пятница, 13 мая 2022 г.

M777

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              M777

M777 აშშ-ის არმიის მე-10 სამთო დივიზიონის შემადგენლობაში. ოპერაცია Enduring Freedom, ლოგარის პროვინცია, ჩარხის რაიონი, ავღანეთი
M777 მსუბუქი წონის ბუქსირებადი ჰაუბიცა (ინგლ. M777 Lightweight Towed Howitzer)
tიპი ბუქსირებადი ჰაუბიცა
წარმომავლობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 2005 – დღემდე
იყენებენ ავსტრალია, კანადა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, აშშ
ომები და კონფლიქტები ავღანეთის ომი
ერაყის ომი
სირიის სამოქალაქო ომი
ერაყის სამოქალაქო ომი
იემენის სამოქალაქო ომი
საუდის არაბეთის ინტერვენცია იემენში
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი BAE Systems
მწარმოებელი BAE Systems
ეგზემპლარის ღირებულება $3.02 მილიონი
წარმოების პერიოდი 2004 – დღემდე
მახასიათებლები
წონა 4 200 კგ
სიგრძე საბრძოლო: 10.7 მ
სალაშქრო: 9.5 მ
ლულის სიგრძე 5.08 მ / L39
გათვლა / ჯგუფეული 7+1
ჭურვი M107, M795, ERFB, M982 Excalibur
კალიბრი 155 მმ
ვერტიკალური კუთხე 0° – +71.7°
სროლის ტემპი საშუალო: 2 გ/წთ
მაქსიმალური: 7 გ/წთ
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე მუხტი 8S: 827 მ/წმ
მაქსიმალური მანძილი M107: 24 კმ
ERFB: 30 კმ
M795: 28.7–37 კმ
M982 Excalibur: 40 კმ
                                                                            
აშშ-ის საზღვაო ქვეითები M777-ის საცდელ სროლებს აწარმოებენ.

M777-მა არსებობა დაიწყო სახელით „ულტრამსუბუქი საველე ჰაუბიცა“ (Ultralight Field Howitzer, UFH). იგი შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, ბაროუ-ინ-ფერნესში, კომპანია Vickers Shipbuilding and Engineering-ის (VSEL) შეიარაღების განყოფილებაში. UFH-ის პროტოტიპების შექმნიდან და დემონსტრაციიდან ცოტა ხნის შემდეგ VSEL კომპანია BAE Systems-მა შეიძინა, ქვემეხს სახელი გადაარქვა და M777 უწოდა. მის შექმნაზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ BAE Systems-მა მისი კონსტრუქციის და აწყობის პროცესის „ამერიკანიზაცია“ მოახდინა თავისი სახმელეთო და შეიარაღების ჯგუფის მეშვეობით, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. M777-ის ნაწილების დახლოებით 70% ამჟამად ამერიკული წარმოებისაა, მათ შორის ლულაც, რომელსაც Watervliet Arsenal აწარმოებს
M777 იწონის 4 200 კილოგრამს და 41%-ით მსუბუქია ჰაუბიცა M198-ზე (7154 კგ), რომლის ჩანაცვლების მიზნითაც ის შეიქმნა. წონის შემცირება, მეტწილად, ტიტანის გამოყენებითაა მიღწეული. M777-ის ტრანსპორტირება შესაძლებელია ვერტმფრენის საკიდით, ისეთი სატრანსპორტო თვითმფრინავებით, როგორიცაა C-130, ან შესაძლებელია მისი ბუქსირება ნებისმიერ სატვირთო მანქანაზე, რომელიც 2.5 ტონაზე მეტს იწონის (მაგალითად, საშუალო ტაქტიკური მანქანები FMTV და MTVR). გათვლის მინიმალური აუცილებელი შემადგენლობაა 5 სამხედრო მოსამსახურე, განსხვავებით M198-სგან, რომელსაც სულ მცირე 9 სამხედრო მოსამსახურე ესაჭიროება.

