среда, 11 мая 2022 г.

დეივიდ კოპერფილდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                დეივიდ კოპერფილდი

 (სრული ორიგინალური სათაური — The Personal History, Adventures, Experience and Observation of David Copperfield the Younger of Blunderstone Rookery (Which He Never Meant to Publish on Any Account) — ჩარლზ დიკენსის რიგით მერვე რომანი, რომელიც პირველად 1850 წელს გამოიცა. ისევე, როგორც წინამორბედი ნაწარმოებები, იგი მანამდე ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. წიგნში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია დიკენსის პირადი ცხოვრებიდან. „დეივიდ კოპერფილდი“ ითვლება დიკენსის ყველაზე ავტობიოგრაფიულ რომანად.

დევიდ კოპერფილდი ობოლი დაიბადა — მამამისის სიკვდილიდან ნახევარი წლის შემდეგ. ისე მოხდა, რომ მის დაბადებას დაესწრო მამამისის მამიდა, მის ბეტსი ტროტვუდი; ამ ქალბატონის ქორწინება ისე წარუმატებელი ყოფილა, რომ იგი მამაკაცთა მოძულე გამხდარა, ქალიშვილობის გვარი დაუბრუნებია და პროვინციაში დასახლებულა. ქორწინებამდე მას ძალიან უყვარდა ძმისშვილი, მაგრამ მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ შეურიგდა მის არჩევანს და გაეცნო მის ქვრივს. მის ბეტსიმ სურვილი გამოთქვა მოენათლა ახალშობილი გოგონა (მას უნდოდა, რომ სწორედ გოგონა დაბადებულიყო), ითხოვა მისთვის ბეტსი ტროტვუდ კოპერფილდი დაერქვათ, აპირებდა „სათანადოდ აღეზარდა იგი“ და დაეცვა ყველა შესაძლებელი შეცდომისგან. როდესაც გაიგო, რომ ბიჭი დაიბადა, ისე გაუცრუვდა გული, რომ გამოუმშვიდობებლად სამუდამოდ დატოვა ძმისშვილის სახლი.

ბავშვობაში დევიდი გარშემორტყმული იყო დედისა და ძიძა პეგოტის ზრუნვითა და სიყვარულით; მაგრამ დედა მეორედ გათხოვდა. თაფლობის თვეში დევიდი და ძიძა გაამგზავრეს იარმაუთში სტუმრად პეგოტის ძმასთან. ასე ხვდება პირველად სტუმართმოყვარე გემ-სახლში და ეცნობა მის მკვიდრთ: მისტერ პეგოტის, მის ძმისწულ ქამს და დისწულ ემილის (დევიდს ბავშვურად შეუყვარდება პატარა ემი) და მისტერ პეგოტის ძველი მეგობრის ქვრივს, გამიჯს. შინ დაბრუნებისას დევიდი სახლში „ახალ მამას“ — მისტერ მარდსტონს და სრულიად შეცვლილ დედას აღმოაჩენს: ახლა მას ეშინია ბავშვს მოეფეროს და ყველაფერში ქმარს ემორჩილება. როდესაც მათთან მისტერ მარდსტონის დაც სახლდება, ბიჭის ცხოვრება სრულიად აუტანელი ხდება.

მარდსტონები ამაყობენ თავიანთი სიმტკიცით, რაშიც „ტირანულ, პირქუშ, ქედმაღალ, სატანისებურ ზნეს გულისხმობენ, რომელიც ორივეს ახასიათებს“. ბავშვს სახლში ამეცადინებენ; მამინაცვლისა და მისი დის მრისხანე მზერა აშინებს ბიჭს და დედას ნასწავლ გაკვეთილებსაც ვერ აბარებს. მისი ცხოვრების ერთადერთი სიხარული მამისეული წიგნებია, რომლებიც, მისდა საბედნიეროდ, საკუთარ ოთახში აღმოჩინა. ცუდი სწავლისთვის სადილს არ აჭმევენ და თავში ურტყამენ; ბოლოს და ბოლოს მისტერ მარდსტონმა გაროზგვასაც მიმართა. როდესაც პირველი დარტყმა იგრძნო, მამინაცვალს ხელზე უკბინა. ამის გამო სელემ ჰაუზის სკოლაში გაამწესეს — პირდაპირ არდადეგების დროს. დედა ცივად გამოეთხოვა მის მარდსტონის შიშით და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეტლი სახლს ნახევარი მილით მოშორდა, ერთგული პეგოტი ჩაუჯდა ეტლში, კოცნით აავსო „თავისი დევი“, ნუგბარ-ნუგბარით აუვსო ჯიბეები და ტყავის საფულე მიაჩეჩა, რომელშიც სხვა ფულთან ერთად ქაღალდში გახვეული დედის ნაჩუქარი ორი ნახევარკრონიანიც იდო, ქაღალდზე კი ეწერა „დევისთვის. სიყვარულით“. სკოლაში ჩასვლისთანავე ზურგზე დაფა დაჰკიდეს წარწერით „უფრთხილდით, იკბინება!“

