суббота, 25 июня 2022 г.

ვოლფგანგ პაული

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ვოლფგანგ პაული

დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1900
დაბ. ადგილი ვენა
გარდ. თარიღი 15 დეკემბერი, 1958 (58 წლის)
გარდ. ადგილი ციურიხი
დასაფლავებულია Zollikon cemetery
მოქალაქეობა აშშ
Flag of Switzerland.svg შვეიცარია
Flag of Austria.svg ავსტრია
საქმიანობა კვანტური მექანიკა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა
მუშაობის ადგილი ჰამბურგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი , ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა , ნილს ბორის ინსტიტუტი , პერდიუს უნივერსიტეტი , მიჩიგანის უნივერსიტეტი , პრინსტონის უნივერსიტეტი და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და Bundesgymnasium Döbling
განთქმული მოსწავლეები Markus Fierz, Sigurd Zienau და Hans Frauenfelder
მეუღლე Käthe Margarethe Deppner და Franziska Bertram
მამა Wolfgang Joseph Pauli[13]
დედა Berta Kamilla Pauli
ნათესავ(ებ)ი Friedrich Schütz
ჯილდოები ლორენცის მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში, მაქს პლანკის მედალი, მატეუჩის მედალი, ფრანკლინის მედალი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი
                                                                 ბიოგრაფია
ვოლფგანგ პაული დაიბადა 1900 წლის 25 აპრილს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორის, ვოლფგანგ იოზეფ პაულის ოჯახში. მეორე სახელი მომავალმა მეცნიერმა მიიღო ნათლიის, ფიზიკოს ერნსტ მახის პატივსაცემად. 1918 წელს პაულიმ დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გასაგრძელებლად მან ამოირჩია მიუნხენი, სადაც იმჟამად მუშაობდა. მიუნხენის თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი არნოლდ ზომერფელდი. პირველი ორი ნაშრომი, რომელიც 1919 წელს პაულიმ შეასრულა ზომერფელდის ხელმზღვანელობით, დაკავშირებული იყო ფარდობითობის ზოგად თეორიასთან. 1920 წელს, ზომერფელდის დავალებით პაული იწყებს მუშაობას ენციკლოპედიისათვის, ფარდობითობის თეორიის სტატიაზე, რომლის შესახებ შემდგომში ალბერტ აინშტაინი იტყვის: „ის, ვინც წაიკითხავს ამ ნაშრომს, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მისი ავტორი მხოლოდ 21 წლისაა. გაუგებარია, რისი უფრო მეტად უნდა გვიკვირდეს: იდეათა ღრმა ფსიქოლოგიური გაგების, თუ შეუდარებელი მათემატიკური დასკვნების“.