M777 იყენებს ციფრულ ცეცხლის მართვის სისტემას, რომელიც მსგავსია თვითმავალ ჰაუბიცებზე, მათ შორის, M109A6 PALADIN-ზე გამოყენებული სისტემისა. მისი საშუალებით ხდება ნავიგაციის, დამიზნების და თვითლოკაციის უზრუნველყოფა, რაც ქვემეხის მოქმედებაში სწრაფად მოყვანის საშუალებას იძლევა. კანადური M777 ტრადიციულ „მინისა და რკინის“ დამიზნების სისტემასთან ერთად იყენებს ცეცხლის მართვის სისტემას სახელწოდებით „ქვემეხის ციფრული მართვის სისტემა“ (Digital Gun Management System, DGMS), რომელსაც Leonardo MW აწარმოებს, ხოლო არაპირდაპირი ცეცხლის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა (Indirect Fire Control Software Suite, IFCSS) შექმნილია კანადის არმიის სახმელეთო პროგრამული უსზრუნველყოფის საინჟინრო ცენტრში. სისტემის ის ნაწილი, რომელსაც Leonardo MW აწარმოებს, ცნობილია სახელით LINAPS და იგი მანამდე ბრიტანეთის არმიის სამეფო არტილერიის L118 მსუბუქი ქვემეხებისთვისაც გამოიყენებოდა.

ცეცხლის მართვის ციფრული სისტემის სამუშაოდ აუცილებელია მბრუნავი ჰიბრიდულ-ელექტრონული ძრავი, რომელსაც Liquid Piston აწარმოებს.

M777-ს შეუძლია GPS მართვადი M982 „ექსკალიბურის“ ტიპის ჭურვების გასროლა, რაც 40 კილომეტრამდე მანძილზე ზუსტი მოხვედრების საშუალებას იძლევა. იუმას პოლიგონზე გამართული საცდელი სროლების დროს აშშ არმიის ქვედანაყოფმა 24 კილომეტრიდან გასროლილი 14 „ექსკალიბურიდან“ 13 მიზნიდან 10 მეტრის რადიუსში მოახვედრა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლო წრიული ცდომილება 5 მეტრს არ აღემატება. 2012 წლის ივნისში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში საზღვაო ქვეითთა მე-11 პოლკის მე-2 (საარტილერიო) ბატალიონმა M982 „ექსკალიბურის“ ჭურვი ამბოხებულების პოზიციას 36 კილომეტრის მანძილიდან მოახვედრა. ეს M777 ჰაუბიცის არსებობის ისტორიაში ყველაზე შორ ოპერატიულ გასროლას წარმოადგენს, ასევე, ყველაზე შორ გასროლას ლულიანი საარტილერიო შეიარაღებიდან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ისტორიაში. აშშ-ის არმიის ყველაზე შორი გასროლა „ექსკალიბურის“ ჭურვით ერაყში მოხდა და მანძილი 30 კილომეტრი იყო.
იხ. ვიედო Russia Panic: Ukraine Used An American M777 155mm Howitzers To Destroy Russia - What is this M777 howitzer, which caused such a sensation in the world when it was supplied to Ukrainian troops?

On April 14, 2022, the United States officially announced that they would supply Ukraine with 18 units of 155 mm Howitzer M777 and 40,000 shells for them. This news was considered sensational by many world media, and here is why. First, it will significantly increase the combat power of the Ukrainian army. And second, it shows that the United States and its allies in the North Atlantic bloc intend to provide Ukraine with almost any available weapon in order for them to win the war with Russia.


                                      
M777 – საბაზისო ვარიანტი ოპტიკური ცეცხლის მართვის სისტემით
M777A1 – საბაზისო ვარიანტის განახლება ციფრული შესაძლებლობებით, როგორიცაა ჩაშენებული დენის წყარო, სატელიტური პოზიციონირება, ინერციული ნავიგაცია, რადიო, დისპლეი (Gun Display Unit, GDU) და სხვა.
M777A2 – Block 1A განახლებული ოპერაციული სისტემით. დაემატა გაუმჯობესებული გადასატანი ინდუქციური საარტილერიო ამფეთქის დაყენების სისტემა (Enhanced Portable Inductive Artillery Fuze Setter, EPIAFS), რაც M982 „ექსკალიბურის“ და სხვა სახის მართვადი საბრძოლო მასალის სროლის საშუალებას იძლევა.
M777ER – ეს განახლება შეიქმნა გაუმჯობესებული მანძილის ლულიანი არტილერიის (Extended Range Cannon Artillery, ERCA) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც სროლის მაქსიმალური მანძილის 30-დან 70 კილომეტრამდე გაზრდა იყო. განახლებაში შედის გაცილებით გრძელი, 58 კალიბრიანი (9.1 მ) ლულა და გაძლიერებული მუხტი, რომელიც XM1113 მარკის რეაქტიულ ჭურვს ისვრის.
იხ. ვიდეო - Армия США ведет огонь из смертоносной 155-мм гаубицы M777 - 20 353 просмотра  30 янв. 2022 г.  Американские солдаты, приписанные к батарее «Кобра» эскадрильи полевой артиллерии 2-го кавалерийского полка, ведут огонь из гаубиц M…