არდადეგები მთავრდება, სკოლაში მისი ბინადრები ბრუნდებიან და დევიდი ახალ მეგობრებს ეცნობა — მასზე ექვსი წლით უფროს, მოსწავლეებში ლიდერად აღიარებულ ჯემს სტირფორდსა და ტომი ტრედლსს — „ყველაზე მხიარულსა და ყველაზე უბედურს“. სკოლას ხელმძღვანელობს მისტერ კრიკლი, რომელიც აღზრდის მხოლოდ ერთ მეთოდს — დაშინებასა და როზგს აღიარებს; არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ შინაურებსაც სასტიკად ეშინიათ მისი. ერთადერთს, სტირფორდს ერიდება მისტერ კრიკლი და ისიც თავის მფარველობაში აიყვანს კოპერფილდს — იმისთვის, რომ შეჰერაზადასავით უყვება მამის ბიბლიოთეკიდან წაკითხული წიგნების შინაარსს.

საშობაო არდადეგები დგება და დევიდი სახლში მიდის, თუმცა ჯერაც არ იცის, რომ ეს მისი უკანასკნელი შეხვედრა იქნება დედასთან: მალე იგი გარდაიცვლება; მოკვდება დევიდის ახალშობილი ძმაც. დედის სიკვდილის შემდეგ დევიდი სკოლაში აღარ ბრუნდება: მისტერ მარდსტონი უხსნის, რომ განათლება ძვირი ჯდება და ისეთს, როგორიც დევიდ კოპერფილდია, არც გამოადგება, რადგან თავი უკვე საკუთარი შრომით უნდა ირჩინოს. ბიჭი მძიმედ განიცდის თავის მიუსაფრობას: მარდსტონებმა დაითხოვეს პეგოტი, კეთილი ძიძა — ერთადერთი ადამიანი მთელს სამყაროში, რომელსაც ბიჭი უყვარდა. პეგოტი იარმაუთში ბრუნდება და ცოლად მიჰყვება მეეტლე ბარკისს, მაგრამ განშორებამდე დაიყოლიებს მარდსტონებს, გაუშვან დევიდი იარმაუთში და იგი კვლავ ხვდება გემ-სახლში ზღვის პირას, სადაც ყველა თანაუგრძნობს მას და ყველა კეთილია მის მიმართ — ეს იყო სიყვარულის უკანასკნელი ყლუპი მძიმე განსაცდელის წინ.

მარდსტონი დევიდს ლონდონში აგზავნის „მარდსტონისა და გრინბის“ სავაჭრო სახლში სამუშაოდ. ასე შედის დამოუკიდებელ ცხოვრებაში ათი წლის დევიდი და ფირმის მონა ხდება. სხვა ბიჭებთან ერთად იგი მთელი დღე რეცხავს ბოთლებს და გრძნობს, თანდათანობით როგორ ავიწყდება სკოლაში ნასწავლი და შიში ზარავს იმაზე ფიქრში, რომ შეიძლება წინა ცხოვრებიდან ვინმემ ამ დღეში დაინახოს. მისი ტანჯვა ძლიერი და ღრმაა, მაგრამ ის მაინც არ ჩივის.

დევიდი ძალიან უახლოვდება თავისი ბინის მეპატრონის, მისტერ მიკომბერის ოჯახს; მიკომბერი თავქარიანი და უიღბლო კაცია, რომელსაც მუდმივად მოადგებიან ხოლმე მევალეები და რომელიც მუდმივად იმის იმედით ცხოვრობს, რომ ოდესმე „ბედი გაუღიმებს“. მისის მიკომბერი, რომელიც იოლად ვარდება ისტერიკაში და ასევე იოლად მშვიდდება, ხშირ-ხშირად სთხოვს დევიდს დააგირაოს ხან ვერცხლის კოვზი, ხან შაქრის მაშა; მაგრამ მალე მიკომბერებთან გამომშვიდობება უხდება: ისინი სავალო ციხეში აღმოჩნდებიან და განთავისუფლების შემდეგ უკეთესი ხვედრის საძიებლად პლიმუტს გაემგზავრებიან.

დევიდს ლონდონში ერთი ახლობელი ადამიანიც არ რჩება და მყარად გადაწყვეტს, პაპიდასთან გაიქცეს ტროტვუდში. წერილში ეკითხება პეგოტის, სად ცხოვრობს პაპიდა და სესხად ნახევარ გინეას სთხოვს. ფულისა და ფრიად გაურკვეველი პასუხის მიღების შემდეგ, რომ მის ტროტვუდი „სადღაც დუვრის მახლობლად“ ცხოვრობს, დევიდი თავის ნივთებს ზანდუკში ჩააწყობს და საფოსტო კარეტების სადგურისკენ გაემართება; გზაში გაძარცვავენ და უკვე ზანდუკისა და ფულის გარეშე ფეხით დაადგება გზას. ღია ცის ქვეშ გაათენებს ღამეს, გაჰყიდის ქურთუკს და ჟილეტს, პური რომ იყიდოს, უამრავ განსაცდელს გადაიტანს და მეექვსე დღეს, მშიერი და ჭუჭყიანი, დამტვრეული ფეხებით, ჩააღწევს დუვრს. გაუმართლებს და პაპიდის სახლს იპოვის, ტირილით მოუყვება თავის ამბავს და თავშესაფარს მოსთხოვს. პაპიდა მარდსტონებს წერილს მისწერს და საბოლოო პასუხის მიცემას მათთან მოთათბირების შემდეგ დაჰპირდება, მანამდე კი დევიდს დაბანენ, სადილს აჭმევენ და ნამდვილ, სუფთა ლოგინში აწვენენ.

