Translate

вторник, 10 июня 2025 г.

კილონოვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          კილონოვა
მხატვრის წარმოდგენა ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის, გრავიტაციული ტალღების წარმოქმნისა და კილონოვას წარმოქმნის შესახებ.

კილონოვა (ინგლ. Kilonova) — გარდამავალი ასტრონომიული მოვლენა, რომელიც კომპაქტურ ორმაგ (ბინარულ) სისტემაში მაშინ ხდება, როდესაც ორი ნეიტრონული ვარსკვლავი ან ნეიტრონული ვარსკვლავი და შავი ხვრელი ერთმანეთს ერწყმის. მიჩნეულია, რომ კილონოვები გამოყოფს გამა-გამოსხივების მოკლე ჭავლებს და ძლიერ ელექტრომაგნიტურ რადიაციას, რისი მიზეზიც იმ მძიმე r-პროცესული ატომბირთვების ბირთვების რადიოაქტიური დაშლაა, რომლებიც შერწყმის პროცესში წმინდად იზოტროპიულად წარმოიქმნება და ამოიტყორცნება.

ისტორია

ტერმინი „კილონოვა“ 2010 წელს შემოიღეს პიკური სიკაშკაშის აღსაწერად, რომელიც კლასიკურ ნოვას 1000-ჯერ აჭარბებდა. ისინი ჩვეულებრივ სუპერნოვაზე, ანუ მასიური ვარსკვლავის აფეთქებაზე 110 - 1100-ჯერ კაშკაშაა.

პირველი კილონოვა გამა-გამოსხივების მოკლე ჭავლების სახით აღმოაჩინეს და SGRB 130603B უწოდეს; ის კოსმოსურმა ობსერვატორია Swift-მა და KONUS/WIND-მა დააფიქსირა, აფეთქებიდან მე-9 და 30-ე დღეს კი მას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით დააკვირდნენ.

2018 წლის ოქტომბერში ასტრონომებმა განაცხადეს, რომ 2015 წელს დაფიქსირებული გამა-გამოსხივების აფეთქების მოვლენა, სახელად GRB 150101B, შეიძლება ისტორიული მოვლენა GW170817-ის ანალოგი ყოფილიყო, ანუ 2017 წელს დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღების, რომლებიც ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად იყო წარმოქმნილი. მსგავსება ამ ორ მოვლენას შორის, გამა-გამოსხივების, ოპტიკური და რენტგენული გამოსხივების თვალსაზრისით, ისევე როგორც მათ მასპინძელ გალაქტიკათა ბუნებით, „უცნაურად“ მიიჩნევა და ეს თვალშისაცემი მსგავსება მიუთითებს, რომ ეს ორი ცალკეული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოვლენა შეიძლება ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმის შედეგი იყოს; ამავე დროს, შეიძლება მიეკუთვნებოდეს კილონოვების ამ დრომდე უცნობ კლასს. მკვლევართა განცხადებით, შესაბამისად, სამყაროში კილონოვები შეიძლება იმაზე გავრცელებული და მრავალფეროვანი იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

თეორია

ორი კომპაქტური ობიექტის ერთმანეთის გარშემო სპირალურად მოძრაობა და შერწყმა, გრავიტაციული ტალღების ძლიერი წყაროა. მიჩნეულია, რომ კილონოვები მოკლე გამა-გამოსხივების ჭავლების (GRB) წინაპარია და სამყაროში სტაბილური r-პროცესული ელემენტების ძირითადი წყარო. ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმის საბაზისო მოდელი 1998 წელს, ლი-სინ ლიმ და ბოჰდან პაჩინსკიმ შეიმუშავეს. საკუთარ კვლევაში მათ ივარაუდეს, რომ ნეიტრონულ ვარსკლვავთა შერწყმისას წარმოქმნილი რადიოაქტიური ამონატყორცნი თერმული გარდამავალი გამოსხივების წყარო უნდა იყოს.

დაკვირვებები

კილონოვაზე დაკვირვება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ.

კილონოვას შესახებ პირველი დაკვირვებადი ვარაუდი 2008 წელს გაჩნდა, მოკლე გამა-გამოსხივების ჭავლ GRB 080503-ის შემდეგ, რომელშიც მკრთალი ობიექტი ერთი დღის შემდეგ ოპტიკურ და ინფრაწითელ სინათლეში გამოჩნდა და სწრაფად გაქრა. კიდევ ერთი კილონოვას შესახებ ვარაუდი 2013 წელს გაჩნდა, მოკლე ხანგრძლივობის გამა-გამოსხივების აფეთქება GRB 130603B-ის შემდეგ; ამ შემთხვევაში, შორეული კილონოვას მკრთალი ინფრაწითელი გამოსხივება ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა.

2017 წლის 16 ოქტომბერს, ორმა ობსერვატორიამ, LIGO-მ და Virgo-მ პირველად, ერთდროულად დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები (GW170817) და ელექტრომაგნიტური რადიაცია; დადგინდა, რომ წყარო ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კილონოვა იყო. მოვლენა ჩვენგან 140 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკა NGC 4993-ში მოხდა და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩანდა ოპტიკურ ელექტრომაგნიტურ სპექტრში.

იხ.ვიდეო - Что такое Килоновая?



Комментариев нет:

შიდა ტერორიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                            შიდა ტერორიზმი ალფრედ პ. მურას ფედერალური შენობა ოკლაჰომა-სი...