ავსტრალია

ავსტრალიელი ჯარისკაცები M777A2-დან სასწავლო სროლის დროს, 2016

2008 წელს ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა გამოთქვა სურვილი აშშ-ისგან 57 ერთეული M777A2-ის შეძენის შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით US$248 მილიონი იყო. შემდგომში, ავსტრალიის არმიამ შეისყიდა 35 ქვემეხი, რომლითაც ჩაანაცვლა ავსტრალიის სამეფო არტილერიის 1-ლი პოლკის, მე-4 პოლკის და მე-8/მე-12 პოლკის შეიარაღებაში არსებული მოძველებული 155 მმ M198 და 105 მმ L119 Hamel-ის ტიპის სისტემები. პირველი M777A2 ქვეყანამ 2010 წლის ბოლოს მიიღო. დამატებით 19 ჰაუბიცას ავსტრალია პირდაპირ ამერიკული მწარმოებლისგან შეიძენს, რის შედეგადაც, მთლიანობაში, 6 ბატარეის დაკომპლექტება შეეძლება. იმავდროულად, ავსტრალიის არმიამ შეისყიდა 155 მმ მართვადი საბრძოლო მასალა, კერძოდ, M982 „ექსკალიბური“ და XM1156 ზუსტი დამიზნების ხელსაწყო (Precision Guidance Kit).

ბრაზილია

2010 წელს ბრაზილიის საზღვაო ძალები განიხილავდა M777-ს, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს მოძველებული 155 მმ M114A1 ჰაუბიცების ჩასანაცვლებლად ბრაზილიის საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის, თუმცა, საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა.

კანადა

კანადელი სამხედროები ისვრიან M777-დან მოწინავე ოპერატიულ ბაზაზე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 7 აპრილი, 2007.

2005 წლის დეკემბერში კანადის სამეფო ცხენოსანი არტილერიის 1-ლმა პოლკმა განახორციელა თავიანთი პირველი 6 ერთეული 155 მმ M777-ების საინაუგურაციო გასროლა. აღნიშნული 6 ქვემეხი კანადამ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისგან, საერთაშორისო სამხედრო შესყიდვების (FMS) ფარგლებში აშშ-სა და კანადას შორის არსებული კონტრაქტით მიიღო. მათი პირველი გასროლა 1-ლი პოლკის A ბატარეამ განახორციელა ბაზა შაილოზე (Shilo), შემდეგ კი ჰაუბიცები ავღანეთში, ოპერაცია Archer-ის მხარდასაჭერად გადაისროლეს და 2006 წლის დასაწყისში ყანდაარში, კანადური ძალების ოპერაციის რაიონში განათავსეს. ეს იყო M777-ის პირველი გამოყენება საბრძოლო ვითარებაში. იმავე წლის ზაფხულში აღნიშნულმა ჰაუბიცებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პანჯუაის ბრძოლაში, როცა უკანდახევაში მყოფ თალიბანის ელემენტებს მცირე რაოდენობის გასროლებით უმძიმესი ზიანი მიაყენეს. ბრძოლის ყველაზე მძიმე ფაზის დროს დაღუპული 72 ამბოხებულიდან უმეტესობა მხოლოდ ორი M777-დან განხორციელებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა. შემოდგომისთვის კანადური M777-ები უკვე იყო აღჭურვილი ცეცხლის მართვის ციფრული სისტემებით (DGMS), რამაც საგრძნობლად გაზარდა მათი სიზუსტე და შესაძლებელი გახადა მათი გამოყენება კანადური და ამერიკული სახმელეთო შენაერთების ახლო საცეცხლე მხარდაჭერისთვის. მათი გამოყენება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იმავე წელს კანადამ BAE-ს დამატებით 6 ქვემეხი შეუკვეთა. 2009 წლის მაისში კანადის მთავრობამ გააფორმა შეკვეთა 25 ჰაუბიცაზე, რითიც საერთო რაოდენობა 37 გახდა. გრძელდება DGMS სისტემის გაუმჯობესება კომუნიკაციის სისტემების დამატებით.