მარდსტონებთან მოთათბირების შემდეგ ბებია გაერკვა, რომ ეს პირქუში, უხეში და ხარბი ხალხია, რომლებმაც ისარგებლეს იმით, რომ დევიდის დედამ, რომელიც საფლავში ჩაიყვანეს, ანდერძში სპეციალურად არ აღნიშნა დევიდის წილი და მთელს მის ქონებას დაეპატრონენ, ხოლო ბავშვს ერთი პენსიც არ გამოუყვეს. ყველაფერ ამის შემდეგ პაპიდამ გადაწყვიტა, დევიდის ოფიციალური მეურვე გამხდარიყო. როგორც იქნა, დევიდი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. პაპიდა ცოტა უცნაურია, მაგრამ მეტად კეთილია და არა მხოლოდ თავისი ძმის შვილიშვილის მიმართ. მის სახლში ცხოვრობს წყნარი გიჟი მისტერ დიკი, რომელიც პაპიდამ ბედლამს გადაარჩინა. დევიდი იწყებს კენტერბერიში დოქტორ სტრონგის სკოლაში სწავლას. რამდენადაც სკოლის პანსიონში ადგილები აღარ არის, პაპიდა მადლიერებით იღებს თავისი იურისტის, მისტერ უიკფილდის წინადადებას, თავისთან შეიკედლოს ბიჭი. ცოლის გარდაცვალების შემდეგ მისტერ უიკფილდი სევდის ჩასახშობად უზომო რაოდენობით პორტვეინს ეტანებოდა; ერთადერთი სინათლე მის ცხოვრებაში მისი ქალიშვილი, დევიდის თანატოლი აგნესი იყო. იგი დევიდსაც კეთილ ანგელოზად მოევლინა. მისტერ უიკფილდის იურიდიულ კანტორაში მსახურობს ურია ჰიპი — საზიზღარი არსება, ჟღალთმიანი, მთელი ტანით დაკლაკნილი, მუდმივად ღია წითელი უწამწამო თვალებით, დღემუდამ ცივი და სველი ხელებით, რომელიც თითოეულ თავის ფრაზას პირმოთნედ ამატებს „ჩვენ პატარა და მორჩილი ხალხი ვართ“.

დოქტორ სტრონგის სკოლა მისტერ კრიკლის სკოლისაგან სრულიად განსხვავდებოდა. დევიდი წარმატებით სწავლობდა და ბედნიერმა სასკოლო წლებმა, რომელთაც ათბობდა პაპიდის, მისტერ დიკისა და კეთილი ანგელოზის აგნესის სიყვარული, თვალის დახამხამებაში ჩაიქროლა. სკოლის დამთავრების შემდეგ პაპიდამ დევიდს შესთავაზა ლონდონს გამგზავრება, პეგოტის მონახულება, დასვენება და შემდეგ რაიმე სასურველი საქმის ამორჩევა; დევიდი სამოგზაუროდ მიეშურება. ლონდონში სტირფორდს შეხვდება, რომელთან ერთადაც სწავლობდა სელემ ჰაუზში. სტირფორდი თავის დედასთან სტუმრად ეპატიჟება, დევიდი მიიღებს მიპატიჟებას. თავის მხრივ, დევიდიც მიიპატიჟებს სტირფორდს იარმაუთში. გემ-სახლში მივლენ სწორედ იმ დროს, როდესაც ემილისა და ქამის ნიშნობა მიმდინარეობს; ემილი გაიზარდა და გამშვენიერდა, მთელი მხარის ქალებს შურთ მისი სილამაზისა და გემოვნებიანი ჩაცმის გამო; ემილი მკერავად მუშაობს. დევიდი თავისი ძიძის სახლში გაჩერდა, სტირფორდი კი — ფუნდუკში; დევიდი მთელი დღეები დადის სასაფლაოზე ძვირფას საფლავებთან; სტირფორდი ზღვაში გადის, აწყობს ნადიმებს მეზღვაურებისთვის და ხიბლავს მთელი სანაპიროს მოსახლეობას, „აღძრული მბრძანებლობის გაუცნობიერებელი სურვილით, უანგარიშო მოთხოვნილებით მოიპოვოს, დაიპყროს ისიც კი, რაც მისთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს“. როგორ ნანობს დევიდი, რომ იგი ჩამოიყვანა!

