воскресенье, 1 мая 2022 г.

ბრედ პიტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                         ბრედ პიტი

ბრედ პიტი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერაზე 2019 წელს
დაბადების სახელი უილიამ ბრედლი პიტი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1963 (58 წლის)
შაუნი, ოკლაჰომა, აშშ
აქტიური 1987-დღემდე
მეუღლე(ები) ჯენიფერ ენისტონი (იქ. 2000; გაყრა 2005)
ანჯელინა ჯოლი (იქ. 2014; გაყრა 2016)
მშობლები მამა: უილიამ ელვინ პიტი
დედა: ჯეინ ეტა (ჰილჰაუზი)
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში
1996, 2019
(ინგლ. Brad Pitt; დ. 18 დეკემბერი, 1963) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი პირადი ცხოვრება მსოფლიოს მედიის მიერ ფართოდ შუქდება. პიტს ჯოლისთან ჰყავს ექვსი შვილი, აქედან სამი ბიოლოგიური. ჯოლისთან ურთიერთობის შემდეგ, რომელიც ცნობილი არის თავისი ქველმოქმედებით, პიტი უფრო მეტად ჩაერთო სოციალურ საქმეებში.
იხ. ვიდეო - როლებთან მარტოდ დარჩენილი 57 წლის ბრედ პიტის ახალი პროფესია - დილა მშვიდობისა საქართველო
პიტი დაიბადა შაუნეეში, ოკლაჰომაში, ჯეინ ეტასა (საშუალო სკოლის კონსულტანტი) და უილიამ ალვინ პიტის (სატვირთო მანქანების კომპანიის მფლობელი) ოჯახში. იგი ძმასთან დუგთან და დასთან ჯულიე ნილთან ერთად, იზრდებოდა სპრინგფილდში, მისურიში, სადაც მისი ოჯახი მას შემდეგ გადავიდა, როდესაც პიტი გაჩნდა. პიტი ეკლესიურად იზრდებოდა. ის სწავლობდა კიკაპოოს საშუალო სკოლაში, სადაც იგი აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, სპორტში, სტუდენტურ მმართველობაში და თეატრში. შემდეგ მან სწავლა განაგრძო მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ის არის სიგმა ჩი-ს ძმობის წევრი.

1988-1993 წლები
1988 წელს, პიტმა ითამაშა პირველად მთავარი როლი ფილმში „მზის ბნელი მხარე“, სადაც ის თამაშობს ახალგაზრდა ამერიკელს, რომელიც ოჯახმა წაიყვანა ადრიატიკში რათა განეკურნათ კანის დაავადებისგან. ფილმი გადაღებულია იუგოსლავიაში, 1988 წლის ზაფხულში. ფილმის გადაღებები უკვე სრულდებოდა, როდესაც ომი დაიწყო და უმეტესობა გადაღებული კადრების დაიკარგა; ფილმი წლების შემდეგ გამოვიდა. პიტმა შემდეგ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო ფილმში „ახალგაზრდა სიკვდილისთვის?“, ფილმში პიტმა ითამაშა ნარკომანი, ბილი კანტონი, ხოლო პარტნიორობას ჯულიეტ ლიუისი უწევდა.

პიტმა პუბლიკის ყურადღება მიიპყრო მეორე ხარისხოვანი როლით ფილმში „თელმა და ლუიზა“, სადაც იგი თამაშობდა დამნაშავეს, რომელიც დამეგობრდება თელმასთან (ჯინა დეივისი). მისი სასიყვარულო სცენა დეივისთან, სადაც პიტი გვევლინება წელს ზევით შიშველი, კოვბოის ქუდში, განიხილება როგორც „სიმბოლური“, რომელიც ხშირად მოწმობს და საზღვრავს პიტს როგორც „სექს სიმბოლოს“.

„თელმა და ლუიზას“ შემდეგ, პიტმა კათრინ კინერთან და ნიკ კეივთან ერთად ითამაშა ტომ დიკილიოს მცირე ბიუჯეტიან ფილმში „ჯონი სუედე“ (1991). მან შეასრულა უცნაური მეოცნების როლი რომელიც მიისწრაფვის რომ გახდეს ცნობილი როკერი. „ცივი მსოფლიოს“ (1992) შემდეგ პიტმა ითამაშა რობერტ რედფორდის ფილმში „იქ, სადაც მდინარე მიედინება“ 1992 წელს. 1993 წელს ითამაშა ფილმში „კალიფორნია“, სადაც იგი თამაშობდა სერიული მკვლელის როლს, ჯულიეტ ლიუსთან და დევიდ დუხოვნისთან ერთად.