                                                           ინდოეთი

ინდოეთის არმიამ 145 ერთეული M777-ის შეძენის სურვილი 2010 წელს გამოთქვა, საერთო ღირებულება 30 მილიარდი უნდა ყოფილიყო (US$394 მილიონი). 2012 წლის 11 მაისს ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 145 ჰაუბიცის შეძენის გეგმა US$660 მილიონად აშშ-ის საერთაშორისო სამხედრო შესყიდვების ფარგლებში. აღნიშნული გეგმა წარედგინა ინდოეთის ფინანსთა მინისტრს და უშიშროების კომიტეტს. 2013 წლის 2 აგვისტოს ინდოეთმა 145 ერთეული ქვემეხის შესყიდვა ამჯერად US$885 მილიონად მოითხოვა, თუმცა, 2014 წლის 24 თებერვალს შესყიდვა ისევ გადაიდო. 2014 წლის 11 მაისს შესყდვის გეგმას დაეთანხმა თავდაცვის სამინისტრო, თუმცა, იმავე წლის 11 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ მაღალი ფასის გამო ქვემეხებს აღარ შეიძენდა. 2014 წლის 22 ნოემბერს პრიცესი განახლდა, ამჯერად, „დაამზადე ინდოეთში“ პროგრამის ფარგლებში. 2015 წლის 13 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოყო ₹29 მილიარდი 145 ჰაუბიცის შესაძენად აშშ-ისგან. იმავე წლის 15 დეკემბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ ამის შემდეგ კიდევ 500 ერთეული M777-ის შეძენა სურდა.

2016 წლის 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 145 ჰაუბიცას ინდოეთი US$750 მილიონად შეიძენდა. იმავე წლის ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, BAE Systems-მა ინდოეთს 25 ერთეული ჰაუბიცა მიაწოდა, ხოლო დამატებით 120 ინდოეთში, Mahindra Defence Systems Limited-ის მიერ აიწყობოდა.

ინდოეთის არმიამ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი პირველი 2 ჰაუბიცა 2017 წლის 18 მაისს, ნიუ-დელიში მიიღო.[ 2017 წლის 2 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ჰაუბიცის ლულა კალიბრაციის პროცესში სროლისას დაზიანდა. ინდოეთის არმიამ M777 ჰიმვიჯაის წვრთნების დროს, არუნაჩალ-პრადეშში გამოიყენა. წვრთნებში ახლადჩამოყალიბებული ინტეგრირებული საბრძოლო დაჯგუფებები მონაწილეობდნენ.

ინდოეთს, მთლიანობაში, 7 საარტილერიო პოლკის შექმნა აქვს დაგეგმილი, რომელთაგანაც თითოეულში 18 ჰაუბიცა იქნება. პირველი მათგანი 2020 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და მას 15 ქვემეხი BAE Systems-მა, ხოლო დამატებით 3 Mahindra Defense Systems Limited-მა მიაწოდა.

2020 წლის ივლისში ჩინეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც ლადაქის გაერთიანებული ტერიტორიის და ოკუპირებული ტიბეტის საზღვარზე ჩინეთის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდებოდა, ინდოეთმა დამატებით „ექსკალიბურის“ ჭურვების შეძენის შესახებ განაცხადა.