სტირფორდი აცდუნებს ემილის და ქორწილის წინადღეს ქალი მასთან ერთად გარბის, „რომ დაბრუნდეს როგორც ლედი ან სულ არ დაბრუნდეს“. ქამს გული დაემსხვრევა და მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, შრომაში ჩაახშოს თავისი სევდა, მისტერ პეგოტი კი გაემგზავრება მთელს ქვეყანაზე ემილის საძებნელად და გემ-სახლში რჩება მხოლოდ მისის გამიჯი — რათა ფანჯარაში მუდმივად ენთოს სინათლე, იმ შემთხვევისთვის, თუკი ემილი დაბრუნდება. მრავალი წელი არ იქნება მისგან არანაირი ცნობა, სანამ დევიდი არ გაიგებს, რომ იტალიაში ემილი გაექცა სტირფორდს, როდესაც მას მობეზრდა და შესთავაზა, ჩემს მსახურს გაჰყევი ცოლადო.

პაპიდა სთავაზობს დევიდს, იურისტის კარიერა აირჩიოს და პროქტორი გახდეს. დევიდი თანხმდება, პაპიდა ათას ფუნტ შეიტანს მისი განსწავლისთვის, მოუწყობს ცხოვრებას და დუვრში დაბრუნდება. იწყება დევიდის დამოუკიდებელი ცხოვრება ლონდონში. გაიხარებს, როდესაც ისევ შეხვდება ტომი ტრედლს, სელემ ჰაუზელ მეგობარს, რომელიც ასევე იურიდიულ ასპარეზზე შრომობს, მაგრამ ღარიბია და ცხოვრებისთვის და სწავლისთვის საჭირო ფულს დამოუკიდებლად შოულობს. ტრედლსი დანიშნულია და აღტკინებით უყვება დევიდს თავისი სოფის შესახებ. დევიდიც შეყვარებულია დორაზე, იმ ფირმის მფლობელის, მისტერ სპენლოუს ქალიშვილზე, სადაც პრაქტიკას გადის. მეგობრებს ბევრი აქვთ სალაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მკაცრად ეპყრობა, ტრედლსი გასაოცრად კეთილი სულისაა. ირკვევა, რომ მისი ბინის პატრონები ცოლ-ქმარი მიკომბერები არიან; ისინი, როგორც ყოველთვის, ახლაც ვალებში არიან ჩავარდნილი. დევიდი სიამოვნებით განაახლებს ძველ ნაცნობობას; ტრედლსი და მიკომბერები წარმოადგენენ მისი ურთიერთობის წრეს, სანამ მიკომბერები კენტერბერიში არ გაეშურებიან გარემოებათა გავლენით და ახალი იმედებით ფრთაშესხმულები, რომ „ბედმა გაუღიმათ“: მისტერ მიკომბერმა სამუშაო მიიღო „უიკფილდისა და ჰიპის“ კანტორაში.

ურია ჰიპმა მოხერხებულად იყენებს მისტერ უიკფილდის სისუსტეს, ხდება მისი კომპანიონი და ნელ-ნელა ხელთ იგდებს მის კანტორას. იგი განზრახ აურ-დაურევს ანგარიშებს, უსინდისოდ ძარცვავს ფირმას და მის კლიენტებს, მუდმივად ათრობს მისტერ უიკფილდს და შთააგონებს, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ლოთობაა. იგი მისტერ უიკფილდის სახლში გადადის საცხოვრებლად და აგნესის დაუფლებას ცდილობს. მიკომბერი, რომელიც მთლიანად მასზეა დამოკიდებული, სწორედ ამ ბინძურ საქმეში უნდა დაეხმაროს მას. ურია ჰიპის ერთ-ერთი მსხვერპლი — დევიდის პაპიდაა. იგი გაკოტრდა; მისტერ დიკთან ერთად იგი ლონდონში გადადის საცხოვრებლად, ხოლო დუვრის სახლს გააქირავებს, თავი რომ როგორმე გაიტანოს.

დევიდს ეს ამბავი ვერ გასტეხს; იგი მუშაობას იწყებს დოქტორ სტრონგის მდივნად, რომელიც პენსიაზე გავიდა და ლონდონში დასახლდა (ეს ადგილი კეთილმა ანგელოზმა აგნესმა აშოვნინა); ამას გარდა, დევიდი სწავლობს სტენოგრაფიას. ბებიას ისე მიჰყავს მეურნეობა, რომ დევიდს ეჩვენება, თითქოს კი არ გაღარიბდა, არამედ გამდიდრდა; მისტერ დიკი ქაღალდების გადაწერით შოულობს ფულს. სტენოგრაფიას რომ დაეუფლა, დევიდმა საპარლამენტო რეპორტიორობა დაიწყო და ფინანსურად წელში გაიმართა. მიუხედავად ამისა, მისტერ სპენლოუმ, დორას მამამ, გაღარიბებულ დევიდს სახლში მისვლა აუკრძალა. დორასაც ეშინია სიღარიბისა. დევიდი უნუგეშოდაა; მაგრამ როდესაც მისტერ სპენლოუ მოულოდნელად გარდაიცვალა, გაირკვა, რომ მისი საქმეები სრულიად მოუწესრიგებელი ყოფილა და დორა, რომელიც ახლა მამიდებთან ცხოვრობს სულაც არაა დევიდზე უფრო მდიდარი. დევიდს უფლება ეძლევა, მიაკითხოს მას; დორას მამიდები მშვენივრად შეეწყვნენ დევიდის ბებიას. დევიდს არ მოსწონს, რომ ისინი ყველანი დორას სათამაშოსავით ეპყრობიან, მაგრამ თავად დორას არაფერი აქვს საწინააღმდეგო. როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწევს, დევიდი დაქორწინდება. ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდება: ორი წლის შემდეგ დორა ისე გარდაიცვლება, რომ წესიერად დაქალებასაც ვერ მოასწრებს.

