воскресенье, 26 июня 2022 г.

ეგვიპტის პრეისტორია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ეგვიპტის პრეისტორია

Artifacts of Egypt from the Prehistoric period, from 4400 to 3100 BC. First row from top left: a Badarian ivory figurine, a Naqada jar, a Bat figurine. Second row: a diorite vase, a flint knife, a cosmetic palette.
ეგვიპტის არტეფაქტები პრეისტორიული პერიოდიდან, 4400 წლიდან 3100 წლამდე. პირველი რიგი ზემოდან მარცხნიდან: ბადარიანის სპილოს ძვლის ფიგურა, ნაქადას ქილა, ღამურის ფიგურა. მეორე რიგი: დიორიტის ვაზა, კაჟის დანა, კოსმეტიკური პალიტრა.

ეგვიპტოლოგიასა და ეგვიპტის არქეოლოგიაში ეწოდება პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს წინარედინასტიურ ხანას, იწყება ქვის ხანიდან და გრძელდება ბადარის კულტურამდე. როგორც ეგვიპტოლოგი სტან ჰენდრიქსი აღნიშნავს, პრობლემატურია როგორც ეგვიპტის პრეისტორიისა და წინარედინასტიური ხანის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ისე მათი განაწილება, რადგან ზოგადად ტერმინი „წინარეისტორიული“ უნდა მოიცავდეს ქვეყნის მთლიან ისტორიას სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებამდე, თუმცა ეგვიპტოლოგიურ პრაქტიკაში იგი მნიშვნელოვნად ვიწროდაა განმარტებული.

                                     პლეისტოცენი

პლეისტოცენის ეპოქის მონადირეებისა და შემგროვებლებისთვის ჩვეული ცხოვრების სტილი დასრულდა, როდესაც დაახლოებით 25 000 წლის წინ ჰავა უფრო მშრალი გახდა და ბალახიანი მდელოები მშრალ უდაბნოდ იქცა. ნილოსის რეგულარულმა ადიდებებმა წარმოქმნა ნაყოფიერი ლანდშაფტი, რამაც ახალმოსახლეები მოიზიდა.

გვიანპალეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლები ნილოსის ხეობაში პატარებია, თუმცა აქვთ სეზონური გამოყენების ნიშნები. ნილოსის ნაპირას არსებულ ჭაობებსა და მდელოებში, რომლებიც მაშინ გაცილებით პატარები იყო, ვიდრე დღეს, აგრეთვე ნილოსის კალაპოტში, რომელიც დაახლოებით 15 მეტრით მაღლა მდებარეობდა, მოიპოვებოდა საკვები მცენარეულობა. საკვებად გამოიყენებოდა ისლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცნარის Cyperus rotundus-ის ფესურები, რომლებიც სახამებლითაა მდიდარი. გარდა ამისა, მოსახლეობა ნადირობდა დიუნებში და თევზაობდა ნილოსში.

ამერიკელმა არქეოლოგმა ფრედ უენდორფმა ერთ-ერთი გათხრებისას აღმოაჩინა 100 000 თევზის ფხა, რომელთაგან უმრავლესობა ლოქო იყო. ფრინველთა შორის მრავლად იყვნენ წყლის ფრინველები, როგორიცაა იხვი და ბატი. ამის გარდა, მოსახლეობა მიირთმევდა ბეჰემოთებისგარეული ვირისკურდღლებისპირველყოფილი ძროხისგაზელის ხორცსა და მდინარის მოლუსკებს.

იხ. ვიდეო - Додинастический период - Додинастический период

Додинастический период — последний доисторический период на территории Египта, эпоха окончательного разложения родоплеменных отношений , складывания социально дифференцированного общества и возникновения первых древнеегипетских рабовладельческих государств .Это также период появления в Египте письменности .Додинастический период принято делить на два больших подпериода — амратский и герзейский .Завершает его правление так называемой нулевой династии, когда территории Верхнего и Нижнего Египта вплотную подошли к своему объединению 



ჰოლოცენი

ჰოლოცენის ეპოქაში გადასვლისას მუსონის ზონის ჩრდილოეთით გადანაცვლებამ გამოიწვია ჰავის მნიშვნელოვნად დატენიანება. ნილოსის წყლის დონემ მოიმატა და მისი ადიდებებიც არაპროგნოზირებადი გახდა. თევზთა შორის გავრცელებულია ნილოსის წერი. მის დასაჭერად გამოიყენებდნენ ძვლისგან დამზადებულ ჰარპუნებს. ნადირობდნენ წყლის ფრინველებზე, გაზელზე, გარეულ მსხვილფეხა საქონელზე, ნიანგებსა და ბეჰემოთებზე. ნილოსის უფრო ძლიერი ადიდებების გამო შესაძლებელი გახდა მოსახლეობის მიერ სხვა დაბლობების ათვისებაც, როგორიცაა ფაიუმი ანდა ნაბტას დაბლობი. აქ მოიპოვებოდა ისეთი მცენარეები, როგორიცაა ღოლოჭილი და Persicariaნაბტა-პლაიაში (მლაშობი) ძვ. წ. 6000 წლიდან გამოვლენილია კერამიკაც. საცხოვრებლები ძირითადად მწყობრად განლაგებულ ქოხებს წარმოადგენდა კერიებითა და დამატებითი სათავსოებით. გამოვლენილია სამი სახეობის ქერი, პარკოსანი მცენარეები, ფეტვი და უამრავი სხვა კულტურული მცენარე. აღმოსავლეთის უდაბნოში ამ პერიოდისთვის არსებობს ადრეული მეცხოველეობის ნიშნებიც.

ნეოლითი

ნეოლითის ხანის ყველაზე ადრეული ძეგლები ეგვიპტეში აღმოჩენილია ფაიუმში (ფაიუმის A კულტურა, დაახლ. ძვ. წ. 5000 წ.). აქ მცხოვრები მიწათმოქმედები პატარა დასახლებებში ფაიუმის ტბის ნაპირებზე ცხოვრობდნენ, აშენებდნენ მარცვლეულ კულტურას და მოსავალს ინახავდნენ მიწის ქვეშა სათავსოებში. გამოვლენილია ქვის იარაღები და უბრალო ჭურჭელი. აქვეა ეგვიპტეში უძველესი ნიშნები ქსოვის ხელოვნებისა.

მერიმდეს კულტურა

ცოტა მოგვიანებით ჩნდება მერიმდეს კულტურა, რომელიც მნიშვნელოვან მსგავსებებს ავლენს ფაიუმის A კულტურასთან. არის თიხის სკულპტურების ნიშნები. გარდაცვლილები ბევრი ნივთის ჩატანების გარეშე იკრძალებიან.

ომარისა და მაადის კულტურები

ქვემოეგვიპტური ომარის კულტურა ძირითადად ცნობილია კაიროსთან აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლით. მოსახლეობა ცხოვრობდა მცირე ქოხებში, რომლებიც ნაწილობრივ მიწაში იყო ამოთხრილი. გარდაცვლილთა სამარხებში ბევრი ნივთი არაა ჩატანებული. ამ პერიოდის ზემო ეგვიპტეში განვითარებულია მაადის კულტურა (დაახლ. ძვ. წ. 4000-3400 წწ.).

იხ. ვიდეო - Predynastic Egypt - Early Egyptian History Before the Pharaohs and Pyramids (5000-3000 BC)



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...