საუდის არაბეთი

2011 წელს საუდის არაბეთმა შეუკვეთა 36 ერთეული M777A2, ასევე, 17 136 მსხვრევად-ფუგასური ჭურვი და 2 304 შორი მოქმედების რეაქტიული ჭურვი. ქვეყანამ, აგრეთვე, შეიძინა HMMWV მანქანები საბრძოლო მასალის და გათვლის ტრანსპორტირებისათვის, თუმცა, არ შეუძენია „ექსკალიბურის“ მარკის საბრძოლო მასალა.

აშშ

82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მე-18 საცეცხლე ბრიგადის 321-ე საველე-საარტილერიო პოლკის 1-ლი ბატალიონის C ბატარეის ჯარისკაცები 155 მმ M777 ჰაუბიცის სროლის პროცესში. მოწინავე ოპერატიული ბაზა ბოსტიკი, ავღანეთი, 2009.
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ისვრიან 155 მმ M777 ჰაუბიცას სადემონსტრაციო სროლების დროს, იაპონია, 2012.

M777-მა აშშ-ის არმიასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსში M198 ჰაუბიცა 2005 წლიდან ჩაანაცვლა. 2014 წლიდან აშშ-ის სამხედრო ძალებმა M777-ის გაუმჯობესებული ვარიანტების მიღება დაიწყეს, რომლებიც აღჭურვილი იყო ახალი თხევად-კრისტალური დისპლეით, განახლებული ოპერაციული სისტემით, დენის ახალი წყაროთი და ლულის სენსორებით, რომლებიც ადგილზე ბალისტიკური გამოთვლებისთვის გამოიყენება. შემდგომი გაუმჯობესების სახით დაგეგმილია ახალი სენსორული ეკრანის დამატება გათვლის მეთაურისთვის, ახალი კომპიუტერი და ციფრული რადიოსადგური.

                                                     არმია

ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრეგში განლაგებული მე-18 საველე-საარტილერიო ბრიგადა პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც სატესტო XM777 ჰუბიცა გამოსცადა. საცდელ სროლებში ბრიგადის 321-ე საველე-საარტილერიო პოლკის 1-ლი და მე-3 ბატალიონები მონაწილეობდნენ. პირველი პროტოტიპები, ასევე, გამოსცადა 377-ე საჰაერო შეტევის პოლკმა, რომელიც 1998 წელს ასევე მე-18 საველე-საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა. 2008 წლის 2 იანვარს მე-11 საველე-საარტილერიო პოლკის მე-2 ბატალიონის B ბატარეის მე-2 ოცეული გახდა ამერიკის არმიის პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც M777 ბრძოლაში გამოიყენა ოპერაცია „ერაყის თავისუფლების“ ფარგლებში. 2007 წლის ივნისში M777-ის A2 მოდიფიკაცია მიიღო 321-ე პოლკის მე-3 ბატალიონმა. იმავე წლის დეკემბერში ქვედანაყოფი ავღანეთში გადაისროლეს და 2008 წლის იანვარში მათ პირველად გამოიყენეს M777 ავღანეთში, ოპერაცია Enduring Freedom-ის დროს. 2008 წლის აპრილში M777 გამოცდა დაიწყო მე-8 საველე-საარტილერიო პოლკმა ფორტ უეინრაიტში, ფეარბენკსშიალასკაში. 2008 წლის 20 ივლისს პენსილვანიის ეროვნული გვარდიის 28-ე ქვეითი დივიზიის 108-ე საველე-საარტილერიო პოლკი გახდა ეროვნული გვარდიის პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც შეიარაღებაში მიიღო და გაისროლა M777. 2017 წელს ISIL-ის ნაღმმტყორცნელთა პოზიციის მიმართულებით სროლების დროს ჭურვის სახაზინო ნაწილში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 2 ამერიკელი ჯარისკაცი და დაშავდა მათი გათვლის რამდენიმე წევრი. M777-თან დაკავშირებული წვრთნების დროს რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის, 2014 წლის თებერვალში ერთ-ერთი შემთხვევა 321-ე პოლკის მე-3 ბატალიონის ჯარისკაცის გარდაცვალებით დასრულდა, მანამდე კი, 2011 წელს კემპ ლეჟენში (ფორტ ბრეგის ტერიტორიაზე) წვრთნების დროს ერთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