მისტერ პეგოტი იპოვის ემილის; ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ემილიმ ლონდონს ჩამოაღწია, სადაც მარტა ენდელი, ხელიდან წასული გოგონა იარმაუთიდან, რომელსაც ემილი ოდესღაც დახმარებია, თავის კეთილისმყოფელს გადაარჩენს და ბიძამისის ბინაში მიიყვანს (ემილის ძიებაში მარტას ჩართვის იდეა დევიდს ეკუთვნოდა). ახლა მისტერ პეგოტი აპირებს ავსტრალიაში ემიგრირებას, სადაც არავინ დაინტერესდება ემილის წარსულით.

ამასობაში მისტერ მიკომბერი, რომელსაც აღარ ძალუძს ურია ჰიპის თაღლითობაში მონაწილეობა, ტრედლსის მეშვეობით ამხელს მას. მისტერ უიკფილდის კეთილი სახელი გადარჩება, პაპიდას და სხვა კლიენტებს კი მათი ქონება უბრუნდებათ. მადლიერებით აღსავსენი, მის ტროტვუდი და დევიდი მიკომბერის თამასუქებს გაანაღდებენ და ამ მშვენიერ ოჯახს ფულს ასესხებენ: მიკომბერებიც ავსტრალიაში გამგზავრებას გადაწყვეტენ. მისტერ უიკფილდი დახურავს თავის ფირმას და პენსიაზე გადის; აგნესი გოგონებისთვის სკოლას ხსნის.

ავსტრალიაში გემის გამგზავრების წინადღეს იარმაუთის სანაპიროს საშინელი ქარიშხალი დაატყდება თავს, რომელიც ქამისა და სტირფორდის სიცოცხლეს შეიწირავს.

დორას სიკვდილის შემდეგ დევიდი, რომელიც ცნობილი მწერალი გახდა (ჟურნალისტიკიდან იგი ბელეტრისტიკაზე გადავიდა), კონტინენტზე გაემგზავრა, რათა შრომაში ჩაეკლა თავისი დარდი. სამი წლის შემდეგ დაბრუნდა და ცოლად შეირთო აგნესი, რომელსაც, როგორც გაირკვა, მთელი ცხოვრება ჰყვარებია იგი. პაპიდა, ბოლოს და ბოლოს, გახდა ნათლია ბეტსი ტროტვუდ კოპერფილდისა (ასე ჰქვია მის ერთ-ერთ შვილთაშვილს); პეგოტი დევიდის შვილებს ზრდის; ტრედლსი დაქორწინდა და ბედნიერია. ემიგრანტები მშვენივრად მოეწყვნენ ავსტრალიაში. ურია ჰიპი იმ ციხეში ზის, ხოლო ამ ციხის უფროსი ჩვენი ძველი ნაცნობი მისტერ კრიკლია.

ამრიგად, ცხოვრებამ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.

იხ. ვიდეო - "Дэвид Копперфилд" Чарльз Диккенс. Аудиокнига - Великий каратель лжи и лицемерия, Чарльз Диккенс отличался простотой и легкостью слога. В юном герое Диккенс воплотил все лучшие качества человека. Он видит несправедливость и учится с ней бороться. Он не останавливается на пути к счастью, различает хорошее и плохое, наблюдает за людьми для того, чтобы раскрыть истинные их мотивы, намерения.

«История Дэвида Копперфилда» самый автобиографичный роман из всех произведений Чарльза Диккенса. Это своего рода «роман воспитания», в котором повествуется о жизни мальчика от младенчества до зрелости. Становление личности, переживание различных периодов, переосмысливание ценностей, мечтания раскрыты подробно и полно. Но все же упор Диккенс сделал именно на воспитание, различные подходы. Писатель не раз в своих произведениях делал акцент на том, что образование играет большую роль в становлении и зрелости личности. Несовершенная система воспитания может искалечить судьбу человека. А система, которая базируется на принципах справедливости, добра, любви и заботе позволяет выпускать в общество достойных людей, которые смогут принести немало пользы, радости и счастья.

Маленький Дэвид появился на свет, когда его отца уже полгода не было в живых. Воспитывали его в младенчестве горячо любящие мать и няня Пеготти. Тетя его отца, хотя и была любящей, не могла принять выбор своего племянника. Но на рождения Дэвида она приехала с надеждой, что у нее будет внучка. После того, как невестка и в этом не оправдала ожиданий, а родила мальчика, бабушка навсегда ушла из ее дома. Маленького Дэвида в младенчестве любили и уважали, а мир представлялся ему средоточием счастья, радости и благодарности. Мальчик благодаря большому количеству изливаемой на него любви растет отзывчивым, открытым, радостным. В детстве Дэвид знакомиться с людьми, которым суждено стать его верными друзьями на всю жизнь. Брат няни Пеготти – простой рыбак, усыновил двух сироток — Эмили и Хэма, приютил вдову Гаммидж. Несмотря на то, что жизнь рыбака полна суровых испытания, сердца этих людей не ожесточились. Эта важная дружба с хорошими, но бедными людьми навсегда исключила возможность появления у мальчика сословного чванства.