1994-2000 წლები

1994 წელს პიტმა ითამაშა ვამპირ ლუი დე პოინტე დუ ლაკის როლი, ანნ რაისის ნოველაში „ინტერვიუ ვამპირთან“. მას უწევდა 18-ე საუკუნის ვამპირის როლის განსახიერება, რის გამოც საათობით უნდებოდა გრიმის გაკეთებას, რათა მისი კანი სულ თეთრი ყოფილიყო. პიტს უწევდა მწვანე კონტაქტური ლინზებისა და ეშვების ტარება. პიტთან ერთად ფილმში მონაწილეობდნენ ტომ კრუზიანტონიო ბანდერასიკრისტიან სლეიტერი და 11 წლის კირსტენ დანსტი. ამ ფილმის შემდეგ მან ითამაშა „შემოდგომის ლეგენდებში“ (1994) და „შვიდში“ (1995). „შვიდში“ პიტი თამაშობდა მორგან ფრიმენთან ერთად, ისინი იყვნენ დეტექტივები, რომელლებიც დასდევდნენ კევინ სპეისის გმირს, სერიულ მკვლელს. ამის შემდეგ პიტი ნომინირებული იყო ოსკარზე, საკუეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „12 მაიმუნი“ (1995).

1997 წელს, პიტმა ითამაშა ჰარისონ ფორდთან ერთად ფილმში „ეშმაკის საკუთრება“. პიტმა შეასრულა IRA-ს ტერორისტის რორი დევანის როლი, სადაც მას მოუწია ირლანდიური აქცენტით საუბარი. იმავე წელს მას მოუწია ავსტრალიელი მთამსვლელის ჰაინრიხ ჰარერის როლის შესრულება, ფილმში „შვიდი წელი ტიბეტში“. პიტი თვეობით ვარჯიშობდა ამ როლისთვის, მასთან ერთად მოთამაშე დევიდ თეუილსთან ერთად. ამ ფილმის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ, პიტს და თეულისს აკურძალეს სამუდამოდ ჩინეთში შესვლა.

1998 წელს პიტმა შეასრულა მთავარი როლი, ფილმში „გაიცანით ჯო ბლეკი“. ფილმმა პიტს კვლავ მისცა საშუალება კვლავ ეთამაშა სერ ენტონი ჰოპკინსთან ერთად, რომელთან ერთადაც მან უკვე ითამაშა ფილმში „შემოდგომის ლეგენდები“. 1999 წელს პიტმა ითამაშა ჩაკ პალანიკის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაში „მებრძოლთა კლუბი“.

2000 და შემდგომი წლები

ბრეტ პიტი ფილმის „წაკითხვისთანავე დაწვით“ პრემიერაზე

2001 წელს პიტმა ითამაშა ფილმში „ჯაშუშური თამაშები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ვეტერანი მსახიობი რობერტ რედფორდი, რომელიც მისი მასწავლებლის როლს ასრულებდა. 2001 წელს პიტმა ითამაშა თავის დიდი ხნის მეგობართან ჯულია რობერტსთან ერთად ფილმში „მექსიკელი“. წლის დასასრულს კი დაასრულა „ოუშენის ტერთმეტი მეგობრის“ გადაღებებში მონაწილეობა; ფილმი წარმოადგენს რიმეიკს 1960 წლის ფილმისა, რომელშიც ფრენკ სინატრა თამაშობდა.

ამის შემდეგ მან მრავალ ფილმში ითამაშა, მათ შორის „ოუშენის 12 მეგობარი“„ტროა“. 2005 წელს კი ითამაშა ფილმში „მისტერ და მისის სმითები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ანჯელინა ჯოლი. ისინი დაქირავებული მკვლელი ცოლ-ქმრის როლს ასრულებდნენ.

