ზოგად თეორიას წარმოადგენს.

სტრეტის სხვა სახის შრომებიდან შემდეგს ავღნიშნავთ; 1894 წელს მან დაადგინა, რომ ერთისა და იმავე მოცულობის ქიმიურად სუფთა აზოტისა და ატმოსფეროდან მიღებული აზოტის წონები ზუსტად არ თანხვდება ერთმანეთს. 1900 წელს პარიზში გამართულ ფიზიკოსთა პირველ კონგრესზე სტრეტი აირჩიეს იმ კომისიის შემადგენლობაში , რომელსაც დაევალა ერთეულთა სისტემების შერჩევა. სტრეტის კალამს ეკუთვნის ბევრი შრომა ფიზიკის ისტორიაში. ინგლისის სამეფო საზოგადოების არქივებში მან მრავალი ღირშესანიშნავი შრომა აღმოაჩინა ფიზიკაში. ყველა შრომას აქვეყნებდა ღრმა ანალიზით.

ჯონ სტრეტი გარდაიცვალა 1919 წელის 30 ივნისს, 77 წლის ასაკში, ლონდონში.
იხ. ვიდეო - John Strutt, 3rd Baron Rayleigh | Wikipedia audio article - This is an audio version of the Wikipedia Article:
John Strutt, 3rd Baron Rayleigh

Listening is a more natural way of learning, when compared to reading. Written language only began at around 3200 BC, but spoken language has existed long ago.

Learning by listening is a great way to:
- increases imagination and understanding
- improves your listening skills
- improves your own spoken accent
- learn while on the move
- reduce eye strain

Now learn the vast amount of general knowledge available on Wikipedia through audio (audio article). You could even learn subconsciously by playing the audio while you are sleeping! If you are planning to listen a lot, you could try using a bone conduction headphone, or a standard speaker instead of an earphone.




   

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...