Росший в любви и достатке ребенок получает возможность гораздо дольше сопротивляться злу и несправедливости. Именно это и предстояло Дэвиду. Его мама скоро вышла замуж за черствого, жестокого, холодного мистера Мэрдстона. Он и его сестра били мальчика, унижали, наказывали за мельчайшие оплошности. Безвольная мать не может противостоять этим монстрам и по их указанию Дэвида отдают в школу. Здесь мальчик начинает общаться со сверстниками. Диккенс показывает то, как по характеру в детстве можно определить судьбу взрослого человека. У Дэвида появляется два друга – самоуверенный Стирфорт и добряк, оптимист Трэдлс. Первый открывает тайну учителя, мать которого лежит в богадельне. Из-за этого мужчина теряет место работы и возможность прокормить себя и мать. В будущем Стирфорт не станет более благородным. Он соблазнит перед свадьбой сироту Эмили и бросит ее. Трэдлс же в детстве еще делится бескорыстно с Дэвидом своими сокровищами. Во взрослой жизни он всего добьется сам и взвалит на себя хлопоты о семье жены. И все это будет ему в радость. Дэвид уже в школе смутно понимает неблаговидность поступков Стирфорта. И хотя они друзья, но главный герой не следует повсюду за товарищем, не наследует его и не поддерживает.

После учебы Дэвид устраивается к юристу Уикфилду. Здесь его ждет ангел его жизни Агнес. Она добра, спокойна и разумна. Не раз ее душевные качества помогали Дэвиду в житейских бурях. В доме же юриста юноша имеет возможность наблюдать за тем, как спиртное лишает человека разума, достоинства, чести. Урия Хип, лицемерный и лживый, опутывает своего партнера мистера Уикфилда. Несмотря на свое показное смирение, внутри Урии клокочет вулкан ненависти. Он помнит всех, кто его унижал, он мечтает о мести. Но больше всего его раздражает открытая неприязнь Дэвида к лицемерию, его свобода, честность и достоинство. Дэвид понимает, что зло нужно не просто игнорировать. Ему необходимо противостоять.

Чарльз Диккенс уверен, что добрый, открытый характер Дэвида не только его заслуга. Юноше во многом нужно благодарить всех, кто учил его любви, трудолюбию, прощению, смирению, стойкости. Его ветреная, но любящая мама. Простая, но открытая и сильная няня Пеготти. Чудаковатая, но добродушная бабушка. Беззащитная и тихая, но стойко ждущая и верная Агнес. Сильные, но не ожесточенные рыбаки. Все они формировали в детстве и юношестве прекрасный характер Дэвида Копперфилда.


პერსონაჟები
პირველხარისხოვანი პერსონაჟები:
დევიდ კოპერფილდი, ბეტსი ტროტვუდი, ჯემს სტირფორდი, კლარა პეგოტი,მისტერ პეგოტი, აგნესა, დორა, ემილია(პატარა ემი), მისტერ და მისის მიკობერები, ქამი, ტომ ტრედელსი, მისტერ დიკი, მისტერ ვიკფილდი, ური ჰიპი

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები:
მისტერ კრილი(სკოლის დირექტორი) , მისტერ მელი, ჯენეტი(ბეტსის მოახლე), დოქტორი სტრონგი და მისის სტრონგი, ლიტიმერი, მისის გუმიჯი, მართა, მის მაუჩერი, მისტერ სპენლო

წარმატება და დადგმები
ომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. იგი არა მხოლოდ არაერთხელ იქნა გამოცემული მსოფლიოს ხალხთა ენებზე, არამედ დაიდგა რადიო, სასცენო თუ კინო სივრცეში.

დეივიდ კოპერფილდის პატივსაცემად ფსევდონიმი აიღო დეივიდ სეთ კოტკინმა, მსოფლიოში ცნობილმა ილუზიონისტმა.
                                                                      დევიდ კოპერფილდი (ფილმი, 1999)
                                 