1921 წელს პაული გადადის გეტინგენში, სადაც იგი იწყებს მუშაობას მაქს ბორნის ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში „პაულის პრინციპითაა“ ცნობილი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაული მუშაობდა კოპენჰაგენის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში ნილს ბორთან ერთად, მანამ მას არ შესთავაზეს დოცენტის თანამდებობა ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1923 წელს პაული იწყებს მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1928 წელს იგი გადადის ციურიხში, პოლიტექნიკუმის პროფესორის თანამდებობაზე. 1930 წელს გამოთქვავს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აზრს, რითაც შეიძლება ითქვას ჩიხიდან გამოჰყავს იმდროინდელი ფიზიკა. იმ დროსათვის, ექსპერიმენტალური გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ნეიტრონის ბეტა–დაშლისას მიღებული პროდუქტების — პროტონის და ელექტრონის ჯამური ენერგია ნაკლებია საწყის მნიშვნელობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონს ენერგიის შენახვის შესახებ. პაულიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეტა–დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის არის მსუბუქი, ნულოვანი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის რეგისტრაცია მთვლელების საშუალებით შეუძლებელია მუხტის არარსებობის გამო და რომელიც არის ზუსტად იმ „ნაკლული ენერგიის“ მატარებელი. ეს მოსაზრება, რომელმაც არა მხოლოდ ენერგიის, არამედ მომენტისა და იმპულსის მუდმივობის კანონები „გადაარჩინა“ ექსპერიმენტალურად დამტკიცდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ. 1941 წელს პაული საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ–ში, სადაც მუშაობს პრინსტონის უნივერსიტეტში. 1945 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია. 1946 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის, 1958 წელს პაულის აჯილდოებენ მაქს პლანკის სახელობის მედლით. იმავე წლის 15 დეკემბერს, ციურიხში, კიბოსაგან გარდაიცვალა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი თეორეტიკოსი.
                                              სამეცნიერო მიღწევები
1924: კვანტურ მექანიკაში პაულის შემოაქვს ახალი თავისუფლების ხარისხის ცნება. ამ თავისუფლების ხარისხის არსებობა 1925 წელს დამტკიცდა ულენბეკის და გაუდსმიტის კვლევების შედეგად და მას ელექტრონის სპინი ეწოდა. ამავე წელს პაული აყალიბებს თავის აკრძალვის პრინციპს (პაულის პრინციპი), რომელიც უმნიშვნელოვანესია კვანტურ მექანიკაში.
1926: ვერნერ ჰაიზენბერგის მიერ, კვანტური მექანიკის მატრიცული წარმოდგენის გამოქვეყენების შემდეგ, პაული იყენებს ამ თეორიას წყალბადის ხილული სპექტრის აღსაწერად.
1927: ელექტრონის სპინის აღსაწერად პაულის შემოაქვს სპინორის ცნება
1930: პაული გამოთქვავს აზრს ნეიტრინოს არსებობის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტალურად ენრიკო ფერმის ცდების შედაგად დამტკიცდა მხოლოდ 1954 წელს.
იხ. ვიდეო - In Our Time S19/28 Pauli's Exclusion Principle (April 6 2017) - Melvyn Bragg and guests discuss the life and ideas of Wolfgang Pauli (1900-1958), whose Exclusion Principle is one of the key ideas in quantum mechanics. A brilliant physicist, at 21 Pauli wrote a review of Einstein's theory of general relativity and that review is still a standard work of reference today. The Pauli Exclusion Principle proposes that no two electrons in an atom can be at the same time in the same state or configuration, and it helps explain a wide range of phenomena such as the electron shell structure of atoms. Pauli went on to postulate the existence of the neutrino, which was confirmed in his lifetime. Following further development of his exclusion principle, Pauli was awarded the Nobel Prize in Physics in 1945 for his 'decisive contribution through his discovery of a new law of Nature'. He also had a long correspondence with Jung, and a reputation for accidentally breaking experimental equipment which was dubbed The Pauli Effect.
                                              პაული-იუნგის დიალოგი
მისი მუშაობის ნაკლებად ცნობილი სფერო, რომელიც მხოლოდ 1990 წლიდან იყო შესწავლილი, წარმოიშვა ფსიქოლოგ კარლ გუსტავ იუნგთან თანამშრომლობით. მათი მიმოწერიდან, რომელსაც ორივე მეცნიერი ატარებდა 1932 წლიდან 1958 წლამდე, ირკვევა, რომ პაული ფლობს სინქრონულობის კონცეფციის უმეტეს ნაწილს, რომელიც შემოიღო C. G. Jung-მა და, გარდა ამისა, კოლექტიური არაცნობიერისა და ცნებების დახვეწის ნაწილი. არქეტიპები, რომლებსაც უმთავრესი მნიშვნელობა აქვს იანგის შემოქმედებაში.

ამ დიალოგის არსებითი ნაწილია დღესაც გადაუჭრელი ფსიქოფიზიკური პრობლემა, კოლექტიური ფსიქოს გაერთიანება მატერიასთან, ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმა ფესვები გარე სამყაროსთან, რომელსაც იუნგი უწოდებდა, როგორც unus mundus (ერთი სამყარო) და პაული, როგორც ერთიანობის ფსიქოფიზიკური რეალობა.

მისი ჩანაწერების ანალიზის ამჟამინდელი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ პაულის ეს კვლევები არა მხოლოდ წმინდა აკადემიური ინტერესი იყო, არამედ სათავეს იღებდნენ ღრმა პირადი გამოცდილებიდან - ეგზისტენციალური ასახვები არქეტიპის "მატერიის სულის" შესახებ.
იხ. ვიდეო - Элементарные частицы | мучения Вольфганга Паули



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...