2005 წელს პიტმა პროდუსირება გაუკეთა და ამავე დროს ითამაშა მთავარი როლი ფილმში „ჯესი ჯეიმზის მკვლელობა“, მაგრამ ფილმი 2007 წლამდე არ გამოსულა. 2006 წელს პიტი იყო პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმისა „მიცვალებულები“. მას ამავე ფილმში ლეიტენანტ კოლინ სალივანის როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ როლი მეტ დეიმონს დაუთმო და თავად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ბაბილონი“. პიტი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმების მოყვარული იყო და ამიტომ დაინტერესდა ამ პროექტით. ფილმში ის კეიტ ბლანშეტთან ერთად თამაშობდა. ფილმმა მოიპოვა ერთი ოსკარი და ჯამში 7 ნომინაცია, აგრეთვე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, მათ შორის ბრედ პიტი, მეორეხარისხოვანი როლისთვის.

                                        სხვა პროექტები

ჯენიფერ ენისტონთან და პარამოუნტ პიქჩერსის მმართველთან ბრედ გრეისთან ერთად, პიტმა ჩამოაყალიება საპროდუსერო კომპანია „პლან ბე“. ენისტონი აღარ არის ამ კომპანიის პარტნიორი, თუმცა მრავალ პროექტში ფიგურირებს, რომელიც მანამდე იყო შეთანხმებული სანამ გაეყრებოდა პიტს. კომპანიამ გამოუშვა „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“ჯონი დეპის მონაწილეობით, „მიცვალებულები“ და „ჯესი ჯეიმზის მკვლელობა“.

პიტმა მონაწილეობა მიიღო „მეგობრების“, მერვე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც იგი ჯენიფერ ენისტონის მოძულეს როლს ასრულებდა. აგრეთვე პიტი გამოჩნდა მტვ-ს გადაცემაში „თავქარიანები“. პიტი აგრეთვე ხშირად ერთვება ქველმოქმედებაში.

                                        პირადი ცხოვრება

1980 და 1990 წლებში პიტი ხშირად ხვდებოდა მასთან ერთად მოთამაშე მანდილოსნებს. პიტი ასევე ხვდებოდა მსახიობს სიინიტას და თანდიე ნიუტონს. პიტი არის ვეგეტარიანელი.

                                    ქორწინება ჯენიფერ ენისტონზე

პიტი „მეგობრების“ ვარსკვლავს ჯენიფერ ენისტონს შეხვდა 1998 წელს და მათი ქორწილი შედგა მალიბუში, 2000 წლის 29 ივლის. მათი ცერემონია დახურული იყო, ჟურნალებში მათი ქორწილის ამსხაველი მხოლოდ ერთი სურათი დაიბეჭდა. ქორწინებიდან მალევე, პიტმა უჩივლა დამიანი ინტერნაციონალს, რომელმაც გამოუშვა ისეთივე ბეჭედი, რომელიც საქორწილოდ აჩუქა ბრედმა ჯენიფერს, სახელად „ბრედი და ჯენიფერი“. პიტის თანახმად, ბეჭედი მისი მოფიქრებული დიზაინით იყო გაკეთებული და ის იყო ექსკლუზიური.

ჯენიფერის და პიტის ქორწინებამ 4 წელი გასტანა, ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო ჭორები მათი დაშორების შესახებ. პიტი ჯენიფერს ოფიციალურად 2005 წელს გაეყარა. როდესაც პიტის და ანისტონის ქორწინება უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა, ის და მსახიობი ანჯელინა ჯოლი გაეხვიენ საყოველთაო სკანდალში, სადაც ანჯელინას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „სხვა ქალს“. იმ დროს როდესაც ჯოლი და პიტი უარყოფდნენ თავიანთ ურთიერთობებს, სპეკულაცია ამ თემაზე მაინც მიდიოდა 2004 და 2005 წლების განმავლობაში. ჯოლიმ 2005 წლის ივნისში, ინტერვიუ მისცა ანნ კურის. სადაც განაცხადა: „იყო ურთიერთობაში ცოლიან კაცთან, როდესაც ჩემი საკუთარი მამა ღალატობდა დედაჩემს, ეს ის არის რასაც ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი. დილაობით ჩემ თავს ვერ შევხედავდი, თუ ამას გავაკეთებდი. მე ვერასდროს შევხედავ იმ მამაკაცს, რომელიც ცოლს ღალატობს“.

ანისტონმა გაყრის შესახებ განცხადება 2005 წლის 25 მარტს შეიტანა, ხოლო 2005 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალურად გაშორდნენ პიტი და ენისტონი ერთმანეთს.