ჟანრი დრამა
რეჟისორი საიმონ კერტისი
პროდიუსერი კიტ ჰარვუდი
კეტრინ დადლი
რებეკა იტონი
ჯეინ ტრანტერი
ავტორი
სცენარის რომანი:
ჩარლზ დიკენსი
ადაპტაცია:
ადრიან ჰოჯესი
ძირითადში
მთავარ როლს დენიელ რედკლიფი ასრულებს
კიარან მაკმენამინი
ემილია ფოქსი
პაულინ ქვირკი
მეგი სმიტი
ტრევორ ივ
ალან არმსტრონგი
ბობ ჰოსკინსი
ნიკოლას ლინდჰერსტი
ჯოანა პეიჯი
ამანდა რაიანი
კინოოპერატორი ენდი კოლინზი
კომპოზიტორი რობერტ ლეინი
BBC Film Company, WGBH
ჰულუს დისტრიბუტორი
ხანგრძლივობა 185 წთ.
ბიუჯეტი 4 000 000 ფუნტი
ქვეყანა: აშშ
  გაერთიანებული სამეფო
ინგლისური ენა
1999 წელი
(ინგლ. დევიდ კოპერფილდი) - ბრიტანელი რეჟისორის საიმონ კერტისის 2 ეპიზოდიანი დრამა (1999 წ.). აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი მუშაობა. ჩარლზ დიკენსის რომანის დევიდ კოპერფილდის სატელევიზიო ადაპტაცია.
პირველი ეპიზოდი
დევიდ კოპერფილდი დაიბადა საფოლკში, მამის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ. დიდი დეიდა, ბეტსი ტროტვუდი, რომელიც დაბადების დღეს ჩამოდის, უსიამოვნოდ ნერვიულობს, რადგან ელოდა, რომ დისშვილს ნახავდა და არა ძმისშვილს. იმედგაცრუებული ტროტვუდი ტოვებს კოპერფილდის სასახლეს.

დევიდი იზრდება, დედა და მოახლე პეგოტი დაუღალავად აფასებენ ბიჭს და, როგორც ჩანს, მათ მშვიდ ცხოვრებას არაფერი უშლის ხელს.

დევიდი და პეგოტი მიემგზავრებიან იარმუთში, სადაც ისინი სტუმრობენ მისი ძმის, დანის ოჯახს. აქ ახალგაზრდა კოპერფილდი თავის პირველ მეგობრებს იძენს.

რვა წლის დაქვრივების შემდეგ, დედამისი ხელახლა ქორწინდება, როგორც მას ეჩვენება, მომგებიანი წვეულებისთვის. თუმცა, ძლივს რომ გახდა სახლის მფლობელი, მამინაცვალი ედვარდ მერდსტონი ავლენს ზიზღს თავისი დედინაცვალის მიმართ, ზრდის მას საკმაოდ მკაცრი მეთოდებით და მალე აგზავნის პანსიონში, სადაც დევიდი განზრახ ამცირებენ მერდსტონის ბრძანებებს. დევიდის ერთადერთი ნუგეში სკოლაში არის მისი მეგობრობა ჯეიმს სტირფორტთან, უფროს სტუდენტთან მდიდარი და გავლენიანი ოჯახიდან.

განმეორებითი მშობიარობის შემდეგ ვერ გამოჯანმრთელდა, დავითის დედა და ახალშობილი ძმა იღუპებიან. მამინაცვალი ბიჭს სახლიდან აძევებს და ლონდონში მელნის ქარხანაში სამუშაოდ აგზავნის. თუმცა, მერსტოუნი მას თავშესაფარს აძლევს დედაქალაქში მცხოვრები ნაცნობისგან, უილკინს მიკავბერისგან, რომელიც დევიდს უკავშირდება, როგორც საკუთარ შვილს. მაგრამ ბედის ნებით მიკავბერს აცხადებენ გაკოტრებულად და გადაასახლებენ მოვალის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ ის და მისი ოჯახი გადადიან პლიმუთში, ტოვებენ კოპერფილდს უსახლკაროდ და მხარდაჭერის გარეშე.

იმ იმედით, რომ თავშესაფარს იპოვის თავის ერთადერთ ნათესავთან, დეიდა ტროტვუდთან, დევიდი გარბის ქარხნიდან და დოვერისკენ მიდის. საბოლოოდ, ის პოულობს მას და, მიუხედავად ბეტსის უხალისობისა, რომ სახლში ბიჭი ჰყავდეს, დროთა განმავლობაში, დეიდა დისშვილის სიყვარულით არის გამსჭვალული, იგი ასახელებს ტროტვუდს და ხდება მისი კანონიერი მეურვე. დევიდი განაახლებს სწავლას, მაგრამ სხვა სკოლაში, კენტერბერიში. ბეტსი ტროტვუდის ადვოკატთან, მისტერ ვიკფილდთან ერთად ცხოვრობს, დევიდი თავის საუკეთესო მეგობარს იძენს თავისი ქალიშვილის აგნესის სახით, რომელთანაც ახალგაზრდულ წლებს ატარებს. სკოლის დამთავრების შემდეგ, დეიდი დეიდის რჩევით, ლონდონში, მისტერ სპენლოუს ოფისში კლერკად აიყვანება. სახლში შესვლისას კოპერფილდს შეუყვარდება დამსაქმებლის ქალიშვილი დორა...
იხ. ვიდეო - ИСТОРИЧЕСКАЯ ДРАМА Дэвид Копперфилд, фильм по мотивам романа Чарльза Диккенса
მეორე სერია
ლონდონში ახალგაზრდა ხვდება ძველ ნაცნობს, ჯეიმს სტირფორტს, რომელთანაც გადაწყვეტს ეწვიოს დენ პეგოტის იარმუთის ოჯახს. დევიდი აგნესს ეუბნება დორასადმი სიყვარულზე, თუმცა გოგონა მეგობარს ურჩევს არ დაუკავშირდეს სტირფორტს. ასევე დედაქალაქში, ახალგაზრდა კოპერფილდი წააწყდება ურია ჰეპს, მისტერ ვიკფილდის კლერკს. ჰიპი ეუბნება ახალგაზრდას, რომ აპირებს აგნესის დაქორწინებას, მაგრამ სთხოვს, არ უღალატოს მის განზრახვებს. იარმუთში ჩასვლისას დევიდი გაიგებს, რომ ჰემი მალე დაქორწინდება ემილიზე, თუმცა გოგონა მეგობარს ანდობს თავის შეშფოთებას ქორწინებასთან დაკავშირებით. და საყვარელ პეგოტისთან დეივი აცხადებს დორაზე დაქორწინების სურვილს.