2017 წლის მაისში აშშ-ის არმიამ განაცხადა შვედური BONUS-ის ტიპის ჭურვების შეძენის შესახებ, რომელიც შუალედური ვარიანტი იყო ამერიკული კლასტერული საბრძოლო მასალის ჩანაცვლებისთვის. საბოლოო მიზანს წარმოადგენს 1%-ზე ნაკლები აუფეთქებელი ნარჩენი მასალის დატოვება არაუნიტარული ჭურვების აფეთქების შემდეგ. BONUS-ის ტიპის ჭურვები შეიცავს ორ, სენსორული ამფეთქის მქონე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, რომელიც ტერიტორიის სკანირებით პოულობს სახმელეთო მიზნებს და ჰაერიდან ეცემა მათ. სისტემა წარმატებით გამოიცადა M777 ჰაუბიცებიდან.

2008 წლის ნოემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში მე-3 საკავალერიო პოლკმა რამდენიმე M777A2 ერაყში, სირიის საზღვარზე მდებარე საჰამის საცეცხლე ბაზაზე გამოიყენა სირიის დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად ბაღუზ ფაუქანის ბრძოლის დროს. ეს ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და მის შედეგად ISIL-ის მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალაქი გათავისუფლდა.

საზღვაო ქვეითთა კორპუსი

2005 წლის მაისში საზღვაო ქვეითთა მე-11 პოლკის მე-3 ბატალიონი, რომელიც კალიფორნიაში, თუენთინაინ-პალმსის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საჰაერო და სახმელეთო საბრძოლო ცენტრში იყო განლაგებული, გახდა საზღვაო ქვეითთა პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც ახალი M777 მიიღო. მთლიანობაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსს 580 ქვემეხი გადაეცა, ხოლო არმიას და ეროვნულ გვარდიას – 421.

2016 წლის მარტში 26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ქვედანაყოფის 200-მა ჯარისკაცმა 4 M777A ჰაუბიცით მოაწყო საცეცხლე ბაზა ბელი, ოფიციალურად კარაოსარის საპასუხო ცეცხლის კომპლექსი ერაყის ქალაქ მახმურის ახლოს. მათი ფუნქცია ერაყის არმიის შეტევის მხარდაჭერა იყო ქალაქ მოსულზე. საცეცხლე ბაზა ISIL-ის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მხოლოდ 15 კილომეტრით იყო დაშორებული და ერთი საზღვაო ქვეითი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, 19 მარტს, ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პირდაპირი თავდასხმები შემცირდა მომდევნო კვირებში, მას შემდეგ, რაც ერაყელებმა ახლომდებარე სოფლები დაიკავეს. საზღვაო ქვეითთა ჰაუბიცები ყოველდღე ისროდნენ ერაყელთა სამანევრო ოპერაციების მხარდასაჭერად მსხვრევად-ფუგასური, საკვამლე და მანათობელი საბრძოლო მასალით. ისინი არმიის ჯარისკაცებმა დაახლოებით 60 დღის შემდეგ ჩაანაცვლეს. ამ დროის განმავლობაში საზღვაო ქვეითებმა 486 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს და 2 000-ზე მეტი ჭურვი ისროლეს.

2011 წლის მარტში M777-ებით აღჭურვილი მე-11 საექსპედიციო ქვედანაყოფი გადაისროლეს სირიაში საარტილერიო მხარდაჭერის გასაწევად იმ ძალებისთვის, რომლებიც ქალაქ რაკადან ISIL-ის ძალების გასაძევებლად იბრძოდნენ.

იხ. ვიდეო - Самые Лучшие Буксируемые Гаубицы в Мире - 1 223 477 просмотров  3 сент. 2019 г.  Буксируемое орудие – это несамоходное артиллерийское орудие на колёсном или гусеничном лафете. Достоинствами буксируемых гаубиц является возможность транспортировки практически любым транспортом. При этом после установки на позицию, транспортное средство высвобождается для других целей и задач. По сравнению с самоходными орудиями, их буксируемые аналоги отличаются меньшими массогабаритными показателями, большей скрытностью, существенно меньшей стоимостью и большей надёжностью. Сегодня мы подготовили для Вас рейтинг из 10 самых лучших буксируемых гаубиц в мире!











Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...