                       ურთიერთობა ანჯელინა ჯოლისთან

ერთი თვის შემდეგ, მას მერე რაც ანისტონმა შეიტანა დოკუმენტი გაყრის შესახებ, 2005 წლის აპრილს, პაპარაცების მიერ იქნა გადაღებული სურათები, რომელიც ადასტურებდა იმ ჭორს, რომელიც არსებობდა ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის. ფოტოებზე, რომელიც გაიყიდა 500 000 დოლარად, ნაჩვენები იყო პიტი, ჯოლი და მისი შვილი მედოქსი სანაპიროზე, კენიაში. ზაფხულის განმავლობაში, წყვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად, რის მერეც მედიამ მათ „ბრანჯელინა“ შეარქვა. ორი თვის შემდეგ, პიტი და ჯოლი უკვე პოზიორობდნენ კამერების წინ როგორც წყვილი.

2005 წელს, პიტი ჯოლის წაყვა ეთიოპიაში, სადაც ანჯელინამ მეორე ბავშვი იშვილა, ექვსი თვის გოგონა ზაჰარა, მოგვიანებით ანჯელინამ თქვა რომ ამ ბავშვის შვილად აყვანა მან და პიტმა ერთად გადაწყვიტეს. 2005 წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა რომ პიტი ცდილობდა ლეგალურად ეშვილა ანჯელინას ორი შვილი. 2006 წლის 19 იანვარს, მოსამართლემ დართო ნება პიტს ბავშვების შვილად აყვანა და ბავშვების გვარი შეიცვალა ჯოლი-პიტად. 2006 წლის 11 იანვარს, ჯოლიმ ჟურნალ „პიპლზს“ დაუდასტურა რომ იგი იყო ფეხმძიმედ პიტისგან. 2006 წლის 27 მაისს, ჯოლიმ ქვეყნად მოავლინა გოგონა შაილო ნუველ ჯოლი პიტი, რომელიც ნამიბიაში გააჩინა. პიტმა დაადასტურა რომ მათ ახალგაჩენილ შვილს ექნება ნამიბიური პასპორტი, ჯოლიმ კი გადაწყვია ბავშვის სურათები გაეყიდა, ვიდრე ბავშვი სამიზნე ყოფილიყო პაპარაცების. ჟურნალმა „პიპლზმა“ 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა სურათებისთვის, ხოლო ბრიტანულმა ჟურნალმა „ჰელოუმ“ 3,5 მილიონი დოლარი. ჯამში თანხამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა. მთელი თანხა ჯოლი-პიტის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.

2007 წლის 15 მარტს, ჯოლიმ შვილად აიყვანა სამი წლის ბიჭუნა ვიეტნამიდან პაქს თიენ ჯოლი-პიტი. ვინაიდან ობოლთა თავშესაფარი, არადაქორწინებულ წყვილს არ აძლევს საშუალებას ბავშვის აყვანის, ჯოლიმ იგი მარტო იშვილა, ხოლო პიტმა მოგვიანებით იშვილა ლეგალურად.

მედიის აზრით ჯოლი კვლავ იყო ფეხმძიმედ, რაც მისმა გამოჩენამ 2008 წლის Independent Spirit Award-ზე დაამტკიცა, როდესაც იგი დახურული კაბით წარსდა მაყურებელთა წინაშე. 2008 წლის მაისში, ჯოლიმ დაუდასტურა „თუდეის“, რომ ისინი ელოდებოდნენ ტყუპებს. 2008 წლის 12 ივლის, ჯოლიმ გააჩინა ბიჭი და გოგო, სახელად ნოქს ლეონ ჯოლი პიტი და ვივიენ მარჩელინ ჯოლი პიტი. ნოქსის წონა იყო 5,05 ფუნტი, ხოლო ვივიენის 5 ფუნტი. ნოქსი ბრედ პიტის ბაბუის პატივსაცემად დაერქვა ბავშვს, ხოლო ვივიენი ანჯელინა ჯოლის დედის პატივსაცემად. 2015 წელს წყვილმა კიდევ ერთი ბიჭი, 2 წლის მუსა იშვილა, მუსა წარმოშობით სირიელია და თურქეთში, დევნილთა ბანაკშია დაბადებული.