სახლში დაბრუნებული დევიდი გაიგებს, რომ ახლა მისტერ მიკავერი მუშაობს ურია ჰიპასთან და მისი დეიდა ფინანსურად გაკოტრებულია. ამის მიუხედავად, ის დორას შესთავაზებს და ის ფარულ ნიშნობას დათანხმდება. დამსაქმებელთან მორიგი შეხვედრის შემდეგ სიმართლე ირკვევა, რაზეც მისტერ სპენლოუს ქალიშვილის დავიწყებას ურჩევენ. დევიდი უარს ამბობს დორას დატოვებაზე და ისევ შეეცდება მასთან შეხვედრას, მოულოდნელად იპოვის მის გაციებულ სხეულს და ქაღალდებს ბიზნესის დაშლის შესახებ ოფისში. შემდეგ კოპერფილდი იწყებს თავისი მოთხრობების წერას და გაყიდვას.

ჰიპი საჯაროდ აცხადებს აგნესის დაქორწინების განზრახვას. მამის უკმაყოფილების მიუხედავად, აგნესი ხვდება, რომ მისი ოჯახი ზედმეტად არის დამოკიდებული ჰეპზე და უხალისოდ იღებს მის პოტენციურ ქორწინებას.

დევიდი ისევ ეწვევა იარმუთს, სადაც გულდაწყვეტილი ჰემი გვიჩვენებს, რომ ემილი გაიქცა სტირფორთთან ერთად, რომელიც მას ფარულად სტუმრობდა. ბიძა დისშვილის საძებნელად მიდის.

დევიდი დორას აგნესს აცნობს და წყვილი მალე დაქორწინდება. თუმცა, დორას სრული უუნარობა საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულებაში აწუხებს ახლადშექმნილ მეუღლეს, მაგრამ ის მზადაა დაეხმაროს მას და, საბოლოოდ, კავშირი ორივეს მოერგება. დორა მალევე ხვდება, რომ ორსულადაა, თუმცა, მშობიარობა გოგონას სხეულს იმდენად ასუსტებს, რომ ის კვდება, აგნესი სჯის მიტოვებულ ქმარზე ზრუნვას.

საბოლოოდ, დევიდი ემილის აღმოაჩენს ლონდონის უღელტეხილში, სავალალო მდგომარეობაში. სტერფორტმა მიატოვა იგი და მეძავივით ცხოვრობდა. დენ პეგოტი თავის დისშვილს ხელში აიყვანს და ავსტრალიაში ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს. ემილი დევიდს სთხოვს ბოდიშის თხოვნის წერილი გადასცეს ჰემს, რომელიც მოვლენის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი ქარიშხლის შედეგად დაიღუპა. პეგოტი ამტკიცებს, რომ ჰემის გარდაცვალების შესახებ ემილი არ გამოჯანმრთელდეს.

Micawber ცხადყოფს, რომ მან აღმოაჩინა Heep-ის ბოროტი სქემა, რომელმაც გაანადგურა ორივე Wickfield და Betsy Trotwood, რისთვისაც Heep დააპატიმრეს და გადაასახლეს ავსტრალიაში, როგორც მსჯავრდებული. ამისთვის მისის ტროტვუდი იხდის მისტერ მიკავბერს მცირე ვალებს და ის და მისი ოჯახი მიდიან ავსტრალიაში, რათა ცხოვრება ნულიდან დაიწყოს.

დორას გარდაცვალების შემდეგ, დევიდი სამი წლით უჩინარდება, რა დროსაც იგი აგრძელებს პირველი წიგნების წერას და გამოცემას. კენტერბერიში დაბრუნებისას დევიდი ხვდება, რომ უყვარს აგნესი. როგორც ირკვევა, აგნესს ყოველთვის უყვარდა დევიდი და დორასგან ბრძანებაც კი მიიღო, არ დაეტოვებინა იგი. წყვილი ბედნიერად არის დაქორწინებული და ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსს დეიდის პატივსაცემად ბეტსი ტროტვუდ-კოპერფილდი ჰქვია, რომელიც წარმოუდგენლად ბედნიერია გოგონას გარეგნობით.
იხ. ვიდეო - David Copperfield by Charles Dickens





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...