четверг, 23 июня 2022 г.

ბიოცენოზი - მუსიკალური პაუზა - 5

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ბიოცენოზი 

წყლის ეკოსისტემები და კვების ჯაჭვის ეკოლოგიური რეგიონი

(ბერძნ. βίος — სიცოცხლე და κοινός — საერთო) — იმ მცენარეთა, ცხოველთა და მიკრობთა ერთობლიობა, რომლებიც ხმელეთის ან წყალსატევის რომელიმე უბანში სახლობენ და გარკვეული დამოკიდებულება აქვთ როგორც ერთიმეორესთან, ისე გარემოს აბიოტურ ფაქტორებთან.

ტერმინი ბიოცენოზი შემოიღო გერმანელმა ბიოლოგმა კარლ მებიუსმა (1877). ბიოცენოზი ბიოგეოცენოლოგიის ორგანიზმთა კომპლექსია, რომელიც ყალიბდება არსებობისათვის ბრძოლის, ბუნებრივი გადარჩევისა და ევოლუციის სხვა ფაქტორთა გავლენით. ნივთიერებათა ბიოგენურ მიმოქცევაში მონაწილეობის მიხედვით ბიოცენოზში განირჩევა ორგანიზმთა შემდეგი ჯგუფი:

პროდუცენტები (წარმომქმნელები) - ავტოტროფული ორგანიზმები, რომლებიც არაორგანული ნივთიერებისაგან ორგანულს ქმიან. ყველა ბიოცენოზში ძირითადი პროდუცენტებია მწვანე მცენარეები.
პროდუცენტების მოქმედება განაპირობებს ბიოცენოზში ორგანულ ნივთიერებათა დაგროვებას.
იხ. ვიდეო - § 56 Взаимосвязь компонентов биоценоза и их приспособленность друг к другу



კონსუმენტები (მომხმარებლები) - ჰეტეროტროფული ორგანიზმები, რომლებიც ავტოტროფულთა ხარჯზე იკვებებიან. პირველი რიგის კონსუმენტებია ბალახის მჭამელი ცხოველები, აგრეთვე პარაზიტული ბაქტერიები, სოკოები და სხვ. უქლოროფილო მცენარეები, რომლებიც ცოცხალი მცენარეების ხარჯზე
ვითარდებიან.

მეორე რიგის კონსუმენტებია მტაცელბები და ბალახის მჭამელი ორგანიზმების პარაზიტები. არიან მესამე და მეოთხე რიგის კონსუმენტებიც (ზეპარაზიტები, სუპერპარაზიტები და მათი მსგავსნი), მაგრამ კვების ჯაჭვებში 5 რგოლზე მეტი არ არის. ყოველ მომდევნო ტროფიკულ დონეზე ბიომასის რაოდენობა მკვეთრად კლებულობს.

ბიოცენოზში ორგანიზმების ურთიერთკავშირი მრავალგვარია. გარდა ტროფიკული კავშირისა, რომლებიც განსაზღვრავს კვების ჯაჭვს, არსებობს ისეთი კავშირებიც, სადაც ზოგი ორგანიზმი სხვა ორგანიზმისათვის სუბსტრატია (ტოპიკური კავშირები), ქმნის მიკროკლიმატს და სხვ. ხშირად ბიოცენოზში შეინიშნება სახეობათა ისეთი ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან გარკევულ სახეობასთან და მთლიანად მასზე არიან დამოკიდებული (კონსორციები).
იხ. ვიდეო - BIOCENOSIS


ბიოცენოზი იყოფა უფრო მცირე დაქმვემდებარებულ ერთეულებად — მეროცენოზებად, ე.ი. კანონზომიერად ჩამოყალიბებულ კომპლექსებად, რომლებიც მთლიანად ბიოცენოზეა დამოკიდებული (მაგ.: მუხნარში ლპობადი მუხის ძირკვში მობინადრეთა კომპლექსი). ბიოცენოზი დიალექტიკურად განვითარებული ერთიანობაა. იცვლება მასში შემავალი კომპონენტების ცხოველმოქმედებით, რაც განაპირობებს ბიოცენოზის კაონონზომიერ ცვალებადობასა და შენაცვლებას (სუქცესიები), რომლებიც შეიძლება გამოიწვიონ მკვეთრად დარღვეული ბიოცენოზის აღდგენა.

ცნობილია გაჯერებული და გაუჯერებელი ბიოცენოზებიც. გაჯერებულ ბიოცენოზში ყველა სასიცოცხლო ნიში დაკავებულია და ახალი სახეობის შესახლება შეუძლებელია, თუ არ მოისპო ან არ გაძევდა რომელიმე იქ არსებული კომპონენტი. გაუჯერებელ ბიოცენოზში შესაძლებელია ყოველგვარი სახეობის შესახლება იქ არსებული კომპონენტის გაუძევებლად.
იხ. ვიდეო მუსიკალური პაუზა - Stive Morgan - Dream Station‎



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...