იხ. ვიდეო - Как Живет Брэд Питт и Сколько Он Зарабатывает

1995 წელს თრილერის "შვიდის" გადასაღებ მოედანზე ბრედი დაუმეგობრდა გვინეტ პელტროუს, რომელიც ფილმში მისი ცოლის როლს ასრულებდა და მათ დაიწყეს ხანგრძლივი რომანი. თუმცა, როდესაც მათ უკვე დაიწყეს საუბარი საყვარლების მოახლოებულ ქორწილზე (ჩანიშვნა მოხდა 1996 წლის დეკემბერში), მათ სრულიად მოულოდნელად გამოაცხადეს ურთიერთობების შეწყვეტა (1997 წლის ივნისში). ყველაფერი სკანდალის, ერთმანეთის მიმართ ბრალდებებისა და დაშორების მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე ჩაიარა.

2000 წლის 29 ივლისს პიტი დაქორწინდა მსახიობ ჯენიფერ ენისტონზე. თუმცა, 2005 წლის 25 მარტს, ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი დაშორდნენ. მათი ქორწინება ოფიციალურად 2005 წლის 2 ოქტომბერს გაუქმდა. გავრცელდა ჭორები, რომ დაშლის მიზეზი იყო ანისტონის არ სურდა შვილები ჰყოლოდა პიტისგან, მაგრამ თავად ანისტონი ამას უარყოფს.

ჯერ კიდევ განქორწინებამდე ბრედმა დაიწყო ურთიერთობა პარტნიორთან ფილმში „მისტერ და მისის სმიტები“ ანჯელინა ჯოლი. ბევრი უარყოფის შემდეგ, 2006 წლის 11 იანვარს, წყვილმა დაადასტურეს ურთიერთობა და განაცხადეს, რომ ჯოლი შვილს ელოდა პიტისგან.

2006 წლის 27 მაისს წყვილს შეეძინა ქალიშვილი შილო ნუველი ნამიბიაში, ხოლო 2008 წლის 12 ივლისს საფრანგეთში ტყუპები - ბიჭი ნოქს ლეონი და გოგონა ვივიენ მარშელინი. პიტისა და ჯოლის ყველა ბიოლოგიური შვილი საკეისრო კვეთით დაიბადა. გარდა ამისა, ბრედმა ანჯელინას ყველა ნაშვილები შვილი იშვილა. მათ ახლა ექვსი შვილი ჰყავთ: ვაჟები მედოქს სივანი, პაქს ტიენი და ნოქს ლეონი; ქალიშვილები ზახარ მარლი, შილო ნუველი და ვივიენ მარშელინი. ყველას აქვს გვარი ჯოლი-პიტი.

2014 წლის 23 აგვისტოს პიტმა და ჯოლიმ დაქორწინდნენ საფრანგეთში, მათ საკუთრებაში არსებულ მირავალის ციხესიმაგრეში. ცნობილი გახდა, რომ წყვილმა მკაცრი საქორწინო კონტრაქტი გააფორმა. თუ პიტმა მოატყუა ცოლი, ის დაკარგავდა მათ შვილებზე ერთობლივ მეურვეობას.

2013 წელს ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში ბრედმა გამოავლინა, რომ მას პროსოპაგნოზიის მსუბუქი ფორმა აწუხებდა.

2015 წლის თებერვალში არაერთ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ იშვილეს ორი წლის ბიჭი სირიიდან, სახელად მუსა, მაგრამ იმავე წლის აპრილში, წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო ეს.

2016 წლის 19 სექტემბერს პიტის მეუღლემ, ანჯელინა ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, განქორწინების მიზეზი ბავშვების აღზრდის მეთოდებში უთანხმოება და ასევე ბრედ პიტის ალკოჰოლზე დამოკიდებულება გახდა. ჯოლი ითხოვს ბავშვების მეურვეობას და პიტს მიენიჭა სტუმრობის უფლება. ასევე განმარტებულია, რომ მსახიობი ალიმენტს არ მოითხოვს.

„ძალიან დამწუხრდა განქორწინების ფაქტი, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შვილების კეთილდღეობაა. მე გულწრფელად ვთხოვ პრესას, მისცეს მათ პირადი სივრცე, რომელსაც იმსახურებენ ასეთ რთულ პერიოდში“, - ციტირებს პიტმა CNN-ის ოფიციალურ განცხადებაში.

2019 წლის 12 აპრილს ქორწინება სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა.
იხ. ვიდეო - Brad Pitt Wins Best Supporting Actor









 

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...